საზოგადოება
ბინების გაქირავება
საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასი წლიურად 6%-ით გაიზარდა, ქირა 11%-ით შემცირდა - რა ღირს კვადრატული მეტრი

2025 წლის ივლისში თბილისში 3,618 ტრანზაქცია განხორციელდა, რაც 2024 წლის ივლისის მაჩვენებელს 5%-ით აჭარბებს. ამის შესახებ ყოველთვიურ მიმოხილვას „თიბისი კაპიტალი“ აქვეყნებს.საცხოვრებელი უძრავი ქონების გასაყიდი ფასი წლიურად 6%-ით გაიზარდა, ქირა 11%-ით შემცირდაპუბლიკაციის მიხედვით, საცხოვრებელი უძრავი ქონების საშუალო გასაყიდმა ფასმა კვადრატულ მეტრზე 1.278 აშშ დოლარს მიაღწია, რაც წლიურად 6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.რაც შეეხება გასაქირავებელ ფასს, კვადრატულ მეტრზე 10.3 დოლარს გაუტოლდა, რაც 11%-ით ნაკლებია 2024 წლის იმავე პერიოდთან შედარებით.ამასთან, კვლევაში აღნიშნულია, რომ საერთო ჯამში, ბაზრის მოცულობამ 307 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და წლიურად 15%-ით გაიზარდა.გარდა ამისა, „თიბისი კაპიტალი“ აღნიშნავს, რომ 2025 წლის ივლისშიახალი გაყიდვები წლიურად 7%-ით გაიზარდა და 713 ბინა შეადგინა, რაც შეეხება ძველ ბინებს, აქ განხორციელდა 2 905 ტრანზაქცია, რაც 5%-ით აღემატება გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს.როგორც „თიბისი კაპიტალი“ აღნიშნავს, ჯამური გაყიდვების უდიდესი წილი, 44% 50-დან 75 კვ.მ-მდე ბინებზე მოდის, 125 კვ.მ-ზე მეტი ფართის მქონე ბინები გაყიდვების 5%-ს იკავებს, ხოლო ყველაზე პატარა წილის მქონე კატეგორიას წარმოადგენს.

1755260407

1755239495

ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა 

თიბისის კამპანიის - „გაატარე ზაფხული შენებურად“ ფარგლებში, საზღვარგარეთ მოგზაურობის შესაძლებლობა პირველმა მარიამ ბეგიაშვილმა მოიპოვა. მალე, ის დიდი ხნის ოცნებას აისრულებს და საყვარელ ადამიანთან ერთად, ეგზოტიკურ მოგზაურობაში გაემგზავრება. აზია თუ აფრიკა ჯერ არ იცის, თუმცა იმაში დარწმუნებულია, რომ დაუვიწყარი თავგადასავალი ექნება.  კამპანიაში ჩართვას და 10 000 ლარიანი სამოგზაურო ბიუჯეტით დასაჩუქრებას თავდაპირველად სკეპტიკურად უყურებდა, თუმცა მოტივაციამ და საოცნებო მიმართულებით მოგზაურობის სურვილმა მიზანმიმართული გეგმა შეამუშავებინა და საბოლოოდ, გამარჯვება მოუტანა.  „ ხანდახან დაუჯერებელი ამბების სილამაზე სიმარტივეშია- ახალი თიბისი ბარათის აღების შემდეგ, გადავთვალე ჩემს სახლთან ახლოს მდებარე მაღაზიები, შევადგინე მარაგების შესავსები სია და კამპანიის პირობების გათვალისწინებით, პროდუქტები 10 სხვადასხვა მაღაზიაში შევიძინე. ზუსტად ვიცოდი, სად რა უნდა შემეძინა. პროცესში სკეპტიკური განწყობის მიუხედავად, ვფიქრობდი, თუ არ ვცდიდი, ვერც გავიგებდი საბოლოო შედეგს. ასე აღმოვჩნდი ამ გასაოცარ ამბავში“, - ამბობს მარიამი. მათ, ვისაც ჯერ კიდევ არ აქვს ახალი თიბისი ბარათი, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათი ან თიბისი კონცეპტ 360, მარიამი უნიკალური შესაძლებლობის გამოყენებას და საგზურის გათამაშების კამპანიაში იღბლის ცდას, უპირობოდ ურჩევს. დრო ჯერ კიდევ არის. კამპანიის- „გაატარე ზაფხული შენებურად“ ფარგლებში, 5 მომხმარებელი, რომელიც 21 ივლისიდან 24 აგვისტოს ჩათვლით, მობაილბანკში აიღებს ახალ თიბისი ბარათს, ახალ თიბისი კონცეპტ ბარათს ან კონცეპტ 360-ს და თიბისის ტერმინალებზე ყველაზე სწრაფად შეასრულებს  ნებისმიერი ოდენობის პირველ 10 ტრანზაქციას, თიბისის პარტნიორ ტურისტულ სააგენტოში, მოგზაურობის 10 000 ლარიანი ბიუჯეტით დასაჩუქრდება. რაც მთავარია, სასურველ ტურს თავადვე დაგეგმავს. გადაწყვეტს- სად, როგორ და ვისთან ერთად გაემგზავრება. გაატარე ზაფხული შენებურად — დაგეგმე შენი მოგზაურობა ისე, როგორც თავად გსურს. აიღე ბარათი მობაილბანკიდან სულ რაღაც 30 წამში.შეთავაზების შესახებ დამატებითი დეტალები და აუცილებელი პირობები იხილეთ ბმულზე.ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს! 

1755178805

შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა „ლაგოდეხის“ საბაჟო გამშვები პუნქტი მოინახულა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი, ირაკლი (დაჩი) ბერაია „ლაგოდეხის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე იმყოფებოდა, სადაც საბაჟო დეპარტამენტის უფროსთან, მიხეილ ჩოკოშვილთან ერთად, აღნიშნული გამშვები პუნქტი დაათვალიერა და გაზრდილი ტვირთბრუნვის პირობებში, საზღვრის კვეთის პროცედურებს ადგილზე გაეცნო.ვიზიტის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და სტაციონარული რენტგენო ინსპექტირების სკანერის მუშაობის პროცესს დაესწრო.კახეთის რეგიონში სტუმრობისას, უწყების ხელმძღვანელმა, ასევე მოინახულა თელავის მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრი, სადაც მომსახურების დეპარტამენტის, საგადასახადო მონიტორინგისა და ვალის მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებს შეხვდა.როგორც მან აღნიშნა, რეგიონებში შეხვედრები რეგულარული ხასიათის იქნება და აქტიური კომუნიკაცია თანამშრომლებთან მომავალშიც გაგრძელდება.

1755168984

შემოსავლების სამსახურის განმარტება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება ტელეკომპანია „PALITRA NEWS“-ის 13 აგვისტოს გადაცემა „მონეტიზაციაში” მიწვეული სტუმრის, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის, ვახტანგ იობაშვილის მიერ გაჟღერებულ დეზინფორმაციას.გადაცემის მსვლელობისას, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ „საბაჟო დეპარტამენტი ვერ უზრუნველყოფს ტვირთების გატარებას და მხოლოდ 45 მანქანის გატარებას ახერხებს. მებაჟე-ოფიცრებისთვის კი დრო, არაფერს წარმოადგენს“, რაც არის სრული სიცრუე. მეტი სიცხადის შეტანის მიზნით ვაცხადებთ, რომ საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და დღე-ღამის განმავლობაში საბაჟო ფორმალობები ხორციელდება 800 – 1000 სატვირთო სატრანსპორტო საშუალების მიმართ (ორივე მიმართულებით).აქვე განვმარტავთ, რომ გაზრდილი ტვირთბრუნვის პირობებში, სატრანსპორტო საშუალებების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, საერთაშორისო გადაზიდვებში ჩართული სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო გამშვებ პუნქტზე შესასრულებელი საბაჟო ფორმალობები ხორციელდება აქტიურ რეჟიმში. შესაბამისად, სინამდვილეს არ შეესაბამება ინფორმაცია თითქოს საბაჟო გამშვები პუნქტის „ყაზბეგი“ თანამშრომლები „კონტროლს ვეღარ აუდიან“.მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების მიმართ საბაჟო კონტროლსა და ფორმალობებს შემოსავლების სამსახური ახორციელებს რისკების მართვის სისტემის გამოყენებით, რომელიც ავტომატურ რეჟიმში და დროის მოკლე მონაკვეთში ახდენს მონაცემების დამუშავებასა და საბაჟო კონტროლის შესაბამისი ღონისძიებების (მაგალითად, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერება, საქონლის წონის/რაოდენობის დადგენა) განხორციელების მიზანშეწონილობის შეფასებას/განსაზღვრას.სტანდარტულ შემთხვევაში, სატვირთო სატრანსპორტო საშუალების მიმართ საბაჟო ფორმალობები სრულდება არაუმეტეს 15 წუთის განმავლობაში, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება დაექვემდებარა დამატებით საბაჟო კონტროლს, მითითებული დრო, შესასრულებელი საბაჟო ფორმალობ(ებ)ის სპეციფიკის გათვალისწინებით, იზრდება დაახლოებით 15-20 წუთით. აქვე, კიდევ ერთხელ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის, ვახტანგ იობაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია შეიცავს უამრავ უზუსტობას, ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და უწყების დისკრედიტაციას. მოვუწოდებთ დაინტერესებულ პირებს თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და მცდარი ინფორმაციის გავრცელებისაგან.


სხვა სიახლეები
ვალუტის კურსი
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7010 ლარი გახდა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7010 ლარი გახდა.ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7010 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7263 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0253 ლარი შეადგინა.რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1553 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1870 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0317 ლარი შეადგინა.

ეკონომიკა 1755264321

ბინების გაქირავება
საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასი წლიურად 6%-ით გაიზარდა, ქირა 11%-ით შემცირდა - რა ღირს კვადრატული მეტრი

2025 წლის ივლისში თბილისში 3,618 ტრანზაქცია განხორციელდა, რაც 2024 წლის ივლისის მაჩვენებელს 5%-ით აჭარბებს. ამის შესახებ ყოველთვიურ მიმოხილვას „თიბისი კაპიტალი“ აქვეყნებს.საცხოვრებელი უძრავი ქონების გასაყიდი ფასი წლიურად 6%-ით გაიზარდა, ქირა 11%-ით შემცირდაპუბლიკაციის მიხედვით, საცხოვრებელი უძრავი ქონების საშუალო გასაყიდმა ფასმა კვადრატულ მეტრზე 1.278 აშშ დოლარს მიაღწია, რაც წლიურად 6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.რაც შეეხება გასაქირავებელ ფასს, კვადრატულ მეტრზე 10.3 დოლარს გაუტოლდა, რაც 11%-ით ნაკლებია 2024 წლის იმავე პერიოდთან შედარებით.ამასთან, კვლევაში აღნიშნულია, რომ საერთო ჯამში, ბაზრის მოცულობამ 307 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და წლიურად 15%-ით გაიზარდა.გარდა ამისა, „თიბისი კაპიტალი“ აღნიშნავს, რომ 2025 წლის ივლისშიახალი გაყიდვები წლიურად 7%-ით გაიზარდა და 713 ბინა შეადგინა, რაც შეეხება ძველ ბინებს, აქ განხორციელდა 2 905 ტრანზაქცია, რაც 5%-ით აღემატება გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს.როგორც „თიბისი კაპიტალი“ აღნიშნავს, ჯამური გაყიდვების უდიდესი წილი, 44% 50-დან 75 კვ.მ-მდე ბინებზე მოდის, 125 კვ.მ-ზე მეტი ფართის მქონე ბინები გაყიდვების 5%-ს იკავებს, ხოლო ყველაზე პატარა წილის მქონე კატეგორიას წარმოადგენს.

საზოგადოება 1755260407

ვახტანგ სალია
ვახტანგ სალია 17 აგვისტოს ინგლისში მიემგზავრება და „ნიუკასლს“ შეუერთდება

„დინამო თბილისის“ თავდამსხმელი ვახტანგ სალია 17 აგვისტოს ინგლისში გაფრინდება და „ნიუკასლს“ შეუერთდება – ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს.გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, „ნიუკასლი“ ქართველი ფეხბურთელის იჯარით გაშვებას არ განიხილავს და სალია პირველ გუნდთან ერთად მოემზადება.17 წლის ფეხბურთელი ინგლისში თავის აგენტთან, ლევან სეთურიძესთან ერთად ჩავა. როგორც ჩანს, მოთამაშის საკითხი ამ შეკრების შემდეგ გადაწყდება. თუმცა საინტერესო უნდა იყოს Transfermarkt-ის მიერ გავრცელებული ცნობა, რომლის თანახმადაც, მოთამაშე „ნიუკასლის“ 21-წლამდელთა გუნდის წევრია და „დინამოში“ იჯარით სარეზერვო გუნდიდან ჩაირიცხა.გერმანული ვებგვერდის ცნობით, 2024 წელს ინგლისის პრემიერლიგის გუნდმა „დინამო თბილისისგან“ ვახტანგ სალიას ტრანსფერი 800 ათას ევროდ გამოისყიდა, თუმცა ქართველი თავდამსხმელი ჯერ მხოლოდ 17 წლის იყო და ბრიტანეთში სამუშაო ვიზას ვერ მიიღებდა.სალია 18 წლის 30 აგვისტოს გახდება და რადგან უკვე სრულწლოვანი იქნება, დიდ ბრიტანეთში სამუშაო ვიზასაც მიიღებს.პირველი არხი

სპორტი 1755253735

bog
საქართველოს ბანკმა მასწავლებლების ისტორიები კომიქსში გააცოცხლა

მასწავლებლების დაფასებისა და აღნიშნული პროფესიის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს ბანკმა ლიმიტირებული კომიქსის სერია შექმნა.ინიციატივა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის ინსპირაციით განხორციელდა, რომლის მთავარი მხარდამჭერიც წელს საქართველოს ბანკია.კომიქსები იმ ადამიანების მოგონებებსა და წერილებზე დაყრდნობით შეიქმნა, რომლებმაც სამახსოვრო წარწერები საქართველოს ბანკის მიერ ისთ ფოინთში განთავსებულ სპეციალურ  დაფაზე დატოვეს და mastsavlebeli.bog.ge-ს ვებგვერდზე გამოგზავნეს. პატარ-პატარა ილუსტრირებული ისტორიები ადამიანების დაუვიწყარ მოგონებებს, ემოციებს, საინტერესო და სახალისო მომენტებს აცოცხლებენ.კომიქსის პერსონაჟი - „სუპერმასი“ თამაშობანასთან თანამშრომლობით შეიქმნა. ის საკუთარ თავში საქართველოს მასშტაბით საუკეთესო მასწავლებლების თვისებებს აერთიანებს. თითოეული თვისება კი თითო ამბად არის მოთხრობილი.კამპანიაზე კრეატიული სააგენტო Supermarket-ი მუშაობდა.„გვჯერა, რომ ლაღი ბავშვობის შექმნაში მასწავლებლებს უდიდესი როლი აქვთ. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკთან ერთად, თამაშობანამ შექმნა საქართველოს მასშტაბით საუკეთესო მასწავლებლების თვისებებით გაერთიანებული პერსონაჟი - „სუპერმასი“. „სუპერმასის“ თითოეული თვისება გადაიქცა თითო ამბად, რომლებშიც მოთხრობილია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სხვა ადამიანების შესაძლებლობების რწმენა, დახმარების აღმოჩენა, შეუპოვრობა, ცნობისმოყვარეობის გაღვივება და სხვა. ამ კომიქსით პირველ რიგში გვსურს, ჩვენი პატივისცემა გამოვხატოთ პროფესიის მიმართ და ინსპირაცია მივცეთ ახალგაზრდებს, რომლებიც აპირებენ მასწავლებლობას”, - აღნიშნავს თათია რევაზიშვილი, თამაშობანას დირექტორი.“მიზნად დავისახეთ შეგვექმნა სიმბოლო, რომელიც მასწავლებლებს თავს დაფასებულად აგრძნობინებდა. მოსწავლეებს და არამხოლოდ მათ, ვთხოვეთ, ონლაინ და ქუჩაში განთავსებულ დაფებზე ერთი წინადადებით დაეწერათ მათთვის საუკეთესო მასწავლებელზე. ეს ჩანაწერები გადავამუშავეთ, გამოვყავით განმეორებადი თვისებები და ამის მიხედვით შევქმენით ერთი პერსონაჟი – წიგნის გმირი, რომელიც აერთიანებს ათასობით საუკეთესო მასწავლებლის თვისებებსა და პრაქტიკას. თითოეული თვისების მიხედვით დაიწერა პატარა ამბავი კომიქსის სახით”, - აღნიშნავს ეკა ყიფიანი, კრეატიული სააგენტო Supermarket-ის თანადამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი.„საქართველოს ბანკი წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მთავარი მხარდამჭერია. ჩვენი მიზანი უცვლელია, შევქმნათ მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის, ახალგაზრდა პროფესიონალებისა და მასწავლებლებისთვის განვითარების ახალი შესაძლებლობები და ხელი შევუწყოთ მათი პოტენციალის გამოვლენას. გვჯერა, რომ ამ პროცესში პედაგოგები გადამწყვეტ როლს თამაშობენ. სწორედ ამიტომ, მასწავლებლების პროფესიის დაფასებისთვის და მათი როლის გადააზრებისთვის, გადავწყვიტეთ შეგვექმნა კამპანია, რომელიც კიდევ უფრო ნათლად დაგვანახებდა მათ მნიშვნელობას ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ასე დავიწყეთ მასწავლებლების შესახებ მოგონებებისა და საინტერესო ისტორიების შეგროვება, რომლებიც ახლა ჩვენ მიერ გამოცემულ კომიქსებში გაცოცხლდა. გვინდა, ჩვენი ინიციატივა იქცეს მოწოდებად მასწავლებლებისთვის, რომ არ გაჩერდნენ და ახსოვდეთ, რომ მათი პროფესია ძალიან ღირებულია“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების (CSR) ხელმძღვანელი.ინფორმაციისთვის, კომიქსები ლიმიტირებული რაოდენობით გამოიცემა და თამაშობანას სივრცეში იქნება ხელმისაწვდომი. 

ბიზნესი 1755251852

საბავშვო plus
შეთავაზებები საბავშვო მაღაზიებსა და ობიექტებში საქართველოს ბანკის PLUS და AmEx ბარათების მფლობელებისთვის

საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი შეთავაზებების შექმნას განაგრძობს. ამჯერად, PLUS და საკრედიტო AmEx ბარათის მფლობელებს შესაძლებლობა ექნებათ, საბავშვო მაღაზიებსა და გასართობ სივრცეებში უფრო მეტი PLUS და MR ქულა დააგროვონ. PLUS ბარათის მფლობელები 10-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებენ შემდეგ ობიექტებში: Zootopia-ში, კონტაქტური ზოოპარკში, თბილისსა და ბათუმში. შეთავაზება მოქმედებს 1-ელი აგვისტოდან 30 სექტემბრის ჩათვლით; Kiwos Toys სათამაშოების მაღაზიაა მრავალფეროვანი ასორტიმენტით. შეთავაზება მოქმედებს 30 სექტემბრამდე როგორც ფიზიკური, ასევე ციფრული ბარათით გადახდისას; Magic City მულტიფუნქციური ცენტრია 50-ზე მეტი ატრაქციონით, ვიდეო და სიმულაციური თამაშებით, ინტერაქციული გასართობი ზონით. შეთავაზება 30 სექტემბრამდე მოქმედებს; Pupazzo Toy-ის ეკომეგობრულ, პრემიუმ სათამაშოების მაღაზიაში PLUS ქულების შეთავაზება 30 სექტემბრამდე მოქმედებს; Bicocca Baby Boutique  საბავშვო ტანსაცმლისა და აქსესუარების ელეგანტურ კოლექციებს აერთიანებს. შეთავაზება 30 სექტემბრამდე მოქმედებს; Carter’s  ამერიკული ბრენდია, რომელიც სპეციალიზებულია ბავშვთა ტანსაცმელსა და აქსესუარებზე. შეთავაზება აქტიურია 31 აგვისტოს ჩათვლით; Sokko საბავშვო ტანსაცმლისა და აქსესუარების ქართული ბრენდია. შეთავაზება 30 სექტემბრამდე მოქმედებს; LitKid  საბავშვო ლიტერატურის ციფრული პლატფორმაა. შეთავაზება 30 სექტემბრამდეა აქტიური; Orgservice სასკოლო, საბავშვო და სამხატვრო ნივთების ფართო ასორტიმენტს აერთიანებს.შეთავაზება 31 აგვისტოს ჩათვლით იმოქმედებს; Mima Kids  ესპანური პრემიუმ ბრენდია, რომელიც ელეგანტურ დიზაინსა და ინოვაციურ ფუნქციონალს აერთიანებს. მაღაზიაში PLUS ქულების შეთავაზება 30 სექტემბრამდე მოქმედებს. გარდა ამისა, kubiki.ge-ში LEGO-ს ექსკლუზიურ კოლექციაზე 23-ჯერ მეტი PLUS ქულის დაგროვებაა შესაძლებელი.ნახეთ PLUS ბარათის საბავშვო შეთავაზებების დეტალები საქართველოს ბანკის ვებგვერდზე.AmEx-ის საკრედიტო ბარათის მფლობელები კი 5-ჯერ მეტ MR ქულას დააგროვებენ შემდეგ ობიექტებში: Zootopia; Kiwos Toys; Magic City; Pupazzo Toy; Bicocca Baby Boutique; Babystep; Carter’s; Mima Kids; Sokko; Orgservice. აღნიშნულ ობიექტებში შეთავაზებები AmEx ბარათის მფლობელებისთვის 30 სექტემბრამდე მოქმედებს. გაეცანით შეთავაზებების დეტალებს საქართველოს ბანკის ვებგვერდზე.მოემზადეთ სასკოლო სეზონისთვის, შეუკვეთეთ PLUS ბარათი ონლაინ – პლასტიკურ ბარათს ფილიალში მიიღებთ, ხოლო ციფრული ბარათის აქტივაციას მობილბანკში რამდენიმე წამში შეძლებთ. AmEx ბარათის შეკვეთაც როგორც ონლაინ ასევე ფილიალიდან არის შესაძლებელი. 

ბიზნესი 1755248344

შინაური ცხოველები
ფრინველის იმპორტი და ექსპორტი შემცირდა, ღორის გაიზარდა - საქსტატი

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის II კვარტლის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 2.0%-ით შემცირდა და 870.5 ათასი სული შეადგინა. სტატისტიკის მიხედვით, წინა წლის იგივე პერიოდში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა 888.5 ათასი იყო.ამავე მონაცემების მიხედვით, წელს, II კვარტლის ბოლოსათვის, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 398.8 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისი მაჩვენებელს 4.8%-ით ჩამორჩება.რაც შეეხება ღორის რაოდენობას, საანგარიშო პერიოდში 175.6 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 12.5%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. 2024 წლის II კვარტლის ბოლოსათვის ღორების რაოდენობა 200.7 ათასი ერთეული იყო. ხოლო ფრინველი, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 6.6%-ით გაიზარდა და 11.1 მილიონი ფრთა შეადგინა. 2024 წლის საანგარიშო პერიოდში 10.4 მლნ ფრთა იყო.სტატისტიკის მიხევდით, 2025 წლის II კვარტლის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტმა 21.3 ათასი სული შეადგინა, წინა წლის იგივე პერიოდში 22.0 ათასი, შესაბამისად, კლება 3.1%-ია; წელს ღორის ექსპორტმა 300 ერთეული, წინა წელს საერთოდ არ განხორციელებულა, ხოლო ფრინველის - 1.510 მლნ ფრთა, 2024 წლის იგივე პერიოდში 3.048 მლნ ერთეული, კლება 50%.რაც შეეხება იმპორტს, სტატისტიკის მიხედვით, 2025 წლის II კვარტლის ბოლოსთვის, ქვეყანაში 2.3 ათასი, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი შემოვიდა, წინა წლის იგივე პერიოდში 4.9 ათასი ერთეული (კლება 53%); წელს საანგარიშო პერიოდში ღორის იმპორტმა 40.9 ათასი ერთეული შეადგინა, წინა წლის იგივე პერიოდში - 38.3 ათასი (ზრდა 6.7%); ამასთან, წელს საქართველოში 1.877 მლნ ფრთა ქათმის იმპორტი განხორციელდა, წინა წლის II კვარტლის ბოლოს 2.304 მლნ ერთეული (კლება 18.5%).

საზოგადოება 1755246297