1792822020
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ქ. რუსთავის წყალმომარაგების სისტემების კანონმდებლობით გათვალისწინებულ ტექნიკურ და უსაფრთხოების ნორმებთან შეუსაბამობის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 75 ათასი ლარით დააჯარიმა.კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ დაევალა 2027 წლის პირველ ივლისამდე უზრუნველყოს სახელმწიფო, მუნიციპალურ და კერძო სამსახურებთან შეთანხმებით, ქ. რუსთავის წყალმომარაგების სისტემის სათავე ნაგებობებსა და სატუმბ სადგურებზე წყალმომარაგების საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო საშუალებების, ასევე კომპანიის კუთვნილი ელექტრომეურნეობის მდგომარეობის ტექნიკურ რეგლამენტებთან/სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა.გარდა ამისა, არაუგვიანეს 2026 წლის 31 დეკემბრისა, კომპანიამ, ყველა საჭირო სახელმწიფო, მუნიციპალურ და კერძო სამსახურებთან შეთანხმებით, უნდა უზრუნველყოს მდინარე მტკვარზე არსებული აკვედუკი 5-ის საქართველოში მოქმედ ტექნიკურ სტანდარტებთან, სამშენებლო ნორმებთან და წესებთან შესაბამისობაში მოყვანა.შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ დაევალა სამუშაოების დასრულების შემდგომ სემეკში წარადგინოს აკრედიტებული ორგანოს მიერ მომზადებული, საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებსა და სტანდარტებთან წყალმომარაგების სისტემის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
1792126852
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, ყოველწლიურად მომხმარებლებისთვის მილიონ ლარზე მეტი კომპენსაციის სახით გაიცემა, რომელსაც კომუნალური კომპანიები მომხმარებლებს უხდიან.როგორც დავით ნარმანიამ „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში განაცხადა, დღეს მომხმარებლებმა უკვე კარგად იციან თავიანთი უფლებები და, როდესაც ისინი მარეგულირებელ კომისიას მიმართავენ, სემეკი ყველა საკითხს ინდივიდუალურად სწავლობს და შემდეგ კომპენსაციას არიცხავს.„ავტომატურ რეჟიმშიც ხდება კომპენსაციების დარიცხვა, ხელით ჩარევა არ არის სავალდებულო. როცა სემეკის მიერ დადგენილ ვადებში შესაბამის მომსახურებას კომუნალური კომპანია ვერ უწევს, ან ახალ მომხმარებელს ქსელზე არ აერთებს, დაარღვია ვადა და ამას ჰქონდა სუბიექტური საფუძველი, ან დაპროექტებასა და პროექტირებას ბევრი დრო მოანდომა, ასეთ შემთხვევაში, ჩვენი კომპიუტერული სისტემა ავტომატურად არიცხავს მომხმარებლებს კომპენსაციას. როგორც წესი, ბოლო წლების განმავლობაში, ყოველწლიურად მილიონ ლარზე მეტია კომპენსაციის სახით მომხმარებლებისთვის გადახდილი თანხა, რომელსაც კომუნალური კომპანიები მომხმარებლებს უხდიან“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.მან აღნიშნა, რომ ენერგეტიკის თვითკმარობის უზრუნველყოფას სამი მნიშვნელოვანი რამ სჭირდება: ენერგიის წყაროები, საინვესტიციო რესურსები და კარგი ადმინისტრირების სისტემა.„ენერგიის წყაროები გვაქვს, როგორც ჰიდრო, ასევე ქარისა და მზის სახით. გვაქვს კარგად გამართული ადმინისტრაციული და მარეგულირებელი მექანიზმები. ამიტომ გვჭირდება ინვესტიცია ენერგეტიკაში.წლიდან წლამდე საკმაოდ მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტები ხორციელდება, გარდა უმნიშვნელო შეფერხებისა, რაც ამ თვალსაზრისით სხვადასხვა საზოგადოებრივი პროტესტიდან გამომდინარე იყო. დაინტერესება მუდმივად ჩანს.ჩემი ვარაუდით, მომავალში საინვესტიციო ნაკადები გაიზრდება, იმიტომ, რომ მომავალში ენერგიაზე მოთხოვნაც არსებობს“, - განაცხადა ნარმანიამ.გარდა ამისა, დავით ნარმანიამ აღნიშნა, რომ განახლებადი რესურსების წილი ბოლო წლების განმავლობაში იზრდება.„არაგანახლებადი რაც გვაქვს, ეს არის თბოსადგურები. შესაბამისად, თბოსადგურების რაოდენობა და მათი დადგმული სიმძლავრე არ გაზრდილა. მეორე მხრივ, იზრდება ახალი ჰიდროსადგურების, ქარისა და მზის სადგურების რაოდენობა. აქედან გამომდინარე, განახლებადების წილი ჯამურ ენერგეტიკულ მიქსში იზრდება.მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ „ხობი 2“-ის ჰიდროსადგურზე გავეცით წარმოების ლიცენზია, ასევე - „მტკვარი ჰესზე“. რამდენიმე თვის წინ კასპის მუნიციპალიტეტში ქარის მცირე სადგურზე გავეცით ლიცენზია. ახლა ექსპლუატაციაში შევიდა და ჩვენთან წარმოდგენილია შესაბამისი სალიცენზიო განაცხადი ძალიან მსხვილ, 200 მგვტ-ზე მეტი სიმძლავრის ქარის სადგურზე, რაც ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული სისტემისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.ასევე, როგორც დღეს პრემიერმა ისაუბრა, სხვა რამდენიმე სადგურიც შევა წლის ბოლომდე ექსპლუატაციაში. ამიტომ, როცა ჩვენ წელს შევაჯამებთ, ვნახავთ, რომ წინა წლებთან შედარებით გაცილებით უფრო მაღალი იქნება საინვესტიციო აქტივობები.მარნეულის მუნიციპალიტეტში სრულდება მზის კომერციული სადგურები. ადრე უფრო საკუთარი მოხმარების სადგურები ვითარდებოდა, ახლა კი უფრო ინდუსტრიული მზის სადგურები შემოვა ჩვენს ენერგეტიკულ სისტემაში“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.ამასთან, მან განმარტა, თუ რატომ გადავადდა ენერგეტიკული ბაზრის გახსნა.„დეფიციტური ბაზრის პირობებში ფასი არის მაღალი. დღეს ჩვენ დეფიციტური ენერგობაზარი გვაქვს. წლიური მოხმარება ჩვენთან გაცილებით მეტია, ვიდრე ადგილობრივი წარმოება. ამიტომ იმპორტდამოკიდებულები ვართ - ან გაზი უნდა შემოვიტანოთ და თბოსადგურებზე დავამუშაოთ, მივიღოთ ენერგია, ან პირდაპირ ელექტროენერგიის იმპორტი უნდა განვახორციელოთ დეფიციტურ თვეებში.აქედან გამომდინარე, როცა მოთხოვნა მიწოდებას აღემატება, ეს ფასზე მოქმედებს. ამიტომ ბაზრის გახსნა უპრიანია მაშინ, როცა ჭარბი ადგილობრივი წარმოება გვექნება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.წყარო: "ბიზნესპარტნიორი"
1791533502
„მკაცრი რეაგირება იქნება,“ - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სადაც საუბარია, GWP-ს მიერ აბონენტებისთვიოს მაღალი დარიცხვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე.კომისიის ცნობით, სემეკ-მა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ აბონენტებზე მასობრივად განხორციელებული მაღალი დარიცხვების შესწავლა დაიწყო.„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ბოლო დღეების განმავლობაში შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ აბონენტებზე მასობრივად განხორციელებული მაღალი დარიცხვების შესწავლა დაიწყო.მოქალაქეთა მომართვების საფუძველზე კომისიაში მიმდინარეობს აღნიშნული საკითხების ინდივიდუალურად მოკვლევა.თუ შესწავლის შედეგად დადასტურდება, რომ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ ქსელზე მიერთების საფასურის დარიცხვა განხორციელდა უკვე მოქმედ აბონენტებზე, რაც არ შეესაბამება სემეკის რეგულაციებსა და წესებს, მომხმარებლებს აღნიშნული დარიცხვები ჩამოეწერებათ. (გარდა სასმელი წყლისა და წყალარინების ქსელებზე თვითნებური მიერთებების შემთხვევებისა).კომისია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თუ შესწავლის შედეგად დადასტურდება აბონენტებზე მასობრივად უსაფუძვლო დარიცხვების განხორციელება, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიმართ გამოყენებული იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული მკაცრი რეაგირების მექანიზმები.აღნიშნული არ შეეხება იმ აბონენტებს, რომლებიც არ იხდიან მომსახურების საფასურს და არღვევენ კანონმდებლობით გათვალისწინებულ წესებს,“ - აღნიშნულია სემეკ-ის განცხადებაში.
1788850681
მარტვილის მუნიციპალიტეტის საიმედო და სტაბილური ენერგომომარაგების უზრუნველყოფის მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ მაღალი ძაბვის, 110-კილოვოლტიან ახალ ელექტროგადამცემ ხაზს „მარტვილი“ აშენებს.ახალი ელექტროგადამცემი ხაზი მარტვილის მუნიციპალიტეტის ელექტროენერგიით მომარაგების ძირითადი წყარო გახდება და ამავდროულად, აბაშისა და სენაკის მუნიციპალიტეტების აბონენტებისთვის ალტერნატიულ ელექტრომომარაგების წყაროს წარმოადგენს.ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას კომპანიის კონტაქტორი კომპანია ახორციელებს, მისი დასრულება მაქსიმუმ 10 დღეში იგეგმება.„იმის გათვალისწინებით, რომ ახალი ელექტროგადამცემი ხაზი უმნიშვნელოვანესია როგორც მარტვილის მუნიციპალიტეტისთვის, ისე მიმდებარე რაიონებისთვის, სამუშაოები ზაფხულის სეზონზეც ინტენსიურად მიმდინარეობს. ხაზის მშენებლობა რამდენიმე თვით ადრეც დასრულდებოდა. თუმცა, ლოკალური რამდენიმე პრობლემის გამო, სამწუხაროდ მუშაობა სეზონის პიკზე გვიწევს. უსაფრთხოების მიზნით კი დღის განმავლობაში, რამდენიმე საათით, ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა ხდება” - განაცხადა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ გრიგოლ მამისეიშვილმაახალი ელექტროგადამცემი ხაზის ამოქმედება მნიშვნელოვნად გაზრდის მარტვილის მუნიციპალიტეტის ენერგომომარაგების საიმედოობას, გააუმჯობესებს ქსელის მდგრადობას და შექმნის ელექტროენერგიის მიწოდების დამატებით შესაძლებლობას მიმდებარე მუნიციპალიტეტებისთვის.ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
1786607765
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ქვეყანაში 5 აგვისტოს დაფიქსირებული ელექტროენერგიის სისტემური გათიშვის მიზეზს განმარტავს.უწყების ინფორმაციით, 24–25 ივლისს მომხდარი სასისტემო ავარიების შემდეგ, ენგურჰესზე შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობდა. კერძოდ, სადგურის მოწყობილობების შესწავლის მიზნით საჭირო გახდა ელექტროსისტემის იზოლირებულ რეჟიმში, ნომინალურისგან განსხვავებულ სიხშირეებზე მუშაობა, რამაც ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის დროებითი გათიშვა გამოიწვია.სახელმწიფო ელექტროსისტემის განცხადებით, ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის მიზნით მყისიერად განხორციელდა ყველა აუცილებელი ღონისძიება. ამ ეტაპზე ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ უკვე აღდგენილია, ხოლო უახლოეს პერიოდში ქვეყნის მასშტაბით სრულად აღდგება.5 აგვისტოს საქართველოში ელექტროენერგია სისტემურად გაითიშა. ეს 24–25 ივლისის შემდეგ მსგავსი მასშტაბის უკვე მესამე შემთხვევაა.შეგახსენებთ, 24 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება ავარიულად შეწყდა, ხოლო შეფერხებები 25 ივლისსაც დაფიქსირდა. მომხდართან დაკავშირებით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) ადმინისტრაციულ მოკვლევას აწარმოებს, ხოლო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო.სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველადი შეფასებით, 24 ივლისს საქართველოს ენერგოსისტემა პარალელურ რეჟიმში მუშაობდა აზერბაიჯანის ენერგოსისტემასთან, თუმცა დაახლოებით 00:10 საათზე ორი ენერგოსისტემა გაიმიჯნა, რის შედეგადაც საქართველოს ენერგოსისტემა იზოლირებულ რეჟიმში გადავიდა. კომისიის ინფორმაციით, ამას სიხშირისა და ძაბვის ვარდნა, კასკადური გამორთვები და საბოლოოდ ენერგოსისტემის სრული ჩაქრობა მოჰყვა.
1786001924
რამდენიმე თვის კომუნალური გადასახადის ერთიანად დარიცხვის შემთხვევაში მომხმარებელს თანხის განწილვადების მოთხოვნის უფლება აქვს. რა შემთხვევაში ვრცელდება ეს შესაძლებლობა ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყლის გადასახადზე, ამის შესახებ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ ენერგოომბუდსმენმა ნინო გულეიშვილმა ისაუბრა.„დენის ნაწილში ასეთი შემთხვევები არ გვაქვს, იმიტომ რომ, ტარიფში დიდ სხვაობას გვაძლევს. ერთჯერადი შემთხვევა შესაძლოა, გვქონდეს მხოლოდ ისეთ შემთხვევაში, თუ მაგალითად დიდთოვლობის გამო კომპანიის წარმომადგენელი მრიცხველამდე ვერ მივიდა. ასეთ შემთხვევაში არსებობს წესი, თუ როგორ უნდა მოხდეს თანხის გადაანგარიშება. წელს ზამთარში ასეთი შემთხვევები გვქონდა.წყლის შემთხვევაში შესაძლოა, ორი-სამი თვის გადასახადი დიდი თანხა არ იყოს და მომხმარებელმა ერთბაშად შეძლოს გადახდა, მაგრამ მომხმარებლებს აქვთ უფლება, რომ განწილვადება გააკეთონ და ამას ითვალისწინებს წესებიც.BPNბუნებრივი გაზის შემთხვევაში მსგავს დროს საკმაოდ დიდ თანხაზე შეიძლება იყოს საუბარი. ამიტომ, უპირობო განწილვადება ხდება, თუ სხვა რაიმე დამაბრკოლებელი გარემოება არ გვაქვს, სადაც მომხმარებელს შესაძლოა ჰქონდეს ეჭვი, რომ მეტი გადასახადი დაერიცხა. ეს უკვე ცალკე კვლევის თემაა“, - განაცხადა ნინო გულეიშვილმა.
1785479423
გლობალურ ბაზარზე საწვავის ფასები მუდმივად განიცდის ცვლილებას, რასაც სხვადასხვა ეკონომიკური, გეოპოლიტიკური და შიდასახელმწიფოებრივი ფაქტორი განაპირობებს. პლატფორმა GlobalPetrolPrices-ის 2026 წლის 22-28 ივნისის კვირის მონაცემებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ბენზინისა და დიზელის ღირებულება მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან.GlobalPetrolPrices საავტომობილო საწვავის, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის საცალო ფასებს 150-ზე მეტ ქვეყანაში აკვირდება და ინფორმაციას ყოველკვირეულად აახლებს.სად არის ყველაზე ძვირი და იაფი ბენზინი?მსოფლიოში 95 ოქტანის ბენზინის საშუალო ფასი ლიტრზე 1.48 აშშ დოლარია.როგორც წესი, ბენზინის ფასი ყველაზე მაღალია იმ ქვეყნებში, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი გადასახადებითა და ნავთობპროდუქტების იმპორტზე დამოკიდებულებით.უახლესი რეიტინგის მიხედვით, ყველაზე ძვირი ბენზინის მქონე ქვეყნების სათავეშია ჰონგ-კონგი, სადაც ერთი ლიტრი საწვავის საშუალო ფასი $4-ს შეადგენს.რაც შეეხება ყველაზე ხელმისაწვდომ ბენზინს, რეიტინგის თავში ტრადიციულად ნავთობის მსხვილი მწარმოებელი და ექსპორტიორი ქვეყნები გვხვდებიან. ამ მხრივ მსოფლიოში ყველაზე დაბალი ფასი ფიქსირდება ლიბიაში, სადაც ლიტრი ბენზინი მხოლოდ $0.02 ღირს. ყველაზე იაფი ბენზინის მქონე ქვეყნების სიაში ასევე შედიან ირანი და ვენესუელა.დიზელის ფასები მსოფლიოშიმსოფლიოში დიზელის საშუალო ფასი ლიტრზე 1.50 აშშ დოლარია.დიზელის საწვავზე ფასების დინამიკა ხშირად განსხვავდება ბენზინისგან, რადგან დიზელი მჭიდროდ არის დაკავშირებული სამრეწველო სექტორთან, ტრანსპორტირებასა და სატვირთო გადაზიდვებთან.მიმდინარე კვირის მონაცემებით, დიზელი ყველაზე ძვირი კვლავ ჰონგ-კონგში ღირს, სადაც მისი ფასი ლიტრზე $4.5-ს აღწევს. მაღალი ტარიფებით ასევე გამოირჩევიან მალავი და სინგაპური.საპირისპიროდ, ყველაზე იაფად დიზელის შეძენა შესაძლებელია ვენესუელაში, სადაც ლიტრის ღირებულება $0.004-ია. დაბალი ფასების რეიტინგში წამყვან პოზიციებზე არიან ასევე ირანი და ლიბია.GlobalPetrolPrices-ის სპეციალისტების განმარტებით, სხვადასხვა ქვეყანაში საწვავის ფასებს შორის არსებული განსხვავებები ძირითადად ორი ფაქტორით - გადასახადებითა და სუბსიდიებით აიხსნება. ნავთობის საერთაშორისო ფასი ყველა ქვეყნისთვის მეტ-ნაკლებად იდენტურია, თუმცა საბოლოო საცალო ღირებულება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოცულობის აქციზსა და დამატებული ღირებულების გადასახადს (დღგ) აწესებს კონკრეტული სახელმწიფო, ან პირიქით - რამდენად ახდენს იგი საწვავის სუბსიდირებას შიდა ბაზრის სტაბილურობის შესანარჩუნებლად.სად არის საქართველო?GlobalPetrolPrices-ის მიხედვით, საქართველოში ლიტრი ბენზინის ღირებულება საშუალოდ $1.4-ია (≈₾3.7), დიზელის კი - $1.5 (≈₾4).წყარო BMG
1782887881
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) „თელასი“ სალიცენზიო პირობებისა და სემეკის სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დარღვევის გამო, 75 ათასი ლარით დააჯარიმა.სემეკის ინფორმაციით, ჯარიმის საფუძველია „თელასის“ მიერ მაღალი ძაბვის საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზისა და სატრანსფორმატორო ქვესადგურის მოწყობისას უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის ნორმების დარღვევა.
1778823684
„სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ელექტროენერგიის სუბსიდირების თანხა იზრდება. ცვლილების მიზანია, ახალი ტარიფის განსაზღვრის შემდეგ, ელექტროენერგიის გადასახადი მათთვის უცვლელი დარჩეს“ – ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.„მთავრობის დადგენილებით - ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ზე ნაკლებია, დამატებით - 5 თეთრი დაუსუბსიდირდებათ. ჯამში ისინი, დახმარების სახით, მიიღებენ 2020 წლის დეკემბერსა და 2015 წლის ივლისში არსებული სამომხმარებლო ტარიფს შორის სხვაობას დამატებულ 1 კვტ-სთ-ზე 8.5 თეთრს - ამ დრომდე ეს მაჩვენებელი 1კვტ-სთ-ზე 3.5 თეთრს შეადგენდა.ის ოჯახები კი, რომელთა სარეიტინგო ქულა მეტია 70 000-ზე და ნაკლებია ან ტოლია 150 000-ისა, 200 კვტ-სთ-ის ელექტროენერგიას 1 კვტ-სთ-ზე 8.5 თეთრის ოდენობით სუბსიდიას მიიღებენ - ამ დრომდე ეს მაჩვენებელი კვტ-სთ-ზე 3.5 თეთრს შეადგენდა.სიახლე თბილისის მუნიციპალიტეტის გარდა მთელი ქვეყნის მასშტაბით მცხოვრებ ბენეფიციარებს შეეხებათ.რაც შეეხება მრავალშვილიან ოჯახებს, ელექტროენერგიის ახალი ტარიფის შესაბამისად, დამატებით - 10 ლარის სუბსიდიას მიიღებენ. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ამ სტატუსის მქონე ოჯახები, სოციალური შეღავათის სახით, ელექტროენერგიის გადასახადისთვის 20 ლარის ნაცვლად 30 ლარს მიიღებენ. ამას ემატება 10-ლარიანი სუბსიდია ყოველ მომდევნო შვილზე.ცვლილება უკვე ამოქმედდა - მთავრობის გადაწყვეტილება ძალაში პირველი აპრილიდან შევიდა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
1778052512
„ტარიფების გაზრდის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გაიზრდება სუბსიდიის მოცულობა, რომელსაც მომხმარებლები მიიღებენ“, - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა.შეგახსენებთ, სემეკ-ის დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, თბილისსა და რეგიონებში ელექტრო ენერგიის სამომხმარებლო ტარიფები 5 თეთრით გაძვირდა.როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის შესაბამისი წესის მიხედვით განსაზღვრული სუბსიდირების მოცულობა გაიზრდება.„რაც შეეხება თავად მოსახლეობის სუბსიდირების ნაწილს, ამაზე განცხადებას მთავრობა გააკეთებს. თუმცა, რამდენიმე წელია, მთავრობა ასუბსიდირებს მოწყვლად მომხმარებლებს. ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 ათასზე ნაკლებია, მთავრობა ეხმარება ელექტროენერგიის გადასახადის გადახდაში.ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ტარიფის გაზრდის პირობებშიც, კომუნალური სუბსიდირება მთავრობის მხრიდან გაგრძელდება.კატეგორიები, ვისაც ეძლევა სუბსიდია, მთავრობის შესაბამის გადაწყვეტილებაში არის მოცემული. აღნიშნული გადაწყვეტილებით ხდება კომუნალური სუბსიდიის გაცემა მოსახლეობაზე. უბრალოდ, ტარიფის გაზრდის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გაიზრდება სუბსიდიის მოცულობა, რომელსაც მიიღებენ მომხმარებლები“, - აცხადებს დავით ნარმანია.ინფორმაციისთვის, თბილისში მცხოვრები ის აბონენტები, რომლებიც ყოველთვიურად 0-დან 101 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარდნენ და აქამდე ერთ კილოვატში 15.041 თეთრს იხდიდნენ, 1-ელი აპრილიდან კილოვატში 20.041 თეთრს გადაიხდიან. 101-301 კილოვატ საათის ჩათვლით მომხმარებლებისთვის ტარიფი 19.053 თეთრიდან 25.053 თეთრამდე მოიმატებს, ხოლო 301 კილოვატზე მეტი ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის ტარიფი 23.537 თეთრიდან 28.537 თეთრამდე იზრდება.რეგიონში მცხოვრები აბონენტებისთვის, რომლებიც 0-დან 101 კილოვატამდე ელექტრო ენერგიას მოიხმარდნენ, ტარიფი 14.731 თეთრიდან 19.731 თეთრამდე გაიზრდება. 101-301 კილოვატ საათის ჩათვლით მომხმარებლებისთვის ტარიფი 18.708 თეთრიდან 23.707 თეთრამდე მოიმატებს, ხოლო 301 კილოვატზე მეტი ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის ტარიფი 23.227 თეთრიდან 28.227 თეთრამდე იზრდება.შეგახსენებთ, რომ მთავრობა სოციალურად დაუცველ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 150 ათასამდეა, ელექტროენერგიის გადასახადს უსუბსიდირებს. მიმდინარე წლის იანვარში მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიის გადასახადის სუბსიდირება თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის 6 თვის განმავლობაში, სხვა ყველა შემთხვევაში კი მთელი წლის განმავლობაში გრძელდება.
1774937474
დედაქალაქისთვის ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი 5 თეთრით იზრდება. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ სხდომაზე ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.უფრო კონკრეტულად, თუ აქამდე თბილისში მცხოვრები აბონენტები ყოველთვიურად 0-იდან 101 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარდნენ და ერთ კილოვატში 15,041 თეთრს იხდიდნენ, 1-ელი აპრილიდან ტარიფი 20,041 თეთრამდე გაეზრდებათ. 101-301 კილოვატ საათის ჩათვლით მომხმარებლებისთვის ტარიფი 19.053 თეთრიდან 24,053 თეთრამდე მოიმატებს, ხოლო, 301 კილოვატზე მეტი ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის ტარიფი 23.537 თეთრიდან 28,537 თეთრამდე გაიზრდება.www.interpressnews.ge
1774861852
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „თელასი“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 56 200 ლარით დააჯარიმა. დაჯარიმების მიზეზს წარმოადგენს კომპანიის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევა.მომხმარებელთა განცხადებების საფუძველზე სემეკში წარმოებული მოკვლევის შედეგად დადასტურდა, რომ სს „თელასის“ მხრიდან ადგილი ჰქონდა კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების უხეშ დარღვევებს. კერძოდ, რიგ შემთხვევებში უგულებელყოფილი იყო უსაფრთხოების ნორმები, არაჯეროვნად სრულდებოდა კომპანიის ფუნქცია-მოვალეობები. ასევე, სს „თელასის“ მიერ უგულებელყოფილი იყო სემეკის მოთხოვნები.საჯარო სხდომაზე სს „თელასს“ დაევალა დაფიქსირებული დარღვევების გამოსწორება. ამასთანავე, მიეცა გაფრთხილება, რომ დარღვევების განმეორების შემთხვევაში სემეკი უფლებამოსილია კომპანიას დააკისროს გაორმაგებული ჯარიმა.
1758887789



