1715083062
საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს აქტიური სესხი უფიქსირდება - 300 ათას ადამიანს კრედიტის გადახდა უჭირს
რა არის და რისგან შედგება თქვენი საკრედიტო ისტორია და როგორ უნდა მართოთ ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა, სამომავლოდ ბანკებთან ურთიერთობისას მათ გადაწყვეტილებაზე აისახოს, ამის შესახებ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ „კრედიტინფო საქართველოს“ ბიზნეს ანალიტიკოსმა, მირიან ჯობავამ ისაუბრა.
მირიან ჯობავა: საკრედიტო ისტორია არის თქვენი საკრედიტო გადახდების მთლიანი წყობა. თუკი რამე სესხით გისარგებლიათ, ეს ყველაფერი ინახება ჩვენს ბაზაში და ახალი სესხის აღების დროს, საკრედიტო დაწესებულება ამოწმებს თქვენს ისტორიას. ამაში მოიაზრება ინფორმაცია დეტალურად: სად გქონდათ აღებული სესხი, რა ვადით, როგორი გადახდები გქონდათ, 1-დღიანი ვადაგადაცილებაც კი ნეგატიურად ისახება საკრედიტო ქულაზე.
მირიან ჯობავას თქმით, „კრედიტინფოში“ დაახლოებით 3 მლნ ადამიანის ინფორმაცია ინახება.
„ჩვენთან 3 მლნ-მდე ადამიანის ინფორმაციაა, აქედან დაახლოებით 1.9 მლნ-ს აქვს აქტიური სესხი, რაც საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს წარმოადგენს. ჯამური ვალდებულება არის დაახლოებით 44.8 მლრდ ლარი და ამ მოცულობიდან ვადაგადაცილება დაახლოებით 300 ათასამდე ადამიანს უფიქსირდება. მათი ჯამური ვალდებულება კი არის 2,100 მილიარდი, რაც ჯამური ვალდებულების დაახლოებით 6%-ია“.
მირიან ჯობავას თქმით, ვადაგადაცილებების დროსაც ხდება ჯარიმის პატიება ან გრაფიკის აწყობა ისე, რომ გადაცილება აღარ დაფიქსირდეს.
1715588926
საქართველოს ბენზინი 5%-ით გაუძვირდა - რა ღირს საწვავი გასამართ სადგურებზესაქართველოში ბოლო ერთი თვის განმავლობაში საწვავის ღირებულება გაიზარდა. საცალო ქსელში ერთი ლიტრი ბენზინის ფასმა 6-დან 20 თეთრამდე მოიმატა. ღირებულება არ შეცვლილა დიზელზე ან თუ შეიცვალა, აქ ზრდა მინიმალური იყო.ფასის ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი „პლატსის“ გაძვირება გახდა. კერძოდ, აპრილში „პლატსის“ ფასი ტონა ბენზინზე 927 დოლარს შეადგენდა, მაშინ როცა მარტში 881.1 დოლარი ღირდა. რაც შეეხება დიზელს, აპრილში აქ „პლატსის“ ფასი 813.23 დოლარიდან 802.5 დოლარამდე შემცირდა.გთავაზობთ, რა ღირს საწვავი რიგ ბენზინგასამართ სადგურებზე და როგორ შეიცვალა მისი ფასი ბოლო ერთი თვის განმავლობაში: Socar:🔵 ნანო სუპერი - 3.72 ლარი (ერთი თვის წინ 3.63 ლარი)🔵 ნანო პრემიუმი - 3.34 ლარი (ერთი თვის წინ 3.17 ლარი)🔵 ნანო ევრო რეგულარი - 3.15 ლარი (ერთი თვის წინ 2.98 ლარი)🔵 ევრო 5 დიზელი - 3.28 ლარი (ერთი თვის წინ 3.24 ლარი)🔵 ნანო ევრო 5 დიზელი - 3.36 ლარი (ერთი თვის წინ 3.33 ლარი)Wissol:🔵 ეკო სუპერი - 3.75 ლარი (ერთი თვის წინ 3.69 ლარი)🔵 ეკო პრემიუმი - 3.35 ლარი (ერთი თვის წინ 3.24 ლარი)🔵 ევრო რეგულარი - 3.17 ლარი (ერთი თვის წინ 3.04 ლარი)🔵 ევრო დიზელი - 3.34 ლარი (ერთი თვის წინ 3.37 ლარი)🔵 ეკო დიზელი - 3.39 ლარი (ერთი თვის წინ 3.32 ლარი)🔵 დიზელ ენერჯი - 3.29 ლარი (ერთი თვის წინ 3.27 ლარი)Gulf:🔵 G-Force სუპერი - 3.77 ლარი (ერთი თვის წინ 3.73 ლარი)🔵 G-Force პრემიუმი - 3.37 ლარი (ერთი თვის წინ 3.27 ლარი)🔵 G-Force ევრო რეგულარი - 3.27 ლარი (ერთი თვის წინ 3.17 ლარი)🔵 ევრო დიზელი - 3.39 ლარი (ერთი თვის წინ 3.39 ლარი)Rompetrol;🔵 სუპერი - 3.75 ლარი (ერთი თვის წინ 3.69 ლარი)🔵 ევრო პრემიუმი - 3.34 ლარი (ერთი თვის წინ 3.25 ლარი)🔵 ევრო რეგულარი - 3.20 ლარი (ერთი თვის წინ 3.11 ლარი)🔵 ევრო დიზელი - 3.43 ლარი (ერთი თვის წინ 3.39 ლარი)🔵 ევრო დიზელი - 3.33 ლარი (ერთი თვის წინ 3.29 ლარი)Portal-ი:🔵 პრემიუმი - 3.09 ლარი (ერთი თვის წინ 2.95 ლარი)🔵 ევრო რეგულარი - 2.89 ლარი (ერთი თვის წინ 2.75 ლარი)🔵 ევრო დიზელი - 3.44 ლარი (ერთი თვის წინ 3.44 ლარი).
1715583615
მეცნიერი ქალების აღმოჩენები და გამოგონებები, რომლებიც მამაკაცებს მიაწერესისტორიის განმავლობაში ქალებმა მეცნიერებაში უამრავ ტექნოლოგიურ მიღწევებს დაუდეს საფუძველი და კაცობრიობისთვის უმნიშვნელოვანესი აღმოჩენებიც გააკეთეს. თუმცა, ბევრი მათგანი ჩრდილქვეშ დარჩა და მხოლოდ ცოტა ხნის წინ დაიწყეს მათზე საუბარი.წარმოგიდგენთ მეცნიერ ქალებს, რომლებსაც უმნიშვნელოვანესი აღმოჩენები ეკუთვნით:ლიზ მეიტნერი: ბირთვული დაშლა ლიზ მეიტნერმა აღმოაჩინა ურანის ნამდვილი ძალა - კერძოდ ის, რომ ატომის ბირთვები ზოგიერთი რეაქციის დროს იყოფა. სამწუხაროდ, აღმოჩენა მიაკუთვნეს მის ლაბორატორიულ პარტნიორს ოტო ჰანს, რომელმაც 1944 წელს ნობელის პრემია მიიღო ქიმიაში.მარგარეტ ნაიტი: ქაღალდის ჩანთა კვადრატული ფსკერით1868 წელს მარგარეტ ნაიტმა გამოიგონა მანქანა, რომელიც კეცავდა და ქმნიდა ბრტყელ, კვადრატულ ფსკერიან ყავისფერ ქაღალდის ჩანთებს. მაღაზიაში მოდელის შემუშავებისას, კაცმა, სახელად ჩარლზ ანანმა მოიპარა იდეა და დააპატენტა. მოგვიანებით ნაიტმა შეიტანა სარჩელი და მოიპოვა მასზე უფლებები 1871 წელს.ადა ლავლეისი: კომპიუტერული ალგორითმი1800-იანი წლების შუა ხანებში ადა ლავლეისმა დაწერა ინსტრუქციები პირველი კომპიუტერული პროგრამისთვის. თუმცა, როგორც წინა შემთხვევებში, აღიარება ამ შემთხვევაში გამომგონებელ ჩარლზ ბაბიჯს ხვდა წილად.ნეტი სტივენსი: სქესის ქრომოსომანეტი სტივენსმა აღმოაჩინა კავშირი ქრომოსომებსა და სქესის განსაზღვრას შორის. სამწუხაროდ, მასზე ადრე ნაშრომი მისმა კოლეგან ე.ბ. უილსონმა გამოაქვეყნა და ეს აღიარებულია როგორც მისი აღმოჩენა.ჰედი ლამარი: უკაბელო კომუნიკაცია (wifi)უსადენო კომუნიკაციისთვის მადლობა ჰოლივუდის ვარსკვლავს ჰედი ლამარს ეკუთვნის. მეორე მსოფლიო ომის დროს, იგი მჭიდროდ თანამშრომლობდა ჯორჯ ანტეილთან, რათა შეემუშავებინა „სიხშირის ვიბრაციის“ იდეა, რომელიც თავიდან აიცილებდა სამხედრო რადიოების გაფუჭებას. სამწუხაროდ, აშშ-ს საზღვაო ფლოტმა უგულებელყო მისი პატენტი. წლების შემდეგ, ის ხელახლა აღმოაჩინა სხვა მკვლევარმა.მარიონ დონოვანი: ერთჯერადი საფენებიმარიონ დონოვანის პირველი პატენტი იყო საფენის საფარი. მოგვიანებით მან დაამატა ღილაკები, რამაც გააუქმა უსაფრთხოების ქინძისთავები. მისი ორიგინალური ერთჯერადი საფენი საშხაპე ფარდებით იყო დამზადებული, ხოლო ბოლო ნაილონის პარაშუტის ქსოვილისგან.ჩენ- შიუნგ ვუ: ბირთვული ფიზიკაჩენ- შიუნგ ვუმ შეიმუშავა ურანის ლითონის გამოყოფის პროცესი. 1956 წელს მან ჩაატარა ვუს ექსპერიმენტი, რომელიც ფოკუსირებული იყო ელექტრომაგნიტურ ურთიერთქმედებებზე, რამაც გასაოცარი შედეგი გამოიღო.თუმცა აღიარება მსგავსი აღმოჩენისთვის მის დარგში მომუშავე ფიზიკოსებმა ცუნგ-დაო ლიმ და ჩენ-ნინგ იანგმა მიიღეს. მათ ცოლებთან ერთად ნობელის პრემია მიიღეს.ENIAC-ის პროგრამისტები: პირველი ელექტრონული კომპიუტერიENIAC (ელექტრონული რიცხვითი ინტეგრატორი და კომპიუტერი) იყო პირველი კომპიუტერი, რომელიც შეიქმნა. 1946 წელს ექვსმა ქალმა დააპროგრამა იგი მეორე მსოფლიო ომის საიდუმლო პროექტის ფარგლებში.სამწუხაროდ, გამომგონებელი ჯონ მაუხლი ერთადერთია, ვინც მის შექმნელად მოიზრება.ვერა რუბინი: ბნელი მატერიავერა რუბინი არის ასტროფიზიკოსი, რომელმაც დაადასტურა ბნელი მატერიის არსებობა ატმოსფეროში. იგი მუშაობდა ასტრონომ კენტ ფორდთან 60-იან და 70-იან წლებში, მაგრამ არ მიუღია აღიარება.
1715582687
იურიდიულმა კომიტეტმა „რუსული კანონს“ მესამე მოსმენით მხარი დაუჭირაპარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით განიხილეს. დეპუტატების უმრავლესობამ პროექტის მესამე მოსმენით მიღებას მხარი დაუჭირა.აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვა სულ ერთი წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, პროექტში მხოლოდ რედაქციული, გრამატიკული შესწორებები შევიდა. კომიტეტის სხდომაზე რედაქციულ შესწორებებთან შენიშვნა არავის ჰქონდა, რის შემდეგაც ოხანაშვილმა საკითხი კენჭისყრაზე დააყენა და პროექტი სამი მოსმენით მიიღეს.პროცედურის თანახმად, კანონპროექტი საპარლამენტო სესიაზე უნდა განიხილონ, მიიღონ, რის შემდეგაც, პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაეგზავნება. სესია ხვალ არის ჩანიშნული.
1715582458
6 500-დან 174 000 დოლარამდე - როგორია პოლიტიკოსების საშუალო ხელფასი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშიქვეყნის განვითარებაში და მოსახლეობის ყოველდღიურობაში პოლიტიკოსები გადამწყვეტ როლს თამაშობენ. საინტერესოა, რა მოცულობის ხელფასს იღებს რიგითი პოლიტიკოსი სხვადასხვა ქვეყანაში.PoliticalSalaries.com-მა 27 ქვეყნის პოლიტიკოსების საშუალო წლიური ხელფასი დაითვალა: თურქეთი: 6,400 დოლარი წელიწადში ჩინეთი: 19,000 დოლარი წელიწადში პოლონეთი: 38,400 დოლარი წელიწადში ესპანეთი: 40,000 დოლარი წელიწადში უნგრეთი: 43,000 დოლარი წელიწადში პორტუგალია: 50,280 დოლარი წელიწადში რუსეთი: 52,400 დოლარი წელიწადში საფრანგეთი: 73,850 დოლარი წელიწადში შვეიცარია: 79,000 დოლარი წელიწადშიშვედეთი: 84,000 დოლარი წელიწადში აშშ: 174,000 დოლარი წელიწადში ამასთან, 100 000 დოლარზე მეტს იღებენ პოლიტიკოსები ახალ ზელანდიაში; ნორვეგიაში - 102 000 დოლარს; დანიაში - 103 000 დოლარს; იაპონიაში - 105 000 დოლარს; ნიდერლანდებში - 113 000 დოლარს წელიწადში. გაერთიანებულ სამეფოში საშუალოდ პოლიტიკოსის წლიური შემოსავალი 116 000 დოლარია, ირლანდიაში კი 117 000 დოლარი; წელიწადში130 000-ზე მეტი დოლარის ოდენობის ხელფასი აქვთ პოლიტიკოსებს ავსტრიაში, იტალიასა და გერმანიაში.რაც შეეხება კანადას, სინგაპურს და ავსტრალიას - ამ ქვეყნებში პოლიტიკოსთა წლიური ხელფასი 140 000 დოლარზე მეტია.აღსანიშნავია, რომ ამ რეიტინგში არ მოხვდა არც საქართველო, არც აზერბაიჯანი და არც სომხეთი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მეზობელი ქვეყნებიდან რეიტინგში შევიდა თურქეთი და რუსეთი.
1715527105
400-ზე მეტი კლასიკური მანქანა 65 მოტოციკლი - ვინ არის მამაკაცი, რომელიც ბრიტანეთში უდიდეს კოლექციას ფლობს (ფოტოები)თავისი პირველი ავტომობილი, თითქმის ახალი Jensen FF ბრიტანელმა როჯერ დადინგმა 1968 წელს იყიდა. მაშინ, მან არ იცოდა, რომ შენაძენი უდიდესი კოლექციის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იქნებოდა. თუმცა, დღეს, ნახევარი საუკუნის შემდეგ, როჯერი 400-ზე მეტ კლასიკურ ავტომობილს და დაახლოებით 65 მოტოციკლს ფლობს.81 წლის უნიკალური ნაკეთობების მესაკუთრე ინგლისის სამხრეთ-აღმოსავლეთში 14 000 ჩაკეტილ ავტოფარეხს ფლობს. სტუდია, სახელწოდებით Studio 434, სადაც გამოფენილია კოლექცია, დამთვალიერებლებისთვის ღიაა.როჯერი ჯერ კიდევ ყიდულობს კლასიკურ მანქანებს, რომ შემატოს მის კოლექციას. წარმოგიდგენთ იშვიათი განძიდან რამდენიმეს. ასტონ მარტინი- Lagondasაღნიშნული მოდელი მხოლოდ 645 ეგზემპლარი დამზადდა და როჯერი ფლობს 24-ს - ანუ მთლიანი წარმოების 4%-ს.AC 378 Zagato2012 წლის ჟენევის შოუზე გამოქვეყნებული, AC 378 GT Zagato აერთიანებს 434 ცხენის ძალის 6.2-ლიტრიან V8-ს. მისი ფასი 90 ათას ფუნტი იყო. თუმცა წარმოება არ გაგრძელებულა და აღნიშნულ ავტომობილს როჯერი განსაკუთრებულად უფრთხილდება.ფერარი 246 "Dino"დადინგის კოლექციაში შემავალი 11 ფერარიდან ერთ-ერთი- Dino, არის როჯერის საყვარელი ავტომობილი.სამხედრო Austin Sevenპირველი სამხედრო სკაუტური მანქანები Austin Sevens-ის მიხედვით შეიქმნა. უცნობია, რა რაოდენობით დამზადდა თავად ეს მოდელი, მაგრამ მათგან უმეტესობა გადაეცა სამეფო არტილერიას, რათა ბატარეების მეთაურებს სადამკვირვებლო პუნქტებს შორის გადაადგილება შეძლებოდათ.პედლებიანი მანქანებიროჯერი არ აგროვებს მხოლოდ სრული ზომის მანქანებს - მას ასევე აქვს მოდელები. ნამდვილ მანქანათა რიგებს შორის არის უამრავი პედლებიანი მანქანა. მათ შორისაა Jaguar XK120, Aston Martin DB5 და ეს ორი Austin J40 - რომლებიც ახლა უფრო ღირებულია ვიდრე ბევრი სრული ზომის Austin.Zagato Zeleდიდი დრო დასჭირდა იმას, რომ ელექტრომობილი პრიორიტეტული გამხდარიყო. ფოტოზე აღბეჭდილი ელექტრო მობილი თითქმის 50 წლის წინ დამზადდა. ეს იყო Zagato Zele, რომელიც იწარმოებოდა 1974-დან 1976 წლამდე. მანქანა ოფიციალურად ხელმისაწვდომი იყო დიდ ბრიტანეთში, Bristol Cars-ის მფლობელის ტონი კრუკის მეშვეობით.48-ცილინდრიანი კავასაკი420 მანქანის გარდა, როჯერს ასევე აქვს დაახლოებით 65 მოტოციკლი მის კოლექციაში. ზოგი იშვიათია, ზოგი ნაკლებად. მათ შორის არის ეს უნიკალური 48 ცილინდრიანი კავასაკი.Austin Seven თეთრი კურდღელიეს სუპერმუხტიანი ერთადგილიანი ავტომობილი 1930-იანი წლების დასაწყისში და 1963 წლამდე მხედველობიდან გაქრა. თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში ის ინახებოდა სხვადასხვა ფარდულებში და ელოდა რესტავრაციას. საბოლოოდ ის სანამ როჯერმა 2012 წელს აუქციონზე იყიდა. თუმცა მას წარმოდგენაც არ ჰქონდა მის ისტორიაზე - უბრალოდ მოეწონა.წყარო: msn.com