იმპორტირებული გარგარის ჩირი 400%-იანი ფასნამატით იყიდება - იმპორტიორი ქვეყნები

გარგარის ჩირი

2024 წლის იანვარ-მარტში საქართველოში 206 850 დოლარის ღირებულების 64.06 ტონა, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, ქვეყანაში 214 590 დოლარის ღირებულების 53.73 ტონა გარგარის ჩირი (ხმელი გარგარი) შემოვიდა. 

წელს, 1 კგ იმპორტირებული გარგარის ჩირის ფასმა ($3.22) 8.64 ლარი შეადგინა. მთავარი იმპორტიორი ქვეყანა ირანია, საიდანაც 46.95 ტონა (73%) შეაგინა.

იმპორტიორი ქვეყნები და იმპორტირებული პროდუქციის რაოდენობა შემდეგნაირად გამოიყურება:

🔵 ირანი - 152 480 დოლარის ღირებულების 46.95 ტონა

🔵 უზბეკეთი - 14 120 დოლარის ღირებულების 8.08 ტონა

🔵 ტაჯიკეთი - 18 410 დოლარის ღირებულების 7.12 ტონა

🔵 თურქეთი - 19 540 დოლარის ღირებულების 1.75 ტონა

🔵 გერმანია - 1 640 დოლარის ღირებულების 0.11 ტონა

🔵 საბერძნეთი - 670 დოლარის ღირებულების 0.05 ტონა

ცნობისთვის, ქართულ ბაზარზე, სუპერმარკეტებში 1 კგ იმპორტირებული გარგარის ჩირი 45-70 ლარის ფარგლებში მერყეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ მინიმუმ 400%-იანი ფასნამატით იყიდება.