1715083062
Jobs.ge-ზე 6 თვეში 40 913 ვაკანსია გამოქვეყნდა
Jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა იზრდება. PMCG კვლევითი ცენტრის დასაქმების თრექერის მიხედვით, ბოლო 6 თვეში (2023 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის მარტის ჩათვლით) 40 913 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2022- 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.3%-ით მეტია.
მხოლოდ მარტში jobs.ge-ზე 7 495 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც თებერვლის მაჩვენებელზე 7.6%-ით მეტია.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის მარტის ჩათვლით, jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების საშუალო წლიური ზრდა შემცირდა. PMCG კვლევითი ცენტრის მიხედვით, 2023 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის მარტის ჩათვლით, jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების საშუალო წლიურმა ზრდამ 5.2% შეადგინა, რაც 2022-2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 14.7 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.
PMCG-ის მონაცემებით, 2023 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის მარტის ჩათვლით:
🔵 9 761 ვაკანსია გამოქვეყნდა ადმინისტრაციის/მენეჯმენტის კატეგორიაში, რაც 2022-2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.4%-ით მეტია;
🔵 6.9%-ით მეტი, 7 536 ვაკანსია გამოქვეყნდა ფინანსების/სტატისტიკის კატეგორიაში;
🔵 გაყიდვების/შესყიდვების კატეგორიაში ვაკანსიები 2.3%-ით შემცირდა და 10 408 შეადგინა.
1715236740
„ევროკავშირის ელჩებმა მწვანე შუქი აუნთეს ევროპის სამშვიდობო ფონდიდან საქართველოსთვის 30 მლნ ევროს გამოყოფას“„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორის რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკავშირის ელჩებმა დღეს „მწვანე შუქი აუნთეს“ ევროპის სამშვიდობო ფონდიდან (EPF) საქართველოსთვის 30 მლნ ევროს დახმარების გამოყოფას.როგორც იოზვიაკი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, იმავე ფონდიდან გამოიყოფოდა დახმარება უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის.„ევროკავშირის ელჩებმა დღეს მწვანე შუქი აუნთეს საქართველოსთვის 30 მლნ ევროს არალეტალური დახმარების გამოყოფას ევროპის სამშვიდობო ფონდის (EPF) ფარგლებში - ეს არის იგივე ფონდი, რომელიც უკრაინას სამხედრო ნაწილში ფინანსურად ეხმარება“, - წერს X-ზე იოზვიაკი.
1715170000
ჯანმოს პროგნოზით, მომდევნო პანდემიის მიზეზი ადამიანების ფსიქიკური პრობლემები იქნებაჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს დირექტორის ჰანს კლუგეს განცხადებით, მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით COVID-19-ის პანდემიის გამო, ახალგაზრდები იზოლაციაში იმყოფებოდნენ, რამაც მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე გავლენა მოახდინა. შედეგად, გამოვლინდა, რომ მათში შფოთვები გაძლიერდა, მათ ჩვეულებრივზე დიდხანს სძინავთ და აქვთ სხვადასხვა სახის ფსიქიკური პრობლემა. ინფორმაციას თურქული სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.თურქეთში მყოფმა კლიუგემ ასევე განაცხადა, რომ პანდემიის შედეგად დადგა მედპერსონალის „გადაწვის“ საშიშროებაც.პანდემიით გამოწველ საფრთხეებს შორის კლუგემ ასევე დაასახელა გეგმური სამედიცინო მომსახურებების და ბავშვების ვაქცინაციის პროცესის ჩავარდნა. შედეგად, რეგიონის აღმოსავლეთ და დასავლეთში ნაწილებში წითელას შემთხვევების მატება ფიქსირდება.ამასთან, ჯანმოს ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა აღნიშნა ისიც, რომ პანდემიის გაკვეთილების გათვალისწინება მსოფლიოს მომდევნო პანდემიების დროს გამოადგება. კერძოდ, ეს ეხება პირველადი სამედიცინო დახმარების გაძლიერებას, რასაც მიზნად ისახავს 149 ქვეყანას შორის მიმდინარე მოლაპარაკებები „ეპიდემიის შეთანხმების“ მიღწევის მიზნით. აღნიშნულ შეთანხმებას ხელი უახლოეს პერიოდში უნდა მოეწეროს.„საკითხი არ დგას ისე, იქნება თუ არა პანდემია, არამედ - თუ როდის მოხდება ეს“, - განაცხადა კლუგემ და აღნიშნა, რომ აუცილებელია ადამიანების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა.„ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს მომდევნო პანდემიად ვაფასებ. მთელ მსოფლიოში, ახალგაზრდები იზოლაციაში აღმოჩნდნენ, რაც ასევე გავლენას ახდენს ადამიანების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. რაც ჩვენი სამსახურებიდან ვიცით, ახალგაზრდა ადამიანებში გაიზარდა შფოთვა და ძილის პრობლემები,“ - განაცხადა ჰანს კლუგემ.მისი თქმით, სტატისტიკის თანახმად, ევროკავშირში ყოველი მეექვსე ადამიანი სტრესს, შფოთვასა და ძილის პრობლემებს განიცდის, ზოგიერთ ქვეყანაში კი პატარა ბავშვები დღეში 6 საათს ატარებს ეკრანთან.ჰანს კლუგეს განცხადებით, ამას ემატება ის, რომ ახალგაზრდები შფოთავენ კლიმატის ცვლილებისა და მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტების გამო.„არსებობს მუდმივი კრიზისი და ეს გავლენას ახდენს ადამიანების ფსიქიკურ მდგომარეობაზე. ჯანმრთელობა ეს არის არა მხოლოდ კარგი ფიზიკური, არამედ ძალიან ძლიერი ფსიქიკური მდგომარეობა“, - განაცხადა მან.წყარო: jandacva.ge
1715160783
„საფერავი - კეთილშობილი, მსოფლიო დონის ვაზის ჯიში“ - პრესტიჟული ამერიკული ღვინის ჟურნალი „Wine Enthusiast“ ქართული ღვინის სარეკლამო კამპანიას აგრძელებსქართული ღვინის სარეკლამო კამპანიის ფარგლებში, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ პრესტიჟულ ამერიკულ ღვინის ჟურნალთან „Wine Enthusiast“ თანამშრომლობა გასული წლის ბოლოს დაიწყო და მიმდინარე წელსაც გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.მათი ცნობით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, ჟურნალის მაისის თვის ონლაინ გამოცემაში ფოკუსი საფერავზე გამახვილდა. „საფერავი - მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ყურძნის ჯიშისგან დამზადებული ღვინო ამერიკაში ყველაზე მზარდი კატეგორიაა იმპორტირებულ ღვინოებს შორის მას შემდეგ, რაც CBS-ის გადაცემა „60 წუთი“ ღვინის სამშობლოს, საქართველოს მიეძღვნა; და ასევე, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ქართული სამზარეულო აშშ-ში უფრო ცნობილი გახდა (The New York Times-მა 2024 წელს ქართული რესტორანი Chama Mama დაასახელა ტოპ 100 რესტორანში), შესაძლოა, საფერავიც მალე უფრო პოპულარული გახდეს... როდესაც საფერავის ჭიქას ასწევთ, მხოლოდ მისი არომატებით არ დატკბებით, თქვენ შესვამთ 8000-წლიან ისტორიას დღემდე“, - აღნიშნულია სტატიაში, რომელშიც საუბარია საფერავის წარმოშობის ისტორიასა და მის ჯიშურ მახასიათებლებზე, საფერავის როლზე ღვინის თანამედროვე ინდუსტრიაში და მის პერსპექტივებზე ღვინის გლობალურ ბაზარზე. https://www.wineenthusiast.com/saperavi-georgian-grape/კამპანიის ფარგლებში, ჟურნალში „Wine Enthusiast“ გასულ წელს გამოქვეყნდა სტატია სათაურით „გაიცანით საქართველო, მეღვინეობის სამშობლო“.2024 წელს, „Wine Enthusiast“ ქართული ღვინის შესახებ სარეკლამო-მარკეტინგული ხასიათის კამპანიას როგორც ბეჭდურ, ისე ონლაინ-გამოცემებში გააგრძელებს. „Wine Enthusiast“ 1979 წელს დაარსდა; დღეს ის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე ღვინის ჟურნალი და ღვინის ონლაინ მედია პლატფორმაა აშშ-ის ბაზარზე, 5 მილიონიანი აუდიტორიით.აღსანიშნავია, რომ აშშ წარმოადგენს ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს, სადაც ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. პრეზენტაცია-დეგუსტაციებსა და საერთაშორისო გამოფენებზე ქართული ღვინის წარდგენის პარალელურად, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, აშშ-ში გააქტიურდა მედია კამპანიაც: სარეკლამო კლიპი მომზადდა ამერიკული ტელეკომპანია CNN-ის ეთერისთვის, აშშ-ის ერთ-ერთმა ყველაზე რეიტინგულმა ტელემაუწყებელმა CBS-მა ქართული ღვინის შესახებ ვრცელი სიუჟეტი „Ancient Vines“ (უძველესი ვაზი) მოამზადა, საიმიჯო სტატიები ქვეყნდება სხვადასხვა ბეჭდურ თუ ელექტრონულ გამოცემაში (CNN, The Wall Street Journal, Men’s Journal, Imbibe, Wine-Searcher, SOMM TV, Forbes, Wine Enthusiast )”-წერია ინფორმაციაში.
1715152371
Georgian Wings-მა თბილისი-პრაღის მიმართულებით რეგულარული ფრენები დაიწყოავიაკომპანია Geosky-ს სამგზავრო მიმართულება Georgian Wings-მა, თბილისი-პრაღა-თბილისის მიმართულებით პირველი საინაუგურაციო ფრენა შეასრულა. Georgian Wings-ი პირდაპირ რეგულარულ ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, პრაღის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით, კვირაში ორი სიხშირით ყოველ სამშაბათსა და შაბათს, 148 მგზავრზე გათვლილი ბოინგ 737-ით შეასრულებს.საინაუგურაციო ფრენის ღონისძიებას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ავიაკომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ჩეხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პეტრ კუბერნატი ესწრებოდა, ელჩმა მგზავრებთან, ჩეხეთსა და საქართველოს შორის არსებულ ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.„Georgian Wings-ი დღეს ასრულებს პირველ რეგულარულ რეისს თბილისი-პრაღა-თბილისის მიმართულებით. აღნიშნული მიმართულების დანიშვნა განპირობებულია ბაზარზე არსებული მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე. პრაღა საქართველოში არის ერთ-ერთი ტურისტულად ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება და არსებული ფრენები საშუალებას მისცემს მგზავრებს დაგეგმონ მოგზაურობა და დასვენება პირდაპირი ფრენებით“, - განაცხადა ავიაკომპანიის პრეზიდენტმა შალვა კიკნაძემ.საქართველოს საელჩოს და პრაღის საერთაშორისო აეროპორტის ორგანიზებით, საინაუგურაციო ფრენის ღონისძიება, ქართული ტრადიციების შესაბამისად საზეიმო ვითარებაში წარიმართა. ღონისძიებას, როგორც Georgian Wings-ის ხელმძღვანელი პირები, ასევე საქართველოს პრაღის საერთაშორისო აეროპორტის და პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.მგზავრებს და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჩეხეთის რესპუბლიკაში თეა მაისურაძემ.„ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან სასიხარულო არის, რომ განახლდა პირდაპირი ავიამიმოსვლა თბილისსა და პრაღას შორის. დაახლოებით ხუთ წლიანი შუალედის შემდეგ ავიაკომპანია Georgian Wings-მა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაიწყოს ფრენები ამ მიმართულებით, რაც თავისთავად ძალიან კარგი არის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების კუთხით, ხელს შეუწყობს ტურიზმს, ეკონომიკურ ურთიერთობებს, ინვესტიციებს და მოსახლეობას შორის კიდევ უფრო დაახლოებას.მე, როგორც ელჩი ჩეხეთის რესპუბლიკაში ძალიან მოხარული ვარ ამ ფაქტით, პოლიტიკურ განზომილებაშიც ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ჩეხეთი არის ნატოს და ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ყოველთვის იყო და არის საქართველოს აქტიური მხარდამჭერი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, გამოცდილების გამზიარებელი, რაც ასევე მნიშვნელოვანია.მადლობა კიდევ ერთხელ ქართულ ავიაკომპანიას, რომ სწორედ ჩეხეთი განსაზღვრა ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად, რომ შესრულდეს აღნიშნული ფრენები. საკმაოდ აქტიური ეკონომიკური ურთიერთობები და დიდი პოტენციალი აქვს სამომავლოდ ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების მიმართულებას. ჩეხეთი, ასევე ერთ-ერთი მთავარი ინვესტორია.საქართველოში და ვფიქრობ, რომ ამ ფრენების აღდგენა თბილისსა და პრაღას შორის კიდევ უფრო გააძლიერებს და ხელს შეუწყობს ურთიერთობებს“, - აღნიშნა თეა მაისურაძემ.ავიაკომპანია მგზავრებს მაისის თვის განმავლობაში თბილისი-პრაღა-თბილისის მიმართულებით, ავიაბილეთებზე სპეციალურ ფასს სთავაზობს.ავიაბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია, როგორც ავიაკომპანიის ოფიციალური საიტის მეშვეობით https://georgianwings.com/, ასევე ტურისტულ სააგენტოებსა და ავია სალაროებში.შეგახსენებთ, რომ Georgian Wings-ი უკვე 7 საერთაშორისო მიმართულებით ახორციელებს ფრენებს.
1715151941
რომელია ყველაზე წვიმიანი ქალაქი ევროპაში - Holidu-ს რეიტინგიHolidu-ს ექსპერტებმა World Weather Online-ის მონაცემებზე დაყრდნობით ევროპის ყველაზე წვიმიანი ქალაქების რეიტინგი შეადგინეს. შეფასება თვეში წვიმიანი დღეების საშუალო რაოდენობასა და ნალექის საშუალო დღიურ სტატისტიკას ეფუძნება.რეიტინგის სათავეში ნორვეგიის ქალაქი, ბერგენია, სადაც თვეში წვიმიანი დღეების ყველაზე მაღალი საშუალო რაოდენობა (13) და ყველაზე მაღალი საშუალო დღიური ნალექი (8,8 მმ) დაფიქსირდა. თუმცა ქალაქი ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს და მწვანე მთებითა და ფიორდებით, ანუ ზღვის მთანი სანაპიროს ვიწყო ყურეებით არის გარშემორტყმული, რაც მას ბუნების მოყვარულთათვის იდეალურ ადგილად აქცევს.რეიტინგში ბერგენს დიდი ბრიტანეთის კუნძულზე მდებარე ორი ქალაქი, ინგლისის სანდერლენდი და შოტლანდიის გლაზგო მოსდევს, სადაც სათითაოდ ყოველ თვეში საშუალოდ 11 წვიმიანი დღეა. ევროპის 15 ყველაზე წვიმიანი ქალაქია:🔵 ბერგენი, ნორვეგია (თვეში საშუალოდ 13 წვიმიანი დღე)🔵 სანდერლენდი, ინგლისი, დიდი ბრიტანეთი (11 დღე)🔵 გლაზგო, შოტლანდია, დიდი ბრიტანეთი (11 დღე)🔵 ბრასოვი, რუმინეთი (8 დღე)🔵 აუგსბურგი, გერმანია (8 დღე)🔵 მილანი, იტალია (8 დღე)🔵 ბელფასტი, ჩრდილოეთ ირლანდია, დიდი ბრიტანეთი (9 დღე)🔵 სუონსი, უელსი, დიდი ბრიტანეთი (8 დღე)🔵 ლიონი, საფრანგეთი (8 დღე)🔵 ვიგო, ესპანეთი (7 დღე)🔵 სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა (8 დღე)🔵 სტოკპორტი, ინგლისი, დიდი ბრიტანეთი (9 დღე)🔵 მიუნხენი, გერმანია (8 დღე)🔵 კლუჟ-ნაპოკა, რუმინეთი (8 დღე)🔵 ლა-კორუნია, ესპანეთი (7 დღე)ამასთან, ექსპერტები წერენ, რომ ძლიერი წვიმა ყოველთვის არ არის ცუდი, რადგან დიდი რაოდენობით ტენიანობის წყალობით ტურისტებს გარანტირებული აქვთ ამ ქალაქებში აყვავებული მწვანე პეიზაჟებით დატკბნენ.