კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 72 ოჯახს საცხოვრებელი ფართი გადაეცემა

მშენებლობა

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 72 ოჯახს არჩილ მეფის ქუჩის 17 ნომერში მიმდინარე მშენებლობაზე საცხოვრებელი ფართი გადაეცემა. აღნიშნულის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხელშეკრულება გაფორმებულია შპს „დეკა დეველოპმენტთან“. ხელშეკრულების თანახმად, კომპანია დაზარალებულებისთვის 5700 კვადრატულ მეტრ საცხოვრებელ ფართ გამოყოფს.

„მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვის ფარგლებში 31 ობიექტზე გამოვლინდა გამარჯვებული, ვინც ჩაატარებს სამშენებლო სამუშაოებს. 5 პროექტზე დასრულებულია მშენებლობა და ბინები გადაეცემა 226 ოჯახს. მშენებლობის ეტაპზე გვაქვს 22 პროექტი, რომელზეც გაცემულია ნებართვა და დაკმაყოფილდება 1100-მდე ოჯახი, სანებართვო ეტაპზეა 8 პროექტი, რომლის ფარგლებშიც დაკმაყოფილდება 680 პროექტი. ხელშეკრულების ეტაპზეა 1 პროექტი და გათვალისწინებულია 80 ოჯახის დაკმაყოფილება“, - განაცხადა კახა კალაძემ.