1715083062
ქართველი ემიგრანტების რაოდენობა 62.2%-ით გაიზარდა - მაჩვენებელი ბოლო 12 წლის მაქსიმუმზეა
2023 წელს ქართველი ემიგრანტების რაოდენობა 62.2%-ით გაიზარდა. აღნიშნულს მოწმობს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები.
კერძოდ, საქსტატის ცნობით, 2023 წელს საქართველოდან ემიგრანტების რაოდენობამ ჯამში 245 064 კაცი შეადგინა, რაც 2012 წლიდან მოყოლებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ზოგადად, ემიგრანტების რაოდენობა 2022 წელთან შედარებით, 95.6%-ით არის გაზრდილი. 2022 წელს საქართველოდან 125 269 კაცი წავიდა ემიგრაციაში.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს ემიგრანტების ძირითადი ნაწილი - 66.7% საქართველოს მოქალაქე იყო.
უფრო კონკრეტულად, საქსტატის ცნობით, გასულ წელს ქვეყანიდან ემიგრაციაში 163 480 საქართველოს მოქალაქე წავიდა. 2022 წელს ეს მაჩვენებელი 100 802 კაცი იყო. შესაბამისად, წლიურად 62.2%-იანი ზრდა გვაქვს. 2023 წელს წინა წელთან შედარებით ემიგრაციაში 62 678 კაცით მეტი საქართველოს მოქალაქე წავიდა.
1715259000
11 მაისს „ექსპო ჯორჯიაში“ ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართებაწელს პირველად, საქართველო ევროპის დღეს უკვე ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით შეხვდება. ღონისძიება 11 მაისს, „ექსპო ჯორჯიაში“ 10:00-დან 20:00 საათამდე გაიმართება და მოიცავს არაერთ აქტივობას, რომელიც ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.მათივე ცნობით, ევროპის დღე 5 პავილიონსა და 6 სივრცეში ჩატარდება, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტებსა და ბენეფიციარებს გააერთიანებს.„გასული წლიდან ევროპის დღეს „ექსპო ჯორჯიაში“ აღვნიშნავთ. წელს პირველად საქართველო ევროპის დღეს ხვდება, როგორც კანდიდატი ქვეყანა. ამიტომ ეს ღონისძიება უფრო მასშტაბური იქნება. მას ხუთი პავილიონი და ექვსი ზონა დაეთმობა, სადაც წარმოდგენილი იქნება ერთიანობის, მრავალფეროვნებისა და ევროკავშირისა და საქართველოს საერთო ღირებულებების ამსახველი ფაქტები. ადგილზე დილის 11 საათიდან საღამოს რვა საათამდე ვიქნებით. ჩვენ, ასევე, აღვნიშნავთ საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ თანამშრომლობას და ხაზს გავუსვამთ ევროკავშირის მიერ საქართველოს კეთილდღეობაში შეტანილ წვლილს. ამჟამად ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოში 130-ზე მეტი პროექტი ხორციელდება, რომელთა ნაწილსაც შეგიძლიათ სწორედ ევროპის დღეს გაეცნოთ. ევროკავშირსა და საქართველოს ბევრი საერთო ღირებულება აქვთ: ადამიანის უფლებები, შემწყნარებლობა, კანონის უზენაესობა თუ მრავალფეროვნება და წლევანდელი ღონისძიებაც ამ საერთო ღირებულებების აღნიშვნა იქნება. ამიტომ, მობრძანდით „ექსპო ჯორჯიაში“ ევროკავშირსა და საქართველოს შორის მზარდი ურთიერთობის აღსანიშნავად. მოუთმენლად ველი თქვენს ნახვას ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე“, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა ნიკოლას სენდეროვიჩიმ.ამასთან, როგორც „ევროპის დღის საუბრების“ მოდერატორმა დავით გორგილაძემ აღნიშნა, ღონისძიებაზე შეკრებილი ადამიანები შეძლებენ ნახონ, როგორ ეხმარება ევროკავშირი, როგორც ყველაზე დიდი დონორი, საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით.„წელს ევროპის დღესთან დაკავშირებით რამდენიმე საინტერესო და ახალ აქტივობას შემოგთავაზებთ. მესამე პავილიონში შეგეძლებათ შეხვდეთ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს თბილისიდან და რეგიონებიდან, რომლებმაც ევროკავშირის მხარდაჭერით საკუთარი ბიზნესი განავითარეს ან გააფართოვეს. ეს კარგი მაგალითია იმისა, თუ რა წვლილი შეაქვს ევროკავშირს საქართველოს ეკონომიკაში. ევროკავშირი საქართველოს ყველაზე მსხვილი დონორია და ეს არის საქართველოს კეთილდღეობისა და სტაბილურობისადმი ჩვენი ურყევი ერთგულების დადასტურება. იმედი მაქვს, გვეწვევით და საკუთარი თვალით იხილავთ, თუ როგორ დაეხმარა ევროკავშირი ქართველებს და ქართულ ბიზნესს“, - განაცხადა დავით გორგილაძემ.
1715243880
„გაზზე მომუშავე ავტომობილებს ნაკლები გამონაბოლქვი აქვს“ - როგორია სტატისტიკასაქართველოში აირზე და ბენზინ-აირზე მომუშავე ავტომობილების წილი მთლიან ავტოპარკში 10%-ზე ცოტა მეტია. საქსტატის ბოლო მონაცემებით, ამ ორი საწვავის ტიპით ქვეყანაში სულ 164 899 მანქანა მოძრაობს, საიდანაც 163 531 ბენზინ-აირზე მუშაობს, 1 368 ერთეული კი მხოლოდ აირზე. საერთო ჯამში (2023 წლის სრული მონაცემებით) ქართული ბაზარზე სულ 1.680 მლნ-ზე მეტი მანქანაა რეგისტრირებული.მიუხედავად ამ სტატისტიკისა, უცნობია, თავდაპირველ მდგომარეობაში რამდენი იყო ბუნებრივ აირზე და რამდენი ერთეულის გადაყვანა მოხდა შემდეგ. თუმცა როგორც საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მევლუდ მელაძე აცხადებს, გაზზე გადაყვანილი მანქანები გაცილებით ნაკლებ ზიანს აყენებს გარემოს, ვიდრე დიზელზე მომუშავე ავტომობილები. მანვე აღნიშნა, რომ გაზზე მანქანების გადაყვანის ნაწილში პრობლემას ვერ ხედავს. მელაძის თქმით, პრობლემა ამ ნაწილში მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ ქვეყანაში ტექდათვალიერების დონე კვლავაც დაბალია და ნაკლებად ხორციელდება იმის შემოწმება, თუ რამდენად უსაფრთხოდ განხორციელდა მანქანის გაზზე გადაყვანა.„პრობლემა მხოლოდ ის არის, რომ ტექდათვალიერების დაბალი დონე გვაქვს ქვეყანაში. მაგრამ მეორე მხრივ, გამონაბოლქვის კუთხით, გაზზე მომუშავე ავტომობილებს ნაკლები გამონაბოლქვი აქვს და ეკოლოგიურად უფრო სუფთაა, ვიდრე დიზელზე მომუშავე მანქანა. გაზის გამოყენებაში პრობლემას ვერ ვხედავ, მით უმეტეს, რიგ ქალაქებში ავტომობილები ქარხნულადვე თხევად გაზზეა და საერთოდ არ აქვს ბენზინის ავზი“, - განაცხადა მევლუდ მელაძემ. ავტომფლობელების ნაწილი გაზზე გადაყვანას მისი დაბალი ფასის გამო მიმართავს. „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ღირს საქართველოში სხვადასხვა ტიპის საწვავი, ფასები რამდენიმე ბენზინგასამართ სადგურზე გადავამოწმეთ და საშუალო ღირებულება ასე გამოიყურება:🔵 სუპერი - 3.72-ლარიდან 3.77-ლარამდე🔵 ევრო პრემიუმი - 3.05-ლარიდან 3.34 ლარამდე🔵 ევრო რეგულარი - 3.4-ლარიდან 3.17 ლარამდე🔵 ევრო დიზელი - 3.33-ლარიდან 3.39-ლარამდე🔵 გაზი - 1.55 ლარიდან 1.69-ლარამდე
1715236740
„ევროკავშირის ელჩებმა მწვანე შუქი აუნთეს ევროპის სამშვიდობო ფონდიდან საქართველოსთვის 30 მლნ ევროს გამოყოფას“„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორის რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკავშირის ელჩებმა დღეს „მწვანე შუქი აუნთეს“ ევროპის სამშვიდობო ფონდიდან (EPF) საქართველოსთვის 30 მლნ ევროს დახმარების გამოყოფას.როგორც იოზვიაკი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, იმავე ფონდიდან გამოიყოფოდა დახმარება უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის.„ევროკავშირის ელჩებმა დღეს მწვანე შუქი აუნთეს საქართველოსთვის 30 მლნ ევროს არალეტალური დახმარების გამოყოფას ევროპის სამშვიდობო ფონდის (EPF) ფარგლებში - ეს არის იგივე ფონდი, რომელიც უკრაინას სამხედრო ნაწილში ფინანსურად ეხმარება“, - წერს X-ზე იოზვიაკი.
1715170000
ჯანმოს პროგნოზით, მომდევნო პანდემიის მიზეზი ადამიანების ფსიქიკური პრობლემები იქნებაჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს დირექტორის ჰანს კლუგეს განცხადებით, მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით COVID-19-ის პანდემიის გამო, ახალგაზრდები იზოლაციაში იმყოფებოდნენ, რამაც მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე გავლენა მოახდინა. შედეგად, გამოვლინდა, რომ მათში შფოთვები გაძლიერდა, მათ ჩვეულებრივზე დიდხანს სძინავთ და აქვთ სხვადასხვა სახის ფსიქიკური პრობლემა. ინფორმაციას თურქული სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.თურქეთში მყოფმა კლიუგემ ასევე განაცხადა, რომ პანდემიის შედეგად დადგა მედპერსონალის „გადაწვის“ საშიშროებაც.პანდემიით გამოწველ საფრთხეებს შორის კლუგემ ასევე დაასახელა გეგმური სამედიცინო მომსახურებების და ბავშვების ვაქცინაციის პროცესის ჩავარდნა. შედეგად, რეგიონის აღმოსავლეთ და დასავლეთში ნაწილებში წითელას შემთხვევების მატება ფიქსირდება.ამასთან, ჯანმოს ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა აღნიშნა ისიც, რომ პანდემიის გაკვეთილების გათვალისწინება მსოფლიოს მომდევნო პანდემიების დროს გამოადგება. კერძოდ, ეს ეხება პირველადი სამედიცინო დახმარების გაძლიერებას, რასაც მიზნად ისახავს 149 ქვეყანას შორის მიმდინარე მოლაპარაკებები „ეპიდემიის შეთანხმების“ მიღწევის მიზნით. აღნიშნულ შეთანხმებას ხელი უახლოეს პერიოდში უნდა მოეწეროს.„საკითხი არ დგას ისე, იქნება თუ არა პანდემია, არამედ - თუ როდის მოხდება ეს“, - განაცხადა კლუგემ და აღნიშნა, რომ აუცილებელია ადამიანების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა.„ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს მომდევნო პანდემიად ვაფასებ. მთელ მსოფლიოში, ახალგაზრდები იზოლაციაში აღმოჩნდნენ, რაც ასევე გავლენას ახდენს ადამიანების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. რაც ჩვენი სამსახურებიდან ვიცით, ახალგაზრდა ადამიანებში გაიზარდა შფოთვა და ძილის პრობლემები,“ - განაცხადა ჰანს კლუგემ.მისი თქმით, სტატისტიკის თანახმად, ევროკავშირში ყოველი მეექვსე ადამიანი სტრესს, შფოთვასა და ძილის პრობლემებს განიცდის, ზოგიერთ ქვეყანაში კი პატარა ბავშვები დღეში 6 საათს ატარებს ეკრანთან.ჰანს კლუგეს განცხადებით, ამას ემატება ის, რომ ახალგაზრდები შფოთავენ კლიმატის ცვლილებისა და მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტების გამო.„არსებობს მუდმივი კრიზისი და ეს გავლენას ახდენს ადამიანების ფსიქიკურ მდგომარეობაზე. ჯანმრთელობა ეს არის არა მხოლოდ კარგი ფიზიკური, არამედ ძალიან ძლიერი ფსიქიკური მდგომარეობა“, - განაცხადა მან.წყარო: jandacva.ge
1715160783
„საფერავი - კეთილშობილი, მსოფლიო დონის ვაზის ჯიში“ - პრესტიჟული ამერიკული ღვინის ჟურნალი „Wine Enthusiast“ ქართული ღვინის სარეკლამო კამპანიას აგრძელებსქართული ღვინის სარეკლამო კამპანიის ფარგლებში, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ პრესტიჟულ ამერიკულ ღვინის ჟურნალთან „Wine Enthusiast“ თანამშრომლობა გასული წლის ბოლოს დაიწყო და მიმდინარე წელსაც გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.მათი ცნობით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, ჟურნალის მაისის თვის ონლაინ გამოცემაში ფოკუსი საფერავზე გამახვილდა. „საფერავი - მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ყურძნის ჯიშისგან დამზადებული ღვინო ამერიკაში ყველაზე მზარდი კატეგორიაა იმპორტირებულ ღვინოებს შორის მას შემდეგ, რაც CBS-ის გადაცემა „60 წუთი“ ღვინის სამშობლოს, საქართველოს მიეძღვნა; და ასევე, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ქართული სამზარეულო აშშ-ში უფრო ცნობილი გახდა (The New York Times-მა 2024 წელს ქართული რესტორანი Chama Mama დაასახელა ტოპ 100 რესტორანში), შესაძლოა, საფერავიც მალე უფრო პოპულარული გახდეს... როდესაც საფერავის ჭიქას ასწევთ, მხოლოდ მისი არომატებით არ დატკბებით, თქვენ შესვამთ 8000-წლიან ისტორიას დღემდე“, - აღნიშნულია სტატიაში, რომელშიც საუბარია საფერავის წარმოშობის ისტორიასა და მის ჯიშურ მახასიათებლებზე, საფერავის როლზე ღვინის თანამედროვე ინდუსტრიაში და მის პერსპექტივებზე ღვინის გლობალურ ბაზარზე. https://www.wineenthusiast.com/saperavi-georgian-grape/კამპანიის ფარგლებში, ჟურნალში „Wine Enthusiast“ გასულ წელს გამოქვეყნდა სტატია სათაურით „გაიცანით საქართველო, მეღვინეობის სამშობლო“.2024 წელს, „Wine Enthusiast“ ქართული ღვინის შესახებ სარეკლამო-მარკეტინგული ხასიათის კამპანიას როგორც ბეჭდურ, ისე ონლაინ-გამოცემებში გააგრძელებს. „Wine Enthusiast“ 1979 წელს დაარსდა; დღეს ის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე ღვინის ჟურნალი და ღვინის ონლაინ მედია პლატფორმაა აშშ-ის ბაზარზე, 5 მილიონიანი აუდიტორიით.აღსანიშნავია, რომ აშშ წარმოადგენს ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს, სადაც ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. პრეზენტაცია-დეგუსტაციებსა და საერთაშორისო გამოფენებზე ქართული ღვინის წარდგენის პარალელურად, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, აშშ-ში გააქტიურდა მედია კამპანიაც: სარეკლამო კლიპი მომზადდა ამერიკული ტელეკომპანია CNN-ის ეთერისთვის, აშშ-ის ერთ-ერთმა ყველაზე რეიტინგულმა ტელემაუწყებელმა CBS-მა ქართული ღვინის შესახებ ვრცელი სიუჟეტი „Ancient Vines“ (უძველესი ვაზი) მოამზადა, საიმიჯო სტატიები ქვეყნდება სხვადასხვა ბეჭდურ თუ ელექტრონულ გამოცემაში (CNN, The Wall Street Journal, Men’s Journal, Imbibe, Wine-Searcher, SOMM TV, Forbes, Wine Enthusiast )”-წერია ინფორმაციაში.