ჰონგ-კონგიდან ჰოლივუდში - როგორ გამოიმუშავა ჯეკი ჩანმა მილიონები

ჯეკი ჩანი

საბრძოლო ხელოვნების ოსტატის და ყველასთვის საყვარელი მსახიობის ჯეკი ჩანის წმინდა ქონება 450 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

მისი ფინანსური წარმატების გზა გვიჩვენებს მის მტკიცე ხასიათსა და უზადო დისციპლინას, რამაც მსახიობის მსოფლიო პოპულარობაც განაპირობა.

მან თავისი წარმატებული ფილმებით, ინტელექტუალური ინვესტიციებით და ბიზნეს წამოწყებებით უზარმაზარი იმპერია შექმნა. 

საინტერესოა, როგორ გამოიმუშავებს და ხარჯავს ჯეკი ჩანი მილიონებს.

ჯეკი ჩანის სიმდიდრის მთავარი წყარო მისი სამსახიობო კარიერაა. ყველაზე ცნობილმა ნამუშევარმა - Rush Hour-მა მსოფლიო მასშტაბით 845 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. გავრცელებული ინფორმაციით, ჩანმა ანაზღაურების სახით, Rush Hour 2-ისა და Rush Hour 3-ში, სამივე ეპიზოდში მონაწილეობისთვის ჯამში 15 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

2018 წლის ივნისიდან 2019 წლის ივნისამდე ჯეკი ჩანმა გამოიმუშავა 60 მილიონი დოლარი სხვადასხვა წყაროებით. 2019 წლის ივნისიდან 2020 წლის ივნისამდე კი საერთო ჯამში 40 მილიონი დოლარი. მისი სხვა წარმატებული ფილმებია: The Karate Kid, The Foreigner და Kung Fu Panda სერიალი, სადაც მაიმუნის პერსონაჟი გაახმოვანა.

ჩანმა სამსახიობო კარიერის პარალელურად მრავალი საპროდიუსერო კომპანია და კინოთეატრების ხაზი ჩამოაყალიბა. ამ ბიზნეს საწარმოებმა გადამწყვეტი როლი ითამაშეს მისი 400 მილიონი დოლარის წმინდა ქონების გაზრდაში.

მისმა პროდიუსერულმა კომპანიებმა, JCE Movies Limited და Jackie & Willie Productions, შექმნეს მრავალი წარმატებული ფილმი, მათ შორის Rob-B-Hood, რომლის შემოსავალი 20,4 მილიონ დოლარს აღემატება. ჩანმა 2010 წელს დააარსა კინოთეატრების საკუთარი ქსელი Yaolai International Cinema.

როგორც გლობალური ვარსკვლავი, ჯეკი ჩანი იყო სხვადასხვა ბრენდის სახე, რამაც მას მნიშვნელოვანი შემოსავალი მოუტანა. იგი თანამშრომლობდა ისეთ ბრენდებთან, როგორიცაა Mitsubishi, Canon და Pepsi. ის ასევე იყო V8 Supercars Australia-სა და Hanes-ის წარმომადგენელი.

გარდა მისი კინოკარიერისა და აღნიშნული სხვა საქმიანობებისა, ჯეკი ჩანი მრავალ სატელევიზიო რეკლამაში გამოჩნდა. მისი გარეგნობა შემოსავლის კიდევ ერთი საშუალებაა. ჩანი გადაიღეს V8 Juice-ის და Baidu-ს რეკლამებშიც.

ხარჯი - უძრავი ქონება

ჩანი ცნობილია უძრავი ქონებაში ინტელექტუალური ინვესტიციებით. მისი პორტფელი მოიცავს მრავალ უძრავ ქონებას მთელ მსოფლიოში. აქედან დიდი დენობის თანხასაც გამოიმუშავებს.

1998 წელს ვარსკვლავმა იყიდა 7600 კვ. ფუტიანი ბევერლი ჰილზის ქონება, რომელიც მოგვიანებით 6.7 მილიონად შეფასდა. ასევე 2006 წელს პეკინში აპარტამენტისთვის 4,9 მილიონი დოლარი გადაიხადა.

2020 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თანადამფუძნებელ კომპანიასთან დაკავშირებული სამართლებრივი დავის გამო, ჯეკი ჩანს პეკინში არსებული ბინები ჩამოერთვა და აუქციონზე 10,5 მილიონ დოლარად გაიყიდა.

ჩანი ჩართული იყო მრავალ საქველმოქმედო საქმიანობაში. მან 1988 წელს დააარსა ჯეკი ჩანის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც მხარს უჭერს სხვადასხვა მიზნებს, როგორიცაა სტიპენდიები და სამედიცინო დახმარება გაჭირვებულთათვის. ასევე ჰაიტის მიწისძვრის მსხვერპლთა დასახმარებლად შესწირა 732,000 დოლარი და შეაგროვა 5.2 მილიონი დოლარი სინგაპურის Thong Chai სამედიცინო ინსტიტუტისთვის. ჩინეთში გვალვით დაზარალებულებს 29 მილიონი დოლარით დაეხმარა.

ჯეკი ჩანს შთამბეჭდავი მანქანების კოლექცია აქვს. მისი კოლექცია მოიცავს ისეთ ძვირად ღირებულ მანქანებს, როგორიცაა Bentley, Rolls-Royce და Lamborghini. მაგალითად, Bentley Mulsanne-ის ფასი დაახლოებით 300 000 დოლარია, ხოლო Lamborghini Aventador დაახლოებით 400 000 დოლარი ღირს.

ამასთან, ვარსკვლავი 20 მილიონი დოლარის ღირებულების კერძო თვითმფრინავსა და 150-ფუტიან სუპერიახტას ფლობს.

თვითმფრინავი, Embraer Legacy 650, რომელიც მან 2012 წელს შეიძინა, გაფორმებულია დრაკონის თემით. ხოლო მისი სუპერიახტა - Jinlong 4601, ამაყობს მდიდრული ინტერიერით.

როგორც ცნობილია, ჩანმა მოგვიანებით მის კოლექციას კიდევ ერთი პირადი თვითმფრინავი Embraer Legacy 500 დაამატა.