1715083062
პარიზის სასტუმროებს ჯავშნების სიმცირის გამო ფასების შემცირება უწევთ
2023 წლის ბოლოდან დაიწყო ინფორმაციის გავრცელება იმის შესახებ, რომ პარიზის სასტუმროებმა მნიშვნელოვნად გაზარდეს ფასები ოლიმპიური თამაშების პერიოდისთვის 2024 წლის 26 ივლისიდან 11 აგვისტომდე. ანალოგიური ვითარება შეიქმნა საზოგადოებრივ ტრანსპორტთან და სხვა ტურისტულ სერვისებთან დაკავშირებით.
თუმცა, როგორც The Independent აღნიშნავს, შედეგად, ხარბი პარიზელი სასტუმროები კლიენტების გარეშე დარჩნენ - ოლიმპიადის დაწყებამდე სამი თვით ადრე მათი ოთახების მხოლოდ ნახევარი იყო სავსე. შედეგად მათ ფასების შემცირება მოუწიათ.
ამრიგად, სასტუმროს ბაზრის ანალიტიკოსის Lighthouse-ის მონაცემები, რომელიც გამოცემას აქვს, აჩვენებს ოლიმპიადის დროს ღამის ღირებულების მუდმივ შემცირებას გასული წლის სექტემბერში 800 ევროზე მეტიდან 500 ევროზე ნაკლებამდე ამჟამად. მხოლოდ ბოლო 30 დღის განმავლობაში სამვარსკვლავიან სასტუმროებში ფასები 9%-ით, ოთხვარსკვლავიან სასტუმროებში 8%-ით, ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში 6%-ით დაეცა.
ერთი თვით ადრე, The Independent-მა აღნიშნა, რომ პარიზში ტურიზმის უმაღლესი ოფიციალური პირები ელოდნენ, რომ თამაშების განმავლობაში სასტუმროების დატვირთვის მაჩვენებელი 60-იდან 70 პროცენტამდე იქნებოდა. შედარებისთვის, 2023 წლის ივლისში დაკავებულობის საშუალო მაჩვენებელი 91% იყო.
1715601380
ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, კალოუბნის ქუჩაზე კორპუსის მშენებლობა დასრულდადედაქალაქის მერი, კახა კალაძე მის მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად, სამგორის რაიონში, კალოუბნის ქუჩაზე, ავარიული სახლის ჩანაცვლების მიმდინარე პროექტს გაეცნო.თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ მისამართზე 4-სართულიანი, ავარიული შენობის ნაცვლად, 10-სართულიანი საცხოვრებელი სახლისა და მიწისქვეშა ავტოსადგომის მშენებლობა უკვე დასრულებულია.„აქ 36 ოჯახი ცხოვრობდა. შედგა მათთან მოლაპარაკება. დროებით გავიყვანეთ ქირით და ხარჯებს მთლიანად მუნიციპალიტეტი ფარავს. რაც შეეხება პროექტს, კორპუსის მშენებლობა დასრულებულია. ამჟამად, მოპირკეთების სამუშაოები მიმდინარეობს. უახლოეს პერიოდში შიდა სარემონტო სამუშაოებს დავიწყებთ. ოქტომბერში კი, ეს 36 ოჯახი შეძლებს, მოწესრიგებულ და გარემონტებულ სახლებში იცხოვროს. ძალიან მიხარია, რომ აღნიშნული პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს. სამწუხაროდ, ქალაქში ბევრი ავარიული შენობა-ნაგებობა გვაქვს. ჩვენი სურვილია, რაც შეიძლება ბევრი ასეთი შენობა ჩანაცვლდეს ახალი ნაგებობით. მზად ვართ, ყველა დაინტერესებულ პირს ხელი შევუწყოთ და რაც შეიძლება მეტი პროექტი განვახორციელოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. ინფორმაციის თანახმად, ადგილზე, ასევე იმყოფებოდნენ თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი, გიორგი პაპავა, სამგორის რაიონის გამგებელი, კახა სამხარაძე და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, რევაზ სოხაძე.მათივე განმარტებით, საცხოვრებელი სახლის ძირითადი კონსტრუქციული სამუშაოები დასრულებულია. ამჟამად, მე-7 სართულზე მიმდინარეობს ელექტროგაყვანილობის მოწყობა, ლესვის სამუშაოები, გათბობის, წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო ქსელების სამონტაჟო სამუშაოები.ახალი საცხოვრებელი კორპუსი 90-ბინიანია. მათგან 36 ერთეული გარემონტებული გადაეცემათ მესაკუთრეებს, ხოლო 54 ერთეული ბინა, თეთრი კარკასის კონდიციაში და 7 ერთეული ავტოსადგომი გათვალისწინებულია მიმწოდებლისთვის სამშენებლო სამუშაოების ღირებულების ნატურით ანგარიშსწორების მიზნით.
1715601319
ბათუმის შემოვლით გზაზე 20 ხიდი და 5 გვირაბი აშენდებაბათუმის ახალი, 14 კმ-იანი შემოვლითი გზა მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს გაივლის. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს გზები“ ავრცელებს.აქამდე, ბათუმისკენ მიმავალი არსებული გზა ტურისტულ და საცხოვრებელ ზონებს კვეთდა, რაც საერთაშორისო სატრანზიტო ტრანსპორტის მიმოსვლასაც ართულებდა.გზის მშენებლობა ამჟამად უკვე მიმდინარეობს. შედეგად, ბათუმის შემოვლითი გზა სრულად განტვირთავს მოძრაობას აჭარის საკურორტო ზონაში და მნიშვნელოვნად გააჯანსაღებს ეკოლოგიურ მდგომარეობას. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 20 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობა.ბათუმის შემოვლითი გზის პროექტი 2024 წელს დასრულდება.
1715600187
McDonald's რესტორნებში კლიენტების დასაბრუნებლად მენიუს აიაფებსამერიკული McDonald's მენიუში 5-დოლარიანი კომბოს დამატებას გეგმავს, რომ ვიზიტორთა გადინება შეამციროს და კლიენტები რესტორნებში დააბრუნოს. ინფორმაციას CBS News ავრცელებს.წყაროს ცნობით, McDonald's-ის კორპორატიული ოფისების ხელმძღვანელები ფრენჩაიზების მფლობელებთან ახალი დაბალფასიანი კერძების დანერგვის შესახებ მოლაპარაკებებს მართავენ. იაფ მენიუში შესაძლოა, შევიდეს McChicken, McDouble ან ოთხნაწილიანი ქათმის ნაგეთსი კარტოფილ „ფრისთან“ და სასმელთან ერთად.დაბალბიუჯეტიანი კომბოს გამოშვებაზე მსჯელობა მას შემდეგ დაიწყო, რაც მენიუზე ფასების ზრდის გამო რესტორნებში დასწრება შემცირდა. პერსონალური ფინანსური მონაცემების ვებგვერდ FinanceBuzz-ის თანახმად, McDonald's-მა აშშ-ში ბოლო ათი წლის განმავლობაში სწრაფი კვების ქსელებს შორის მენიუს ფასები ყველაზე მეტად გაზარდა. კომპანია პროდუქციის გაძვირებას მუშახელისა და ინგრედიენტების ხარჯის ზრდას უკავშირებს.საკონსულტაციო კომპანია Revenue Management Solutions-ის იანვრის გამოკითხვის მონაცემებით, ადამიანების, დაახლოებით, 25%, რომლებიც 50 000 დოლარზე ნაკლებს გამოიმუშავებენ, სწრაფი კვების მოხმარებას გაზრდილი ფასების გამო ამცირებენ.McDonald's-ის აღმასრულებელ დირექტორ კრის კემპჩინსკიმ ინვესტორებს განუცხადა, რომ კომპანია უნდა იყოს „ლაზერით ორიენტირებული“ ფასების ხელმისაწვდომობაზე, რომ მომხმარებლები დაბრუნებაში დაარწმუნოს.“მომხმარებლები კიდევ უფრო დისკრიმინაციული ხდებიან თითოეული დოლარის მიმართ, რომელსაც ხარჯავენ, რადგან ყოველდღიურ ხარჯში გაზრდილ ფასებს აწყდებიან, რაც ზეწოლას ახდენს ინდუსტრიაზე. აუცილებელია, ხელმისაწვდომობა წინა პლანზე შევინარჩუნოთ ჩვენი მომხმარებლებისთვის”, - ამბობს კემპჩინსკი.ამასთან, სექტორული ანალიტიკოსები გაფრთხილებას იძლევიან, რომ შემოსავლისა და მოგების პროგნოზების შესასრულებლად სწრაფი კვების ქსელებს დაბალი შემოსავლის მქონე მომხმარებლების მიზიდვა სჭირდებათ.ცნობისთვის: 2015 წლიდან Wendy's-მა წარადგინა მენიუ, „ოთხი 4 დოლარად“, რომელიც პატარა ბურგერს, ოთხნაწილიან ქათმის ნაგეთს, კარტოფილ „ფრისა” და სასმელს შეიცავს, ხოლო 2019 წელს რესტორანმა 5 დოლარად თავისი Biggie Bag დაამატა, რომელიც სენდვიჩს შერჩევით, ქათმის ოთხ ნაგეთს, კარტოფილ „ფრისა” და პატარა სასმელს შეიცავს.
1715591963
საქართველომ რუსული არყის უმსხვილესი იმპორტიორების ათეულიდან Top-5-ში გადაინაცვლასაქართველო რუსული არყის უმსხვილესი იმპორტიორების 2023 წლის წამყვან ხუთეულშია. მონაცემებს „რია ნოვოსტი“ ღია სტატისტიკური მონაცემების გამოთვლის საფუძველზე ავრცელებს.კერძოდ, საქართველომ რუსეთიდან 3,9 მლნ დოლარის არაყი შეიძინა, რითაც ქვეყანა ტოპ 5-ეულში მეოთხე ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ ქვეყანა ანალოგიური მაჩვენებლით 2022 წელს მექვსე ადგილს იკავებდა და წელს ორი საფეხურით სასანქციე აკრძალვის გამო იმპორტიდან დასავლური ქვეყნების ამოვარდნის შედეგად დაწინაურდა. კერძოდ, 2022 წელს საქართველოს წინ უსწრებდა აშშ 5 მლნ დოლარის შესყიდვითა და შემდეგ დიდი ბრიტანეთი 5,5 მლნ დოლარის იმპორტით.გასული წლის ლიდერი ყაზახეთია, რომელმაც რუსეთის მიერ საზღვარგარეთ გაყიდული მოცულობის, თითქმის, ნახევარი, 27,9 მლნ დოლარის არაყი შეიძინა. ამით ყაზახეთმა რუსული არყის უმსხვილესი იმპორტიორების სიაში გასული წლის პირველი ადგილი შეინარჩუნა, თუმცა, 2022 წელთან შედარებით, რაოდენობა 26%-ით შემცირდა. მეორე ადგილზე ისრაელია, რომელმაც, პირიქით, იმპორტი გაზარდა და გასული წლის მესამე ადგილიდან დაწინაურდა. ერთი წლის განმავლობაში ქვეყანამ რუსული არყის შესყიდვა 42%-ით, 12 მლნ დოლარამდე გაზარდა.მესამე ადგილზე 4,5 მლნ დოლარის მოხმარებით სომხეთია იმის მიუხედავად, რომ ქვეყანამ წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი მესამედით შეამცირა.საქართველოს შემდეგ, ანუ მეხუთე ადგილზე აზერბაიჯანია, სადაც რუსეთიდან 3,5 მლნ დოლარის არაყი შევიდა.საერთო ჯამში, 2023 წელს რუსეთმა საზღვარგარეთ 59,7 მლნ დოლარის ღირებულების არაყი გაყიდა, თუმცა 2022 წელს რუსული არყის ექსპორტი შესამჩნევად ჭარბობდა და 141,7 მილიონ დოლარს შეადგენდა. ეს, ძირითადად, ევროპელი მყიდველების შედეგად იყო განპირობებული. მაგალითად, 2022 წელს რუსული არყის უმსხვილეს მომხმარებლებს შორის იყვნენ ისეთი ქვეყნები, როგორიც არის ლატვია, გერმანია და დიდი ბრიტანეთი. თუმცა შემდგომი დასავლური სანქციების პაკეტის ფარგლებში რუსული არყის იმპორტი აიკრძალა და მოცულობაც, თითქმის, 3-ჯერ დაეცა.
1715588926
საქართველოს ბენზინი 5%-ით გაუძვირდა - რა ღირს საწვავი გასამართ სადგურებზესაქართველოში ბოლო ერთი თვის განმავლობაში საწვავის ღირებულება გაიზარდა. საცალო ქსელში ერთი ლიტრი ბენზინის ფასმა 6-დან 20 თეთრამდე მოიმატა. ღირებულება არ შეცვლილა დიზელზე ან თუ შეიცვალა, აქ ზრდა მინიმალური იყო.ფასის ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი „პლატსის“ გაძვირება გახდა. კერძოდ, აპრილში „პლატსის“ ფასი ტონა ბენზინზე 927 დოლარს შეადგენდა, მაშინ როცა მარტში 881.1 დოლარი ღირდა. რაც შეეხება დიზელს, აპრილში აქ „პლატსის“ ფასი 813.23 დოლარიდან 802.5 დოლარამდე შემცირდა.გთავაზობთ, რა ღირს საწვავი რიგ ბენზინგასამართ სადგურებზე და როგორ შეიცვალა მისი ფასი ბოლო ერთი თვის განმავლობაში: Socar:🔵 ნანო სუპერი - 3.72 ლარი (ერთი თვის წინ 3.63 ლარი)🔵 ნანო პრემიუმი - 3.34 ლარი (ერთი თვის წინ 3.17 ლარი)🔵 ნანო ევრო რეგულარი - 3.15 ლარი (ერთი თვის წინ 2.98 ლარი)🔵 ევრო 5 დიზელი - 3.28 ლარი (ერთი თვის წინ 3.24 ლარი)🔵 ნანო ევრო 5 დიზელი - 3.36 ლარი (ერთი თვის წინ 3.33 ლარი)Wissol:🔵 ეკო სუპერი - 3.75 ლარი (ერთი თვის წინ 3.69 ლარი)🔵 ეკო პრემიუმი - 3.35 ლარი (ერთი თვის წინ 3.24 ლარი)🔵 ევრო რეგულარი - 3.17 ლარი (ერთი თვის წინ 3.04 ლარი)🔵 ევრო დიზელი - 3.34 ლარი (ერთი თვის წინ 3.37 ლარი)🔵 ეკო დიზელი - 3.39 ლარი (ერთი თვის წინ 3.32 ლარი)🔵 დიზელ ენერჯი - 3.29 ლარი (ერთი თვის წინ 3.27 ლარი)Gulf:🔵 G-Force სუპერი - 3.77 ლარი (ერთი თვის წინ 3.73 ლარი)🔵 G-Force პრემიუმი - 3.37 ლარი (ერთი თვის წინ 3.27 ლარი)🔵 G-Force ევრო რეგულარი - 3.27 ლარი (ერთი თვის წინ 3.17 ლარი)🔵 ევრო დიზელი - 3.39 ლარი (ერთი თვის წინ 3.39 ლარი)Rompetrol;🔵 სუპერი - 3.75 ლარი (ერთი თვის წინ 3.69 ლარი)🔵 ევრო პრემიუმი - 3.34 ლარი (ერთი თვის წინ 3.25 ლარი)🔵 ევრო რეგულარი - 3.20 ლარი (ერთი თვის წინ 3.11 ლარი)🔵 ევრო დიზელი - 3.43 ლარი (ერთი თვის წინ 3.39 ლარი)🔵 ევრო დიზელი - 3.33 ლარი (ერთი თვის წინ 3.29 ლარი)Portal-ი:🔵 პრემიუმი - 3.09 ლარი (ერთი თვის წინ 2.95 ლარი)🔵 ევრო რეგულარი - 2.89 ლარი (ერთი თვის წინ 2.75 ლარი)🔵 ევრო დიზელი - 3.44 ლარი (ერთი თვის წინ 3.44 ლარი).