ოქროს ბურთი
ხვიჩა კვარაცხელიამ „ოქროს ბურთის“ რეიტინგში მე-6 ადგილი დაიკავა

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა და ფრანგული „პსჟ“-ს ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ 2026 წლის „ოქროს ბურთის“ რეიტინგში მე-6 ადგილი დაიკავა. „ოქროს ბურთის“ რიგით 70-ე დაჯილდოების ცერემონია ლონდონში გაიმართა.2026 წლის „ოქროს ბურთის“ გამარჯვებული მიუნხენის „ბაიერნისა“ და ინგლისის ნაკრების ფორვარდი, ჰარი კეინი გახდა. ჰარი კეინი 2026 წლის საუკეთესო ფორვარდადაც დასახელდა.2026 წლის „ოქროს ბურთის" ათეული ასე გამოიყურება:ჰარი კეინი (მიუნხენის „ბაიერნი");კილიან მბაპე (მადრიდის „რეალი");ლამინ იამალი („ბარსელონა");როდრი („ბარსელონა");ლიონელ მესი (მაიამის „ინტერი");ხვიჩა კვარაცხელია („პსჟ");უსმან დემბელე („პსჟ");ერლინგ ჰოლანდი („მანჩესტერ სიტი");მაიკლ ოლისე (მიუნხენის „ბაიერნი");ფაბიან რუისი („პსჟ").

1793078856

კვარაცხელია
ხვიჩა კვარაცხელია ოპერაციას მიმდინარე კვირაში, კატარში გაიკეთებს - L'Equipe

L'Equipe ხვიჩა კვარაცხელიას ოპერაციის ჩატარების თარიღსა და ლოკაციაზე ინფორმაციას ავრცელებს.,,ხვიჩა კვარაცხელია მიმდინარე სეზონში პსჟ-სთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დანაკლისი იქნება.ქართველმა ფეხბურთელმა ბარსელონასთან გამართულ შეხვედრაში (4:2), მარჯვენა მუხლის ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა და უახლოეს დღეებში ოპერაციას გაიკეთებს.ქირურგიული ჩარევა მომავალი კვირის დასაწყისში, კატარის დედაქალაქ დოჰაში, ასპეტარის კლინიკაშია დაგეგმილი. ოპერაციის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით არ გასაჯაროებულა." - წერს ფრანგული გამოცემა.ოპერაციის შემდეგ ქართველ ფეხბურთელს რეაბილიტაციის ხანგრძლივი პროცესი ელის. დიდი ალბათობით, ის მიმდინარე სეზონში თამაშს ვეღარ შეძლებს.adjarabetarena.com

1792995586

მერაბ დვალიშვილი
გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ, რადგან მასზე მაღალი დონის მებრძოლი ვარ – მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან ბრძოლის წინ

მერაბ დვალიშვილმა პიოტრ იანთან UFC-ს სუპერმსუბუქი (61კგ) წონის საჩემპიონო ბრძოლის წინ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. „აბუ დაბიში ყოფნა ძალიან მახარებს. საბრძოლო კვირეულის რუტინა მიმდინარეობს – ვარჯიშები, წონის კლება და მედიასთან კომუნიკაცია. ფორმაში ვარ და თავს მშვენივრად ვგრძნობ. მართალია, გადატვირთული გრაფიკი მქონდა, მაგრამ წუწუნი არ მჩვევია. პროფესიონალი ვარ და რამე რომც მაწუხებდეს, ოქტაგონზე მაინც გავალ. ახლა კი მოგების უდიდესი სურვილი მაქვს. სანამ ზუსტ დროს გავიგებდი, დალოდება ნამდვილად სტრესული იყო. თუმცა როგორც კი თარიღი დადასტურდა, დაძაბულობა მომეხსნა. ჩხუბი ძალიან მომენატრა და მჯერა, რომ ახლა ჩემს საუკეთესო ვერსიას ვაჩვენებ. რა თქმა უნდა, კონკურენტული გარემო მიყვარს. ჭიდაობამ მომცა საშუალება, ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა და მაყურებლის წინაშე გამოსვლის წნეხს შევჩვეოდი. საქართველოში უამრავი გულშემატკივრის წინაშე გამოსვლა განსხვავებული ემოცია იყო. ამასთან, ამერიკის რამდენიმე შტატშიც ვიასპარეზე, რამაც დამატებითი გამოცდილება შემძინა და განვითარებაში დამეხმარა. ეს მესამე შეხვედრაა. პირველად უპირატესობა ჩემ მხარეს იყო და გავიმარჯვე, მეორე დაპირისპირებაც ცალმხრივად წარიმართა, თუმცა ჩემთვის სავალალოდ დასრულდა. ახლა დარწმუნებული ვარ მოგებაში, რადგან მასზე მაღალი დონის მებრძოლი ვარ და ეს უნდა დავამტკიცო. მომზადებაში დიდი შრომა ჩავდე. ახლა მთავარია, გავიდე, ჩემი საქმე შევასრულო, გამარჯვება ვიზეიმო და მომდევნო კვირას უკვე მშვიდად დავისვენო. მინდა, რომ პოზიტიურად ვიყო და ამ პროცესით ვისიამოვნო. მადლიერების გრძნობა სიმშვიდეს მანიჭებს. UFC-ში მოხვედრა ჩემი ოცნება იყო და ახლა უკვე ამ რეალობაში ვცხოვრობ. მთავარია, ბოლომდე დავიხარჯო და ჩემი სტილი ვაჩვენო. შედეგის მიუხედავად, ბედნიერი ვიქნები, თუმცა ვიცი, რომ თუ ჩემს შესაძლებლობებს სრულად გამოვავლენ, ამ ბრძოლას აუცილებლად მოვიგებ“, – ამბობს დვალიშვილი. მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის საჩემპიონო ბრძოლა 24 ოქტომბერს აბუ დაბიში ჩატარდება.პირველი არხი

1792743060

ოქროს ბურთი
„ოქროს ბურთის“ გამარჯვებულის ვინაობა ცერემონიამდე გასაიდუმლოებული დარჩება - ისტორიაში პირველად დაჯილდოება ლონდონში გაიმართება

გამოცემა France Football ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ 2026 წლის „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულის ვინაობა დაჯილდოების ცერემონიამდე არ გახმაურდეს. გავრცელებული ინფორმაციით, ორგანიზატორები შარშანდელი მიდგომის შენარჩუნებას გეგმავენ და გამარჯვებულის ვინაობას ბოლო მომენტამდე საიდუმლოდ დატოვებენ.მსგავსი წესი 2025 წელსაც გამოიყენეს, როდესაც „ოქროს ბურთი“ ფრანგმა ფეხბურთელმა უსმან დემბელემ მოიგო. მან საკუთარი გამარჯვების შესახებ მხოლოდ სცენაზე, კონვერტის გახსნის შემდეგ შეიტყო. გავრცელებული ცნობით, წელსაც გამარჯვებულის ვინაობა წინასწარ არც თავად ფეხბურთელს ეცოდინება და არც მის კლუბს.გამარჯვებულისთვის შედეგის წინასწარ გაუმხელლობა ახალი პრაქტიკა არ არის. ბოლო წლებში ორგანიზატორები ცდილობენ, დაჯილდოების ცერემონიაზე სიურპრიზი შეინარჩუნონ და გამარჯვებული უშუალოდ ღონისძიების დროს გამოაცხადონ.2026 წლის „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონია 26 ოქტომბერს, ლონდონის „პალადიუმის“ თეატრში გაიმართება. ღონისძიება ინგლისის დედაქალაქში პირველად ჩატარდება და „ოქროს ბურთის“ ისტორიაში საიუბილეო, 70-ე დაჯილდოება იქნება.ჯილდოს მოგების 30 ნომინანტს შორის საქართველოს ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელიაცაა.

1792051740

გიორგი მიქაუტაძე
გიორგი მიქაუტაძის საბაზრო ღირებულება €10 მილიონით გაიზარდა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და „ვილიარეალის“ შემტევის, გიორგი მიქაუტაძის საბაზრო ღირებულება Transfermarkt-ზე 10 მილიონი ევროთი გაიზარდა და 40 მილიონ ევროს გაუტოლდა. შედეგად, გიორგიმ ნაკრებში მეორე ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელის სტატუსი გაიმყარა და ამ დროისთვის სატრანსფერო ფასით მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელიას (€140 მილიონი) ჩამორჩება.გიორგი მიქაუტაძის საბაზრო ღირებულებამ €1-მილიონიან ნიშნულს 2020 წლის ოქტომბერში გადააბიჯა, როდესაც ფეხბურთელი ბელგიური „სერენის“ ღირსებას იცავდა. ის „მეციდან“ სწორედ ამ კლუბში იყო განათხოვრებული.2023 წლის ზაფხულში მიქაუტაძე „მეცმა“ „აიაქსში“ გაასხვისა. ნიდერლანდურმა კლუბმა სანაცვლოდ 16 მილიონი ევრო გადაიხადა. თუმცა „აიაქსში“ გიორგის კარიერა ვერ აეწყო და ის კვლავ „მეცმა“, 13 მილიონი ევროდ გამოისყიდა.2024 წლის ზაფხულში მიქაუტაძე ლიონის „ოლიმპიკს“ შეუერთდა, თუმცა დაახლოებით ერთ წელიწადში, ფრანგულ კლუბს ფინანსური პრობლემების გამო მისი გაშვება მოუწია. გიორგიმ კი კარიერა ესპანეთის ლა-ლიგაში, „ვილიარეალში“ განაგრძო. კლუბმა 25 წლის ქართველი ფეხბურთელი 22 მილიონ ევროდ შეიძინა.წყარო: forbes.ge

1791281820

საქართველოს ნაკრები
საქართველოს ნაკრებისა და უკრაინის მატჩი ფრედ დასრულდა

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის გათამაშების მეორე ტურში უკრაინის ნაკრებს უმასპინძლა და მატჩი ნულოვანი ფრით დასრულდა – 0:0.ვილი სანიოლის წასვლის შემდეგ რამაზ სვანაძემ გუნდი მოედანზე მთავარი მწვრთნელის რანგში პირველად გაიყვანა. ის შემადგენლობაში მკვეთრ ცვლილებებს მოერიდა და ამ ფორმაციის გუნდისთვის უფრო ლოგიკური 3-5-2 განლაგება აირჩია, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე და წიტაიშვილი კი ძირითად შემადგენლობაში დააყენა.მიუხედავად იმისა, რომ სტუმრები „ჯვაროსნების“ შეჩერებას ხისტი თამაშით ცდილობდნენ, საქართველოს ნაკრები უპირატესობას მაინც დაეუფლა და არაერთი მწვავე მომენტი შექმნა.მე-15 წუთზე ხვიჩამ საჯარიმო სახიფათოდ შეასრულა და კარს ბურთი სანტიმეტრებით ააცილა. ყველაზე დიდი საფრთხე 20 წუთზე შეიქმნა: ჩაკვეტაძის შესანიშნავი დარტყმის შემდეგ ტრუბინმა ბურთი „ცხრიანიდან“ მოხსნა და გუნდი გოლისგან იხსნა.მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეცვლილა, უფრო მეტს საქართველოს ნაკრები უტევდა, მაგრამ გოლი არ ჩანდა. მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ შეტევის ხაზი მნიშვნელოვნად შეცვალა – მიქაუტაძე, ჩაკვეტაძე და კიტეიშვილი გაიყვანა და თამაშში ჩართო კვერნაძე, დავითაშვილი და მექვაბიშვილი. გოლი არც ამის შემდეგ გასულა.0:0 – საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის ამ გათამაშებაში პირველი ქულა მოიპოვა.მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი 2 ოქტომბერს უნგრეთის წინააღმდეგ სტუმრად გამართავს.

1790657802

რამაზ სვანაძე
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს

საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს 2028 წლის ბოლომდე ქართველი სპეციალისტი რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს. სვანაძე მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფრანგ ვილი სანიოლს შეცვლის.სანიოლი საქართველოს ნაკრებს 2021 წლის თებერვლიდან ხელმძღვანელობდა. ამ პერიოდში ეროვნულმა გუნდმა 57 მატჩი ჩაატარა.სანიოლის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა ისტორიულ წარმატებას მიაღწია. 2024 წელს გუნდმა პირველად ითამაშა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, სადაც ჯგუფური ეტაპის დაძლევა მოახერხა და ტურნირის საუკეთესო 16 გუნდს შორის მოხვდა.რამაზ სვანაძე დღემდე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს ხელმძღვანელობდა და ახალგაზრდულ გუნდთან ერთად ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ორჯერ იასპარეზა.საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო სამ შეხვედრაში სვანაძეს მისი ასისტენტი გიორგი ადამია შეცვლის.მადლობა, ვილი სანიოლს, საქართველოს ნაკრებში გატარებული თითოეული წუთისთვის და იმ ემოციებისთვის, რომლებიც ამ ისტორიულ გზაზე ერთად გამოვიარეთ.

1790580780

ილია თოფურია
ილია თოფურია დასაბრუნებლად მზად არის – UFC-ს პრეზიდენტი დანა უაითი

UFC-ს პრეზიდენტმა, დანა უაითმა ილია თოფურიას ოქტაგონზე დაბრუნების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ქართველი ბრძოლისთვის მზად არის. „ჩვენი გუნდი მას მუდმივად ეკონტაქტება. ჯერჯერობით კონკრეტული არაფერი დაგვიგეგმავს, თუმცა ილია ბრძოლისთვის მზად არის და, შესაბამისად, ჩვენც. გეიჯისა და პედი პიმბლეტთან დაპირისპირება კარგად ჟღერს და არცერთი ამ ვარიანტის გამორიცხვა არ მსურს. გეიჯისთან რემატჩი შესანიშნავი იქნებოდა, ისევე როგორც პადი პიმბლეტთან ბრძოლა“, – აღნიშნა უაითმა. ილია თოფურიამ ბოლოს მიმდინარე წლის 15 ივნისს თეთრ სახლში ჯასტინ გეიჯისთან იბრძოლა და მსუბუქი წონის (70 კგ) საჩემპიონო ქამარი დათმო.1tv.ge

1789280940

ხვიჩა კვარაცხელია
ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო მიიღო

კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო გადასცეს. ქართველმა ვარსკვლავმა საპატიო პრიზი ლუიშ ფიგუსგან ჩაიბარა.ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის პირველ ტურში "პარი სენ-ჟერმენი" სლოვაკეთის ჩემპიონს, ბრატისლავის "სლოვანს" უპირისპირდება. საქართველოს ნაკრების კაპიტანი ძირითად შემადგენლობაში არ იქნება, ის თამაშს სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს.

1789020000

ხვიჩა კვარაცხელია
ხვიჩა კვარაცხელია „ფრანს ფუტბოლმა“ „ოქროს ბურთის“ 30 ნომინანტს შორის დაასახელა

„ფრანს ფუტბოლმა“ 30 ფეხბურთელის სია გამოაქვეყნა, ვინც ოქტომბერში „ოქროს ბურთისთვის“ იბრძოლებს – ნომინანტთა შორის არის საქართველოს ნაკრების კაპიტანი და „პარი სენ-ჟერმენის“ ერთ-ერთი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია.გასულ სეზონში ქართველი თავდამხმელი ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. მან „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად საფრანგეთის ჩემპიონატი, თასი, სუპერთასი და ჩემპიონთა ლიგა (ზედიზედ მეორედ) მოიგო. საქართველოს ნაკრების კაპიტანს არაერთი მხარდამჭერი ჰყავს მთელ მსოფლიოში, რომლებიც კვარაცხელიასთვის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოს გადაცემას ყველაზე სამართლიან გადაწყვეტილებად მიიჩნევენ.ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ 30 საუკეთესოს შორის ორჯერ იყო ნომინირებული – 2023 წელს მე-17 ადგილი ერგო, ხოლო 2025 წელს მე-13 პოზიცია დაიკავა.„ოქროს ბურთის“ დაჯილოება 26 ოქტომბერს ლონდონში გაიმართება. „ოქროს ბურთის“ 30 ნომინანტი: ხვიჩა კვარაცხელია („პარი სენ-ჟერმენი“), პაუ კუბარსი („ბარსელონა“), ჯუდ ბელინგემი („რეალი“), მარკ კუკურელია („ჩელსი“/„რეალი“), უსმან დემბელე („პარი სენ-ჟერმენი“), ბრუნო ფერნანდეში („მანჩესტერ იუნაიტედი“), ლუის დიასი („ბაიერნი“), ერლინგ ჰოლანდი („მანჩესტერ სიტი“), გაბრიელ მაგალაეში („არსენალი), აშრაფ ჰაკიმი („პარი სენ-ჟერმენი“), ჰარი კეინი („ბაიერნი“), ლამინ იამალი („ბარსელონა), სადიო მანე („ალ ნასრი), მარკინიოსი („პარი სენ-ჟერმენი“), ლაუტარო მარტინესი („ინტერი“), კილიან მბაპე („რეალი“), ნუნუ მენდეში („პარი სენ-ჟერმენი“), ლიონელ მესი („ინტერ მაიამი“), მაიკლ ოლისე („ბაიერნი), ჟოაო ნევეში („პარი სენ-ჟერმენი“), უილიამ პაჩო („პარი სენ-ჟერმენი“), ხულიან კინიონესი („ალ ქადსია“), დეკლან რაისი („არსენალი“), როდრი („მანჩესტერ სიტი“/„ბარსელონა“), დაიოტ უპამეკანო („ბაიერნი), ფერან ტორესი („პარი სენ-ჟერმენი“/„ბარსელონა“), ფაბიან რუისი („პარი სენ-ჟერმენი“), ვილიამ სალიბა („არსენალი), ვიტინია („პარი სენ-ჟერმენი“), ვინისიუს ჟუნიორი („რეალი“). 1tv.ge

1788938394

მამარდაშვილი და კვარაცხელია
ბოლო წლებში „ჯვაროსნების“ ტრანსფერებში 175 მილიონი დაიხარჯა, საქართველო ევროპისთვის, ურუგვაის მსგავსად, მნიშვნელოვანი ბაზარი ხდება – Footballweek-ის ანალიტიკური წერილი ქართულ ფეხბურთზე

გამოცემა Footballweek-მა გამოაქვეყნა ანალიტიკური წერილი ქართულ ფეხბურთზე, სადაც საქართველოს ურუგვაის ადარებს.„საქართველო ევროპული კლუბებისთვის საფეხბურთო ტალანტების მსხვილი მიმწოდებელი ხდება. ევროპის ტოპ 5 ლიგებში 13 ქართველი ფეხბურთელია, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში დადასტურებული ტრანსფერების ჯამური ღირებულება 175 მილიონ ევროზე მეტია. ნებისმიერი პროფესიონალი სკაუტის და სპორტული დირექტორისთვის გასაგებია, რომ საქართველოში სისტემა მუშაობს, მაგრამ ტალანტების ექსპორტის მოდელი საფეხბურთო ბაზარმა ჯერ სრულად ვერ აღიქვა.ქართული კლუბები ფეხბურთელებს ევროპის საშუალო დონის ლიგებში უშვებენ, სადაც უკვე ტოპ ლიგებისთვის ემზადებიან. ეს განვითარების მოდელია, რომელიც საქართველოს ბაზარზე დამკვიდრდა. ტალანტების ექსპორტი მოსახლეობის რაოდენობასთან ასევე არაპროპორციულია ურუგვაიშიც, რომლის მოსახლეობა 3.5 მილიონია, რაც თითქმის უტოლდება საქართველოს მოსახლეობას.საუკუნეზე მეტია, ეს ქვეყანა მისაბაძი მაგალითია. საქართველო მსგავს სახელს ახლა იმკვიდრებს. ევროპული გუნდების მიმწოდებელი ორი აკადემიაა – „დინამო თბილისი“ და თბილისის „იბერია“. ორივე აკადემიაში „ბარსელონას“ გამოცდილებაზე დაფუძნებული მეთოდოლოგია მუშაობს.გიორგი მიქაუტაძე ასახავს ბერკეტს, რომელიც საქართველომ გაააქტიურა, მაგრამ ეს იზოლირებული შემთხვევაა და არა პროგრამა. საქართველოს ჰყავს დიასპორა, რომელიც განაწილებულია მთელ ევროპაში – საბერძნეთში, გერმანიაში, იტალიასა და ესპანეთში.ეროვნული ლიგა არის სათბური და არა დანიშნულების ადგილი. ეს ზუსტად იგივე სტრუქტურული პრობლემაა, რაც ურუგვაიში: „ნასიონალი“ და „პენიაროლი“ ზრდიან მოთამაშეებს, რომელთა შესანარჩუნებლად ევროპას ეკონომიკურად კონკურენციას ვერ უწევენ.საუკეთესოები 17-დან 19 წლამდე ასაკში ქვეყანას ტოვებენ. კლუბი აღზრდის ხარჯებს ფარავს, შემოსავლებს ევროპული ბაზარი ითვისებს, ხოლო ქვეყანა ამ ღირებულების ნაწილს ტრანსფერების საფასურითა და საერთაშორისო რეპუტაციის მეშვეობით იბრუნებს. ფეხბურთელთა ექსპორტი სისტემის პრობლემა არ არის, ეს მისი მოსალოდნელი შედეგია.ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველო პერიფერიული ბაზრიდან ისეთ ბაზრად გადაიქცა, სადაც მსხვილი ევროპული კლუბები 17 წლის მოთამაშეებისთვის აქტიურად იბრძვიან. ამას პრაქტიკული შედეგები მოჰყვა: ახალგაზრდა ქართველი მოთამაშეების საფასური გაიზარდა, ზოგჯერ 4-5 წლის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით ორჯერ ან ოთხჯერ მეტადაც“.წყარო: პირველი არხი

1788412031

კალათბურთი
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი პორტუგალიაში მოიგო

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მერვე მატჩი პორტუგალიაში გამართა. მეტისმეტად დაძაბულ შეხვედრაში გაიმარჯვა საქართველომ – 98:90.ურთიერთშეხვედრამდე როგორც პორტუგალიას, ისე საქართველოს ჯგუფში 4 მოგება ჰქონდათ. ეს გუნდები მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტები არიან. გამარჯვება ნებისმიერისთვის დიდი ნაბიჯი იქნებოდა მიზნისკენ, რადგან ექვსგუნდიანი ჯგუფიდან მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატზე მხოლოდ სამი საუკეთესო გადის.წინასწარი პროგნოზების მიხედვით, ფავორიტის სტატუსი საქართველოს ჰქონდა. ეს ლოგიკურიც იყო, რადგან თუ პორტუგალიას ერთი NBA-ელი ჰყავს, ჩვენს გუნდში ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ორი მოთამაშეა, გვყავს ევროლიგის საუკეთესო ფორვარდი და მაღალი დონის ამერიკელი გამთამაშებელი.ასეთი ხარისხის გუნდებთან მეტოქეები გამარჯვების გასაღებს დაცვაში ეძებენ. პორტუგალიაც ასე იყო. თავიდანვე გამოჩნდა მწვრთნელის მითითება – მაქსიმალურად შეეშელათ ხელი ქართველების ინდივიდუალური თუ კომბინაციური თამაშისთვის. მასპინძლები უმეტეს შემთხვევაში ქართველ ლიდერებზე ბურთის მიღებისთანავე ჯარიმდებოდნენ, პირველ ტაიმში საქართველოს უკვე 20 საჯარიმო ჰქონდა ნასროლი და 18 ჩაგდებული (საბოლოოდ 32-დან 27).„ბოსტონ სელტიკსის“ ცენტრი კეტა ფარქვეშ ბევრს იბრძოდა, ბურთსაც ხსნიდა, პასებსაც კარგად არიგებდა და აგდებდა კიდეც. იყო მომენტი, როცა პირველ ტაიმში პორტუგალია 22:11 დაწინაურდა, თუმცა საქართველოს ნაკრებმა სტაბილური თამაშით სხვაობა ნელ-ნელა შეამცირა და პირველი ტაიმის ბოლო წამზე მამუკელაშვილის სამქულიანის შემდეგ პორტუგალია მხოლოდ ერთი ქულითღა იგებდა – 42:41.მეორე ტაიმში რატი ანდრონიკაშვილის ჩაჭრის, სამქულიანისა და მამუკელაშვილის 2+1 ქულის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა უპირატესობა მოიპოვა – 57:52. მეოთხე პერიოდის წინ საქართველო 70:66 დაწინაურდა.უნდა აღინიშნოს ალექსანდრე ჯიკიჩის სტრატეგიული ჩანაფიქრი. ისევე როგორც მონტენეგროსთან, საქართველოს ნაკრებმა დაცვაში აგრესია მეოთხე პერიოდში გაამძაფრა, შეტევაში კი ტემპს ძალიან უმატა, რისთვისაც პორტუგალიელები მოუმზადებლები აღმოჩნდნენ და საქართველო მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე 87:71 დაწინაურდა. ეს უკვე გამარჯვებას ნიშნავდა.უნდა აღინიშნოს, რომ ეს რატი ანდრონიკაშვილისთვის ყველაზე შედეგიანი მატჩი იყო საქართველოს ნაკრებში. მას 2022 წელს ესპანეთთან 17 ქულა ჰქონდა ჩაგდებული, ხოლო პორტუგალიაში 20 ქულამდე ავიდა, რასაც 4 ჩაჭრა მიამატა. შეხვედრის ბომბარდირი თორნიკე შენგელია გახდა, რომელმაც 26 ქულა ჩააგდო, მამუკელაშვილის ანგარიშზე კი 22 ქულაა.ამავე ჯგუფში ათენში საბერძნეთის ნაკრებმა დამატებით დროში დაამარცხა ესპანეთი – 108:106.სატურნირო მდგომარეობა თ მ წ სხ ქ 1. ესპანეთი 8 5 3 +91 13 2. საქართველო 8 5 3 +23 13 3. პორტუგალია 8 4 4 +34 12 4. უკრაინა 7 5 2 +51 12 5. საბერძნეთი 8 4 4 +21 12 6. მონტენეგრო 7 4 3 -50 11 I ჯგუფი 26 ნოემბერი, 2026მონტენეგრო-ესპანეთიპორტუგალია-უკრაინასაბერძნეთი-საქართველო29 ნოემბერი, 2026ესპანეთი-საბერძნეთიუკრაინა-მონტენეგროსაქართველო-პორტუგალია26 თებერვალი, 2027პორტუგალია-ესპანეთისაბერძნეთი-უკრაინამონტენეგრო-საქართველო1 მარტი, 2027ესპანეთი-მონტენეგროუკრაინა-პორტუგალიასაქართველო-საბერძნეთიპირველი არხი

1788245968