რა ღირს ბაზრებსა და მარკეტებში იმპორტირებული და ადგილობრივი წარმოების კიტრი/პომიდორი

კიტრი და პამიდორი

საქართველოში მიმდინარე წლის მარტში იმპორტირებულია 1,5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 3 348 ტონა პომიდორი. ამასთანავე, საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში შემოვიდა 1,2 მლნ აშშ დოლარის 2 724 ტონა კიტრი.

საქართველოს გასულ თვეში 1 კგ პომიდვრის იმპორტი 0.45 დოლარი (კურსით 1,2 ლარი), ხოლო კიტრის იმპორტი 0.44 დოლარი (1,2 ლარი) დაუჯდა.

სუპერმარკეტებში 1 კგ იმპორტული პომიდვრის ფასი 4 ლარიდან იწყება, ხოლო კიტრის 3,5 ლარიდან. მონაცემები აჩვენებს, რომ იმპორტული პომიდორი მინიმუმ 233%-იანი ფასნამატით, ხოლო კიტრი 192%-იანი ფასნამატით იყიდება. 

რაც შეეხება ბაზრებს, აქ 1 კგ იმპორტული პომიდვრის ფასი 1,5 ლარიდან იწყება, ხოლო კიტრი 2.5 ლარიდან. მონაცემების თანახმად, იმპორტული პომიდორი ბაზარზე იყიდება 25%-იანი, ხოლო კიტრი 108%-იანი ფასნამატით.

ამასთანავე, 2024 წლის მარტში საქართველოდან იმპორტირებულია ადგილობრივი წარმოების 120 ათასი დოლარის ღირებულების 131 ტონა პომიდორი და 4 ათასი დოლარის 6 ტონა კიტრი.

აღნიშნული მონაცემების თანახმად, 1 კგ ქართული წარმოების კიტრის საექსპორტო ფასი 0.7 დოლარს (კურსით 1,9 ლარი) შეადგენს, ხოლო პომიდვრის 0.92 დოლარს (კურსით 2.5 ლარი).

ბაზრებზე ქართული წარმოების პომიდვრის ფასი 3,5 ლარიდან იწყება, ხოლო კიტრის ფასი 3 ლარიდან. რაც შეეხება ქსელურ მარკეტებს, 1 კგ ქართული პომიდვრის ფასი 6 ლარიდან იწყება, ხოლო კიტრის - 7 ლარიდან.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის მარტში, გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, პომიდვრის იმპორტი 12%-ით შემცირდა, კიტრის კი 29%-ით გაიზარდა. ამასთანავე, მარტში ქართული წარმოების კიტრის ექსპორტი 58%-ით შემცირდა, პომიდვრის კი 55%-ით არის შემცირებული.