რომელი ქვეყნების მოქალაქეები ითხოვენ თავშესაფარს საქართველოში

მიგრანტები

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, წელს I კვარტალში, ლტოლვილის სტატუსი ჯამში 3 მოქალაქეს მიეცა. ამათგან, ორი ირანის მოქალაქეა, ხოლო ერთი დაუდგენელი.

ამავე მონაცემების თანახმად, საანგარიშო პერიოდში, თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრირებულია, ჯამში, უცხოეთის 379 მოქალაქე, ამათგან ყველაზე ბევრი, 17,4% უკრაინის მოქალაქეებზე მოდის.

უფრო კონკრეტულად, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრირებულია: უკრაინის 66 მოქალაქე, ინდოეთის - 51, ირანის - 45, თურქეთის - 43, პაკისტანის - 35, რუსეთის - 23, ერაყის - 15, იორდანიის - 14, ნიგერიის - 12, ეგვიპტის - 11, სირიის - 10, ბელარუსის -9, და ა.შ.

სტატისტიკის მიხედვით, წელს, I კვარტალში, საქართველოს დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებულია უცხო ქვეყნის 59 მოქალაქე. ამათგან, ყველაზე ბევრი, 23 მოქალაქე აზერბაიჯანიდან იყო, 10 - ჩინეთიდან, 6 - რუსეთიდან, 4- თურქეთიდან და ა.შ.