ტაილანდში წელს სიცხის შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა

სიცხე

ტაილანდში წელს სიცხის შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას france24-ი ავრცელებს. 

ბანგკოკის საქალაქო ხელისუფლებამ მოსახლეობა მოსალოდნელი ექსტრემალური სიცხის ( 52 გრადუს ცელსიუსი) შესახებ გააფრთხილა.

ტაილანდის დედაქალაქში ჰაერის ტემპერატურამ ოთხშაბათს 40.1 გრადუსს მიაღწია და მსგავსი ტემპერატურაა ნავარაუდევი დღესაც.

ჯანდაცვის სამინისტრომ ოთხშაბათს განაცხადა, რომ 2024 წლის 1 იანვრიდან 17 აპრილამდე სითბური ინსულტისგან 30 ადამიანი გარდაიცვალა.