ლეგენდარული აირტონ სენას Honda NSX აუქციონზე იყიდება

აირტონ სენას Honda NSX

ფორმულა 1-ის ლეგენდარული პილოტი აირტონ სენა ცხოვრების განმავლობაში სამ Honda NSX-ს ფლობდა, მათგან ერთ-ერთი კი აუქციონზე გასაყიდადაა გამოტანილი. 3-ლიტრიანი V6-ით აღჭურვილ, 271-ცხენისძალიან და 283-ნიუტონმეტრიან NSX-ს 0-დან 100 კმ-სთ-ის განვითარება 5.8 წამში შეუძლია. მისი მაქსიმალური სიჩქარე 265 კმ/სთ-ია.

მას შემდეგ, რაც სენამ ავტომობილების ტესტირებებში მიიღო მონაწილეობა, მან Honda-ს შასის გამაგრება ურჩია. დღესდღეობით ავტომობილს რობერტ მაკფეიგანი ფლობს, რომლის ხელშიც 2013 წლიდან იმყოფება და ამჟამად ის დიდ ბრიტანეთშია განთავსებული.

მაკფეიგანის განცხადებით NSX-ი საოცარი მანქანაა, რომელიც გულშემატკივარს განსაკუთრებულ სიამოვნებას ანიჭებს. ავტომობილს დამატებით ღირებულებას კი მისი ყოფილი მფლობელი აირტონ სენა სძენს, რომელიც ფორმულა 1-ის სამ გზის ჩემპიონია.

ავტომობილის შესაძენი განცხადება Auto Trader UK-ზეა ატვირთული და ამჟამინდელი მფლობელი მის სანაცვლოდ 622 ათას დოლარს ითხოვს.