1746084729
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ქვეყანასა და მსოფლიოს მართავს

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ქვეყანას და მსოფლიოს მართავს. განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გამოცემა The Atlantic-თან ინტერვიუში გააკეთა.
ტრამპმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ განსხვავდება მისი პრეზიდენტობის ორი ვადა ერთმანეთისგან.
"პირველი ვადისას ორი რამის გაკეთება მიწევდა - ქვეყნის მართვა და გადარჩენა. მეორე ჯერზე კი მე ქვეყანასა და მსოფლიოს ვმართავ", - თქვა ტრამპმა.
ინტერვიუში ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ არ აპირებს მესამე ვადით კენჭისყრას.
1746346200
რომელია ყველაზე ძვირი და იაფი ქვეყნები მიგრანტებისთვის - InterNations-ის ახალი კვლევადღეს ბევრი ადამიანი თავის ცხოვრებაში იღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას სხვა ქვეყანაში გადასვლის შესახებ.ამ ტენდენციის უკან ბევრი ფაქტორი დგას - მაგალითად, სამსახურის შეცვლა, ცხოვრების ხარისხის შეცვლა, შემოსავლის გაზრდის სურვილი და ა.შ.Google-ის მონაცემებმა აჩვენა, რომ აშშ-ში არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, სხვა ქვეყნებში საცხოვრებლად გადასვლის შესახებ ძიების რაოდენობა 1000%-ზე მეტით გაიზარდა.ემიგრანტთა შესახებ მსოფლიოს უმსხვილესმა ორგანიზაციამ InterNations-მა გამოაქვეყნა Expat Insider-ის პირადი ფინანსების ინდექსი, რომელშიც ემიგრანტისთვის ყველაზე ძვირი და იაფი ქვეყნები გამოავლინა.ინდექსი ეფუძნება ცხოვრების საერთო ღირებულებას, ფინანსური მდგომარეობით კმაყოფილებას და საკმარის შემოსავალს კომფორტული ცხოვრებისთვის.გთავაზობთ საცხოვრებლად მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ და ყველაზე იაფ ქვეყნებს ემიგრანტებისთვის InterNations-ის მონაცემების მიხედვით.5 ყველაზე ძვირი ქვეყანაა:კანადაქვეყანაში გამოკითხულთა ნახევარზე მეტი თვლის, რომ მათი შემოსავალი კომფორტული ცხოვრებისთვის საკმარისი არ არის. კანადის საჯარო მოხელეთა კავშირის მონაცემებით, ხელფასები კვლავ ჩამორჩება ინფლაციას, რაც ზრდის ცხოვრების ხარჯებზე ზეწოლას.მაგალითად, კანადაში მცხოვრებმა ესპანელმა დაიჩივლა, რომ „რესტორანში ან ბარში წასვლა მისთვის ფუფუნებაა“.არაკომერციული ორგანიზაცია „ანგუს რიდის ინსტიტუტის“ ანგარიშის თანახმად, ხუთიდან ორი ახლადჩასული განიხილავს კანადის სხვა პროვინციაში გადასვლას ან თუნდაც ქვეყნის სამუდამოდ დატოვებას ხელმისაწვდომი საცხოვრებლის არარსებობის გამო.დიდი ბრიტანეთიდიდ ბრიტანეთში ემიგრანტების მდგომარეობა ცხოვრების მძიმე კრიზისის ფონზე დიდად უკეთესი არ არის.ინდექსის მიხედვით, გამოკითხულთა 58% ცხოვრების ღირებულებას უარყოფითად აფასებს.ქვეყანაში საცხოვრებლიდან დაწყებული - საკვებით დამთავრებული, თითქმის ყველაფერი უკიდურესად ძვირია და ბოლოდროინდელმა კვლევამ აჩვენა, რომ დიდ ბრიტანეთში ენერგიის ფასები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია.სინგაპურიროგორც InterNations აღნიშნავს, სინგაპური რეგულარულად შედის მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ ქალაქ-სახელმწიფოს შორის. საკონსულტაციო კომპანია Mercer-ის მონაცემებით, ქალაქ-სახელმწიფო ამჟამად მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა ცხოვრების ღირებულების ინდექსით.InterNations ინდექსის ფარგლებში გამოკითხულთა სამ მეოთხედს სინგაპურში ცხოვრების ღირებულების შესახებ უარყოფითი შეხედულება აქვს. როგორც აღმოჩნდა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფინანსური ხარჯია ქირა.ახალი ზელანდიაახალი ზელანდია InterNations-ის რეიტინგში ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა, სადაც ემიგრანტები ქვეყანაში მძიმე ფინანსურ ტვირთს უჩივიან. აქ განსაკუთრებით ძვირია და რთულად მოსაძებნი საცხოვრებელი.ახალი ზელანდიის სტატისტიკის სამსახურის უახლესი მონაცემების თანახმად, ახალი ზელანდიელები ქვეყანას რეკორდული რაოდენობით ტოვებენ.აშშშესაძლოა, შეერთებული შტატები შესაძლებლობების ქვეყანა არის, მაგრამ ამერიკულ ოცნებას თავისი ფასი აქვს. უცხოელთა ნახევარზე მეტი, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრებას ან მუშაობას გადაწყვეტს, უკმაყოფილოა ცხოვრების ღირებულებით და მხოლოდ 31% არის კმაყოფილი.ქვეყნის ყველაზე დიდი პრობლემებია საცხოვრებლის მაღალი ფასები და ძვირადღირებული ჯანდაცვა.მიგრანტებისთვის ყველაზე იაფი ქვეყნებია:ვიეტნამივიეტნამი ზედიზედ მეოთხე წელია, რაც ხელმისაწვდომობის რეიტინგში ლიდერობს. ქვეყანა მუდმივად ახდენს ემიგრანტებზე შთაბეჭდილებას ცხოვრების დაბალი ფასებით, რაც მას ბევრი ადამიანების ოცნების ადგილად აქცევს.ვიეტნამში ემიგრანტების 86% ცხოვრების ღირებულებას დადებითად აფასებს. ისინი აცხადებენ, რომ საცხოვრებელი, საკვები და კომუნალური გადასახადები ძალიან იაფია.ქვეყნის დიდ ქალაქებში ჯანდაცვის ხარისხი კარგია, იქ ბევრი კერძო სერვისია ხელმისაწვდომი. ვიეტნამში დანაშაულის დონე შედარებით დაბალია.კოლუმბიასამხრეთ ამერიკის ქვეყანა ბოლო წლებში ემიგრანტებს შორის პოპულარული გახდა. ეს ნაწილობრივ მისმა ფინანსურმა მიმზიდველობამ განაპირობა.კოლუმბიაში ემიგრანტების 85% ცხოვრების ღირებულებას დადებითად აფასებს. მათი ფინანსური მდგომარეობით კმაყოფილი გამოკითხულთა 91%-ია.ერთადერთი ნაკლი კოლუმბიაში, დანაშაულის შედარებით მაღალი მაჩვენებელია.ინდონეზიაინდონეზიამ ცხოვრების ხარისხის მხრივ ცუდი ქულები მიიღო, განსაკუთრებით კი ჯანდაცვის და ტრანსპორტის მიმართულებით. თუმცა, გამოკითხულთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში კომფორტულად ცხოვრებისთვის ნაკლები ფულია საჭირო.აქ ცხოვრების ხარჯები მინიმალურია. Numbeo-ს მონაცემებით იაფია გარეთ კვება, საცხოვრებელი და კომუნალური მომსახურება. რესტორანში კვება საშუალოდ მხოლოდ 1.91 დოლარი ღირს, ქალაქის ცენტრის გარეთ ერთოთახიანი ბინის ქირა თვეში საშუალოდ 178 დოლარი დაგიჯდებათ, ხოლო საშუალო ბინის ძირითადი კომუნალური გადასახადები თვეში მხოლოდ 68 დოლარი.პანამაპანამა ჩრდილოეთ ამერიკელი პენსიონერების სამოთხეა. აქ ხუთიდან ოთხი ემიგრანტი კმაყოფილია თავისი ცხოვრებით.გამოკითხულთა 74% კმაყოფილია საკუთარი ფინანსური მდგომარეობით, რაც სხვა ნებისმიერ ქვეყანასთან შედარებით მეტია, ხოლო 88% მიიჩნევს, რომ მათი ოჯახის განკარგვადი შემოსავალი საკმარისი ან საკმარისზე მეტია კომფორტული ცხოვრებისთვის.ფილიპინებიფილიპინებმა ცუდი ქულები მიიღო ცხოვრების ხარისხის მხრივ, თუმცა სხვადასხვა პლიუსები ანაზღაურებს მინუსებს.გამოკითხულთა უმეტესი ნაწილი აცხადებს, რომ ფილიპინებში ცხოვრება იაფია. მათთვის ხელმისაწვდომია საცხოვრებლის ქირა, კომუნალურები, საკვები და სხვა საჭიროებები.ქალაქის ცენტრის გარეთ ერთსაძინებლიანი ბინის საშუალო ქირა თვეში მხოლოდ 174 დოლარია.წყარო: lovemoney.com
1746268444
საბჭოთა პლანეტათაშორისი კოსმოსური აპარატი რამდენიმე დღეში დედამიწაზე ჩამოვარდება - რა საფრთხეებზე საუბრობენ ექსპერტებიუახლოეს დღეებში დედამიწაზე თითქმის ნახევარი ტონა წონის საბჭოთა პლანეტათაშორისი კოსმოსური აპარატი ჩამოვარდება. ეს არის Cosmos-482 სადგურის სადესანტო მოდული, რომელიც 1972 წელს ვენერაზე გაუშვეს, მაგრამ დედამიწის ორბიტაზე დარჩა. ჯერჯერობით ზუსტად არ არის ცნობილი, როდის დაეცემა ის პლანეტის ზედაპირზე, თუმცა ეს დაახლოებით მაისის პირველ ნახევარში მოხდება. უფრო მეტიც, ერთ-ერთი ექსპერტის თქმით, არსებობს რისკი, რომ ის საცხოვრებელ უბნებს მოხვდეს.Cosmos-482 ბაიკონურის კოსმოდრომიდან 1972 წლის 31 მარტის დილით ადრე გაუშვეს. ის სხვა სადგურის სარეზერვო ასლი იყო და ორივე მათგანი Venera-8 პროგრამის ფარგლებში გაუშვეს. ორივე მოწყობილობა სრულიად იდენტური იყო აღჭურვილობისა და მახასიათებლების თვალსაზრისით. ოთხი დღით ადრე გაშვებული Cosmos-482 დანიშნულების ადგილამდე გაემგზავრა და პლანეტის შესწავლის პროგრამა სრულად დაასრულა, ხოლო მისმა სარეზერვო ასლმა ავარია განიცადა და დედამიწის ორბიტაზე დარჩა.ექსპერტების შეფასებით, Cosmos-284 უკონტროლოდ დაეცემა და, რაც განსაკუთრებით საშიშია, დიდი ალბათობით, სრულად არ დაიშლება და არც ატმოსფეროში დაიწვება, საქმე იმაშია, რომ სადესანტო მოდული ვენერას ზედაპირზე დასაშვებად იყო შექმნილი. ამ პლანეტას უფრო სქელი ატმოსფერო და უფრო მაღალი ტემპერატურა აქვს, ამიტომ სადგური შექმნილია უფრო მკაცრი დაშვების პირობების გასაძლებად.როგორც bbc-ის რუსულ რედაქციასთან საუბარში ექსპერტი გიორგი ტრიშკინი აცხადებს, ორბიტალურ პარამეტრებზე დაფუძნებული გამოთვლები მიუთითებს, რომ ნამსხვრევების ჩამოვარდნის არეალი თითქმის მთლიანად ხმელეთზეა, უფრო ზუსტად, ეგვიპტის, სირიის, თურქეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს, ამიტომ არსებობს რისკი, რომ ის საცხოვრებელ უბნებს მოხვდეს."თუ ვივარაუდებთ, რომ მოწყობილობა სრულად გადარჩება და მიწას 242 კმ/სთ გაანგარიშებული სიჩქარით დაეჯახება, მაშინ დარტყმის ენერგია დაახლოებით 1.1-1.2 მჯ იქნება, რაც შეიძლება რამდენიმე ასეული გრამი ტროტილის აფეთქების ეკვივალენტური იყოს", - აღნიშნა ტრიშკინმა.სხვადასხვა შეფასებით, Cosmos-482-ის დაცემა 8-დან 14 მაისამდე პერიოდში მოხდება.წყარო: mtavari.tv
1746262920
ქვეყნები, სადაც საქართველო კრევეტებს ყიდულობსსაქართველოში კრევეტების იმპორტი შემცირდა. საქსტატის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველომ 15.68 ათასი დოლარის ღირებულების 3.46 ტონა კრევეტები იყიდა, 2024 წლის პირველ კვარტალში კი 18.76 ტონა. შესაბამისად კრევეტების იმპორტი ქვეყანაში თითქმის 82%-ითაა შემცირებული.მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მაჩვენებლებით საქართველომ კრევეტები სულ 3 ბაზრიდან იყიდა, თუმცა მისი იმპორტის 87% უკრაინაზე მოდის.ქვეყნები, სადაც საქართველო კრევეტებს ყიდულობს: უკრაინა - 3.00 ტონა, ბელარუსი - 0.31 ტონა, ბელგია - 0.15 ტონა. საგულისხმოა, რომ საქართველოში კრევეტების იმპორტმა მაქსიმუმს 2024 წელს მიაღწია. გასულ წელს საქართველომ 117.67 ტონა კრევეტები იყიდა, რაშიც 598.25 ათასი დოლარი გადაიხადა. 2025 წელს 2023 წელთან შედარებით კრევეტების იმპორტმა 19%-იანი ზრდა აჩვენა.
1746261120
სოხუმის აეროპორტის გახსნიდან სასტუმრო ჯავშნები უკვე 10%-ით გაიზარდა - რუსეთის ეკონომიკის სამინისტროსოხუმის აეროპორტის გახსნის შემდეგ აფხაზეთში სასტუმროების დაჯავშნის რაოდენობა 10%-ით გაიზარდა - ამის შესახებ რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე დიმიტრი ვოლვაჩმა განაცხადა, რასაც „რია-ნოვოსტი“ ავრცელებს.მისი თქმით, ზაფხულის სეზონზე აფხაზეთში 1.2 მილიონზე მეტ ტურისტს ელოდებიან და დღეის მონაცემებით, საზაფხულო ტურების ნახევარზე მეტი უკვე გაყიდულია.„სოხუმის აეროპორტის გახსნის შესახებ ახალი ამბების ფონზე სასტუმროების დაჯავშნის რაოდენობა 10%-ით გაიზარდა,“ - ამბობს ვოლვაჩი.ის დასძენს, რომ წლევანდელ ზაფხულს 300 ათასზე მეტი რუსი ტურისტი კომფორტულად და სწრაფად შეძლებს სოხუმში თვითმფრინავით ჩასვლას, ხოლო რუსეთსა და აფხაზეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენა ტურიზმის განვითარების ფართომასშტაბიანი სტრატეგიის ნაწილია.„რუსებისთვის აფხაზეთი კვლავ აბსოლუტური ლიდერია ყველაზე ხელმისაწვდომ უცხოურ საპლაჟო კურორტებს შორის,“ - აცხადებს ვოლვაჩი.ცნობისთვის: 1-ელ მაისს, თბილისის დროით 15:47 საათზე მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტიდან სოხუმის მიმართულებით თათრეთის ავიაკომპანია UVT Aero-ს 50-ადგილიანი Bombardier CRJ-200-ის თვითმფრინავი გამოფრინდა. ავიაკომპანიის პრესსამსახურის ცნობით, თვითმფრინავი, თითქმის, სრული დატვირთვით, ანუ ბორტზე 49 მგზავრით აფრინდა. თბილისის დროით, დაახლოებით, 19:20 საათზე თვითმფრინავი სოხუმის აეროპორტში წარმატებით დაეშვა.საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ავიარეისის უკანონოდ შესრულება, ისევე, როგორც საოკუპაციო რეჟიმთან დადებული ე.წ. შეთანხმება სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემისა და ექსპლუატაციის შესახებ, წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების, მათ შორის, გაეროს წესდების და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) კონვენციის უხეშ დარღვევას, რომლის წევრებიც როგორც საქართველო, ასევე, რუსეთის ფედერაციაა.
1746259380
„ლივერპული“ გიორგი მამარდაშვილს ელის, მაგრამ ალისონი გუნდის დატოვებას არ აპირებს - გამოცემა „მირორი“გიორგი მამარდაშვილი ზაფხულში „ლივერპულს“ შეუერთდება, თუმცა გუნდის ამჟამინდელი მეკარე ალისონ ბეკერი კლუბის დატოვებას არ გეგმავს, — ამის შესახებ ინფორმაციას ინგლისური გამოცემა „მირორი“ ავრცელებს.„მოსალოდნელია, რომ ალისონ ბეკერი ზაფხულში საუდის არაბეთიდან მიღებულ წინადადებებს უარყოფს, ხოლო „ლივერპულს“ ამ პერიოდში „ვალენსიიდან“ გიორგი მამარდაშვილი შეუერთდება.ინგლისის ჩემპიონის ხელმძღვანელობამ უკვე იცის, რომ მისი ახალი მეკარე გზაშია. მამარდაშვილმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 29 შეხვედრაში კარი მშრალად შვიდჯერ შეინახა. თუმცა, როგორც ჩანს, „წითლები“ ალისონ ბეკერის გაყიდვას ჯერჯერობით არ განიხილავენ, იმის მიუხედავად, რომ ქართველ მეკარეში მნიშვნელოვანი თანხა გადაიხადეს“, — წერს „მირორი“.ალისონ ბეკერის პერსონალური მწვრთნელი კლაუდიო ტაფარელიც ამტკიცებს, რომ ბრაზილიელი ზაფხულში „ლივერპულის“ დატოვებას არ აპირებს.„საუდის არაბეთიდან ძალიან მაღალი ანაზღაურებაა შემოთავაზებული, მაგრამ ალისონი ყოველთვის ამბობს, რომ კარიერის გაგრძელება „ლივერპულში“ სურს. ის გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა და ამის დანახვა მნიშვნელოვან მატჩებში შეგიძლიათ“, — აცხადებს 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონი.1tv.ge