"რუსეთი მზადაა გააგრძელოს ეკონომიკური თანამშრომლობა" - პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს ხვდება

მსოფლიო 1746944804
პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს, ბადრა გუნბას ხვდება.

რუსული მედიის ცნობით, როგორც მან შეხვედრაზე განაცხადა, რუსეთი მზად არის გააგრძელოს თანამშრომლობა აფხაზეთთან როგორც ეკონომიკურ, ასევე ჰუმანიტარულ სფეროებში.

პუტინის თქმით, რუსეთი და აფხაზეთი ტურისტული ნაკადის გაზრდას აპირებენ.

TASS-ი წერს, რომ საუბრის ღია ნაწილის დასასრულს, გუნბამ პუტინი აფხაზეთში მიიწვია.