1748933923
„უძრავი ქონებების „მონა ლიზა“ - როგორ გამოიყურება ტრამპის ფლორიდის სასახლე, რომელსაც ნახევარ მლრდ-ზე მეტად აფასებს

დონალდ ტრამპი თავის Mar-a-Lago-ს სასახლეს უძრავი ქონებების „მონა ლიზას“ ეძახის და ნახევარ მლრ აშშ დოლარზე მეტად აფასებს.
BBC-ის მიხედვით, სხვადასხვა სპეციალისტთა შეფასებებით ამ ვილის საბაზრო ღირებულება 18-დან 28 მლნ აშშ დოლარამდეა, თუმცა თავად ტრამპი ამბობს, რომ მისი ფასი დაახლოებით 426-დან 612 მლნ აშშ დოლარამდე მეტყეობს, რაც საბაზრო ფასს სულ მცირე 2 200%-ით აღემატება.
აშშ-ის პრეზიდენტმა, რომელმაც ეს სასახლე 1985 წელს 10 მლნ აშშ დოლარად (დღევანდელი შეფასებით, დაახლოებით 130 მლნ) შეიძინა, რამდენიმე წლის წინ ამ უძრავი ქონების შეფასება ფლორიდაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ბროკერ ლოურენს მოენსს დაავალა. მოენსმა სასამართლოს განუცხადა, რომ Mar-a-Lago-ს ღირებულება 1 მლრდ აშშ დოლარს აჭარბებდა.
ტრამპის სასახლე ბარიერის კუნძულებზე, პალმ ბიჩზე, ფლორიდაში მდებარეობს. მისი სრული ფართობი 7 ჰექტარია, უშუალოდ შენობა კი 5 810 კვადრატულ მეტრს მოიცავს: 126 ოთახს, მათგან 58 საძინებელს, 33 სააბაზანოსა და 167 კვადრატული მეტრის მისაღებს, გარდა ამისა, ტერიტორიაზეა 9-ღრმულიანი გოლფის მოედანი და 2.25 მეტრის სიმაღლის კოშკურაა.
უშუალოდ ინტერიერში კი მისაღები ოთახის ოქროსფერი ჭერი ვენეციის აკადემიის „ათასფრთიანი ჭერის“ ასლს წარმოადგენს, ანგელოზების ნაცვლად მზის სხივებით. კედლებს ვენეციური სასახლის ნაქარგი პანელები ამშვენებს, ხოლო შვიდი თაღიდან ანტიკური ესპანური ფარნები ანათებს.
ცხადია, სასახლეში კიდევ უამრავი საინტერესო, ძვირადღირებული და ისტორიული დეტალია. გთავაზობთ ფოტოებს, რომლებიც აშშ-ის 45-ე და 47-ე პრეზიდენტის სასახლის ექსტერიერსა და ინტერიერს ასახავს:
1748936615
იტალიისა და საქართველოს მთავრობები მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების შესახებ ხელმოწერის თაობაზე შეთანხმდნენრომში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა და იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს პოლიციის ატაშემ, ვლადიმერ ბორცვაძემ იტალიის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში - მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს აღნიშნული საკითხის მნიშვნელობას, რაც იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას მისცემს ქართული მართვის მოწმობები გამოცდის ჩაბარების გარეშე გადაცვალონ იტალიურ მართვის მოწმობაში.„შეხვედრაზე მხარეებმა შეთანხმების შინაარსობრივი მხარე განიხილეს და იმედი გამოთქვეს, რომ შესაბამისი პროცედურების ოპერატიულად დასრულების შემდგომ შესაძლებელი იქნება შეთანხმების ხელმოწერა.აღსანიშნავია, რომ იტალიურმა მხარემ თანამშრომლობის სრული მზაობა გამოთქვა.საგულისხმოა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და იტალიის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შორის მრავალი წელია მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკების პროცესი ზემოხსნებუოი შეთანხმების გაფორმების მიზნით.ამასთან, საქართველოს მსგავსი შეთანხმება უკვე აქვს გაფორმებული ესპანეთთან, საბერძნეთთან და ირლანდიასთან“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
1748930512
თბილისის რომელ ქუჩებზე შეიზღუდება დღეს ელექტროენერგია?თბილისში, დღეს გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. თელასი ქუჩების ჩამონათვალს აქვეყნებს:სამგორის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ლორთქიფანიძის, ბაბუციძის და ქინძმარაულის ქუჩების მოსახლეობას.მთაწმინდის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვერეს დაღმართის, ახვლედიანის და ქიაჩელის ქუჩების მოსახლეობას.კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
1748930423
3 ივნისი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში ამინდი კვლავ განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული თბილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. საქართველოს უმეტეს რაიონში დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი; აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი.დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. დასავლეთის 10-15მ/წმ, სანაპირო რაიონებში ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +11, +16°, დღისით +19, +24°; მთაში ღამით +11, +16°, დღისით +18, +23°; მაღალ მთაში ღამით +3, +8°, დღისით +13, +18°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +11, +16°, დღისით +21, +26°; მთაში ღამით +8, +13°, დღისით +17, +22°; მაღალ მთაში ღამით +4, +9°, დღისით +12, +17°.თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°, ღამით+15 °.სოხუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლ. ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +21°, ღამით+16°.გაგრა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლ. ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით+16°.ოჩამჩირე - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლ. ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით+15.ბათუმი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. სამხ-დასავლ. ქარი 10-15მ/წმ, დროგ. შესაძლებელია 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +21°, ღამით+15°.ქობულეთი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. სამხ-დასავლ. ქარი 10-15მ/წმ, დროგ. შესაძლებელია 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით+14°.ფოთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლ. ქარი 10-15მ/წმ, დროგ. შესაძლებელია 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით+16°.ხულო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დას. ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +18, ღამით+8°.ქუთაისი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დას. ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°, ღამით+15°.ჭიათურა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დას. ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°, ღამით+13°ამბროლაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხან. წვიმა ელჭ. დას. ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°, ღამით+14 .ცაგერი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხან. წვიმა ელჭ. დას. ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით+13 .ონი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხან. წვიმა ელჭ. დას. ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით +11.მესტია- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ხან. წვიმა ელჭ. დას. ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +16°, ღამით +8°.გორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დას. ქარი 10-15მ/წმ, დროგ. 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით+12 .ახალგორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დას. ქარი 10-15, დროგ. 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +21°, ღამით+11 .ჯავა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დას. ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით+10.ცხინვალი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დას. ქარი 10-15მ/წმ, დროგ. 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +21°, ღამით+11 .სტეფანწმინდა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დას. ქარი 10-15მ/წმ, დროგ. შეს. 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +13, ღამით+8°.გუდაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დას. ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +12, ღამით+4°.თიანეთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დას. ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +19, ღამით+9°.ახალციხე- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დას. ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22, ღამით +11°.ბორჯომი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დას. ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20, ღამით +12°.ბაკურიანი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დას. ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +14, ღამით +4°.თელავი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დას. ქარი 10-15, დროგ. ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°, ღამით +15°.ყვარელი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დას. ქარი 10-15, დროგ. ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°, ღამით +16°.საგარეჯო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დას. ქარი 10-15, დროგ. 17-22მ/წმ.ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°, ღამით+16°.სიღნაღი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დას. ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით +17°.დედოფლისწყარო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დას. ქარი 10-15მ/წმ, დროგ. 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +21°, ღამით+16 °.ლაგოდეხი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დას. ქარი 10-15, დროგ. 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +29, ღამით +17°.
1748841480
2 ივნისი - როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2 ივნისს მოსალოდნელი ამინდი ასეთია:დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი. დასავლეთის 10-15მ/წმ, დღისით ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +15, +20°, დღისით +18, +23°; მთაში ღამით +10, +15°, დღისით +17, +22°; მაღალმთაში ღამით +8, +13°, დღისით +13, +18°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ჩრდილი-მთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია ძლიერი და სეტყვა. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, დღისით ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +13, +18°, დღისით +20, +25°, ზოგან +29°-მდე; მთაში ღამით +8, +13°, დღისით +17, +22°; მაღალმთაში ღამით +5, +10°, დღისით +12, +17°.აღმოსავლეთ საქართველო თბილისი: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°, ღამით +15°. გორი: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°, ღამით +12°. ახალგორი: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +21°, ღამით +11°. ჯავა: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით +10°. ცხინვალი: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით +11°. სტეფანწმინდა: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +13°, ღამით +8°. გუდაური: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +12°, ღამით +6°. თიანეთი: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +21°, ღამით +10°. თელავი: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°, ღამით +16°. ყვარელი: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +28°, ღამით +17°. საგარეჯო: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°, ღამით +16°. სიღნაღი: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +28°, ღამით +17°. დედოფლისწყარო: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +29°, ღამით +16°. ლაგოდეხი: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +29°, ღამით +16°. დასავლეთ საქართველო სოხუმი: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით +17°. გაგრა: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +18°, ღამით +16°. ოჩამჩირე: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +19°, ღამით +16°. ბათუმი: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. სამხრეთ-დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით +16°. ქობულეთი: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. სამხრეთ-დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +21°, ღამით +15°. ფოთი: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით +17°. ხულო: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +17°, ღამით +12°. ქუთაისი: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°, ღამით +15°. ჭიათურა: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 9-14მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით +12°. ამბროლაური: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 9-14მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით +12°. ცაგერი: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 9-14მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +21°, ღამით +12°. ონი: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 9-14მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +19°, ღამით +10°. მესტია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +15°, ღამით +7°. ახალციხე: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით +10°. ბორჯომი: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით +11°. ბაკურიანი: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +16°, ღამით +5°.
1748840400
თბილისში, დღეს მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდებათბილისში, დღეს მოსახლეობის ნაწილს, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. თელასი ქუჩების ჩამონათვალს აქვეყნებს:ისნის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ), სამგორის დასახლების, ვაზისუბნის დასახლების, აეროდრომოს დასახლების, მერვე ლეგიონის დასახლების, ნავთულუღის დასახლების IV, XII ქუჩების, ერევნის, ცუცქირიძის, კალატოზის, გრემის, გაბისკირიას, ვახტანგ მეექვსის, სპარტაკის, ბახვის, ელენე ახვლედიანის, ბაჩანას, კარდანახის, სამოქალაქოს, საამურის, ურიცკის, ქედის, შემოსავლის, აბდუშელიშვილის, მესხიშვილის, ერისთავის, მაცეხის, გიორგი წერეთლის, ლომოურის, ხარაგაულის, ხივინის, ავლაბრის, ხარაბაძის, ჯიქიას, ორბელების, ბეგიაშვილის, ანდღულაძის, ქობულაძის, ზავრიევის, ჩოჩუას, ჯიქიას, კვაჭანტირაძის, ზანდუკელის, ლაღიძის, შანდორ პეტეფის, მანდელშტამის, წულუკიძის, სამგორის და კაკაბეთის ქუჩების მოსახლეობას.კრწანისის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი თელეთის, სოფელი ქვემო თელეთის, ფონიჭალის დასახლების, ზემო ფონიჭალის დასახლების, ფონიჭალის III, IV მიკრორაიონების და ვირსალაძის ქუჩის მოსახლეობას.სამგორის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, II, III მიკრორაიონების, ვარკეთილი-2 I მიკრორაიონის, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის, კუპრაძის, ჯავახეთის, კოტეტიშვილის, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა და სუხიშვილის ქუჩების მოსახლეობას.ჩუღურეთის რაიონიქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), მარჯანიშვილის, წინამძღვრიშვილის და ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩების მოსახლეობას.კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.