1795590037
Black Friday-ის შეთავაზებების ფარგლებში, საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდის ვადა 6 თვემდე გაიზარდა
Black Friday-ის ფარგლებში, საქართველოს ბანკი მომხმარებლებს სხვადასხვა შეთავაზებას სთავაზობს, რათა მათ სასურველი შენაძენი უფრო ხელსაყრელი პირობებით გააკეთონ. შეთავაზებებს შორისაა ნაწილ-ნაწილ გადახდის განახლებული პირობებიც.
30 ნოემბრის ჩათვლით, Black Friday-ის ფარგლებში, საქართველოს ბანკმა ნაწილ-ნაწილ გადახდის ვადა გაახანგრძლივა და მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს 2,500-მდე პარტნიორ ობიექტში მიმდინარე ფასდაკლებებთან ერთად ისარგებლონ ნაწილ-ნაწილ გადახდით და შენაძენის ღირებულება 4-ის ნაცვლად 6 თვეზე თანაბრად გადაანაწილონ.
პარტნიორი ობიექტების სრული სია ნახეთ ამ ბმულზე.
ინფორმაციისთვის, ნაწილ-ნაწილ საქართველოს ბანკის გადახდის მეთოდია, რომელიც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს სასურველი ნივთი შეიძინონ დღესვე, ხოლო თანხა უკვე 6 თვეზე თანაბრად გადაანაწილონ ისე, რომ პროდუქტის ჯამური ღირებულება არ გაუძვირდეთ (ეფექტური 0%). ამასთანავე, მომხმარებლებს შეუძლიათ სასურველი თანხა გადაიხადონ, დარჩენილი კი მომდევნო თვეებზე თანაბრად გადაანაწილონ. შესაბამისად, ნაწილ-ნაწილ გადაიხდით ზუსტად იმდენს, რასაც ერთიანად გადაიხდიდით.
1795671233
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში26 ნოემბერს ქუთაისში წვიმა იქნება, დღისით +12 და ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +1 გრადუსი იქნება.ბათუმშიც ნალექია მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება.წვიმაა ფოთში. დღისით +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში ნალექიანი ამინდია, ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, ღამით კი +2 გრადუსი იქნება.სოხუმშიც წვიმს, +8 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება.მესტიაში თოვს, დღისით -2 გრადუსი იქნება, ღამით კი -11 გრადუსი დაფიქსირდება. ლენტეხში გათოვდება, დღისით -1 , ღამით -9 გრადუსი იქნება.ამბროლაურშიც თოვლს ელოდებიან. ჰაერი +6 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება.ჭიათურაშიც თოვას ვარაუდობენ, დღისით +4 გრადუსი, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება.ახალციხეში უნალექო დღეა, დღისით +7 გრადუსი, ღამით კი -10 გრადუსი იქნება.ახალქალაქშიც უნალექო ამინდს ვარაუდობენ, დღისით +5 გრადუსი, ღამით კი -7 იქნება.ბორჯომშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი, +7 იქნება დღისით, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება.ნალექი არც ბაკურიანშია მოსალოდნელი, დღისით +0 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -12 გრადუსი დაფიქსირდება.თოვლს ელოდებიან გორში, დღისით +6 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -6 გრადუსი დაფიქსირდება.ცხინვალშიც თოვა იქნება, ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.გუდაურში ითოვებს, დღის განმავლობაში +3 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -13 გრადუსი იქნება.ომალოში უნალექო დღეა. დღისით -2 ღამით კი -11 გრადუსი დაფიქსირდება.ლაგოდეხშიც უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +10 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.თელავშიც მზიანი დღეა. დღისით +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი 0 გრადუსია ნავარაუდევი.უნალექო დღეა გურჯაანში, დღისით +9 გრადუსი, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც მზიანი დღე იქნება, დღისით +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -1 გრადუსი დაფიქსირდება.რუსთავში უნალექო ამინდია. დღისით +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.თბილისშიც უნალექო დღეა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -1 გრადუსი იქნება.
1795497564
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში24 ნოემბერს ქუთაისში წვიმა იქნება, დღისით +18 და ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსი იქნება.ბათუმშიც ნალექია მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.წვიმაა ფოთში. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში ნალექიანი ამინდია, ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, ღამით კი +7 გრადუსი იქნება.სოხუმშიც წვიმს, +16 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.მესტიაშიც იწვიმებს. დღისით +6 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ლენტეხშიც წვიმს, დღისით +8 , ღამით -1 გრადუსი იქნება.ამბროლაურშიც წვიმას ელოდებიან. ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.ჭიათურაშიც წვიმიანი დღეა, დღისით +15 გრადუსი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.ახალციხეში ნალექია მოსალოდნელი, დღისით +14 გრადუსი, ღამით კი +2 გრადუსი იქნება.ახალქალაქშიც წვიმაა, დღისით +15 გრადუსი, ღამით კი +3 იქნება.ბორჯომშიც წვიმაა მოსალოდნელი, +14 იქნება დღისით, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.მცირე წვიმაა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -3 გრადუსი დაფიქსირდება.ნალექს ელოდებიან გორში, დღისით +15 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.ცხინვალშიც ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +14 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.გუდაურში წვიმაა მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +5 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსი იქნება.ომალოში მზიანი დღეა. დღისით +10 ღამით კი 2 გრადუსი დაფიქსირდება.ლაგოდეხში მზიანი ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.თელავშიც მზიანი დღეა. დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი.უნალექო დღეა გურჯაანში, დღისით +17 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც მზიანი დღე იქნება, დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.რუსთავში უნალექო ამინდია. დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.თბილისშიც უნალექო დღეა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსი იქნება.
1795240907
ᲠᲝᲒᲝᲠᲘ ᲐᲛᲘᲜᲓᲘᲐ ᲛᲝᲡᲐᲚᲝᲓᲜᲔᲚᲘ ᲓᲦᲔᲡ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲨᲘ21 ნოემბერს ქუთაისში წვიმა იქნება, დღისით +16 და ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსი იქნება.ბათუმშიც ნალექია მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.წვიმაა ფოთში. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში ნალექიანი ამინდია, ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, ღამით კი +11 გრადუსი იქნება.სოხუმშიც წვიმს, +16 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.მესტიაშიც იწვიმებს, დღისით +8 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.ამბროლაურშიც წვიმას ელოდებიან. ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.ჭიათურაშიც წვიმიანი დღეა, დღისით +13 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.ახალციხეში ნალექია მოსალოდნელი, დღისით +9 გრადუსი, ღამით კი +5 გრადუსი იქნება.ახალქალაქშიც წვიმაა, დღისით +8 გრადუსი, ღამით კი +2 იქნება.ბორჯომშიც წვიმაა მოსალოდნელი, +12 იქნება დღისით, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.მცირე წვიმაა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +6 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება. ხაშურშიც წვიმაა მოსალოდნელი. დღისით ჰაერის ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება, ხოლო ღამით +7.ნალექს ელოდებიან გორში, დღისით +11 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.ცხინვალშიც ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.გუდაურში წვიმაა მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +3 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსი იქნება.ომალოშიც ნალექიანი დღეა. დღისით +5 ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.ლაგოდეხშიც ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.თელავშიც წვიმიანი დღეა. დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი.წვიმიანი დღეა გურჯაანში, დღისით +19 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც წვიმაა, დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.რუსთავში წვიმიანი ამინდია. დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.თბილისშიც წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +10 გრადუსი იქნება.
1794975269
როგორი ამინდი იქნება 18 ნოემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვითსინოპტიკოსების პროგნოზით, 18 ნოემბერს საქართველოს უმეტეს ქალაქში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში, სინოპტიკოსები +16 გრადუსს ვარაუდობენ.ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით:გაგრა +16 წვიმასოხუმი +16 უმეტესად ღრუბლიანიზუგდიდი +16 წვიმამესტია + 3 თოვლიფოთი +17 წვიმაბათუმი +19 წვიმაოზურგეთი +17 წვიმაქუთაისი +16 წვიმაამბროლაური +13 წვიმაახალციხე +13 უმეტესად ღრუბლიანიბორჯომი + 14 უმეტესად ღრუბლიანიბაკურიანი +8 უმეტესად ღრუბლიანიგორი +14 უმეტესად ღრუბლიანიცხინვალი +12 უმეტესად ღრუბლიანისტეფანწმინდა +6 უმეტესად ღრუბლიანიგუდაური -1 უმეტესად ღრუბლიანითელავი +15 უმეტესად მზიანირუსთავი +16 უმეტესად ღრუბლიანითბილისი +16 უმეტესად მზიანი
1794721980
შესაძლებელია თუ არა პარალელური სამყაროების არსებობა? - რა მტკიცებულებები აქვთ მეცნიერებსფილმებიდან და სამეცნიერო ფანტასტიკიდან ჩვენთვის კარგადაა ცნობილი კონცეფცია, სადაც ჩვენს გარდა სხვა, პარალელური სამყაროებიც არსებობს. ეს არის ადგილები, სადაც ისტორია სხვანაირად განვითარდა, ან სადაც ჩვენივე “სხვა ასლები“ ცხოვრობენ. მაგრამ რამდენად რეალურია ეს იდეა მკაცრი მეცნიერების გადასახედიდან?ფიზიკოსები და კოსმოლოგები უკვე ათწლეულებია, ცდილობენ უპასუხონ კითხვას: არსებობს თუ არა მულტივერსი და შეგვიძლია თუ არა ოდესმე სხვა სამყაროების აღმოჩენა? 1. რა არის მულტივერსი ფიზიკაში? თანამედროვე ფიზიკაში “მულტივერსი“ არ არის უბრალოდ ფანტასტიკა; ეს არის თეორიული კონცეფცია, რომელიც მკვლევრებმა მათემატიკური გამოთვლებისა და სამყაროს წარმოშობის შესწავლისას მიიღეს.არსებობს რამდენიმე ძირითადი სამეცნიერო ჰიპოთეზა, რომლებიც პარალელური სამყაროების არსებობას უშვებს:კვანტური მექანიკის “მრავალი სამყაროს“ ინტერპრეტაციაერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თეორია ეკუთვნის ფიზიკოს ჰიუ ევერეტს, რომელმაც 1957 წელს წამოაყენა კვანტური მექანიკის ე.წ. “მრავალი სამყაროს“ თეორია.როგორ მუშაობს: კვანტურ დონეზე ნაწილაკებს შეუძლიათ ერთდროულად რამდენიმე მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. ევერეტის თქმით, ყოველ ჯერზე, როდესაც რაიმე არჩევანი ან კვანტური მოვლენა ხდება, რეალობა იყოფა - იქმნება ახალი, განშტოებული სამყარო თითოეული შესაძლო სცენარისთვის.ეს ნიშნავს, რომ არსებობს სამყაროები, სადაც დინოზავრები არ გადაშენებულან, ან სადაც თქვენ სრულიად სხვა პროფესია აირჩიეთ. 2. კოსმოსური ინფლაცია და “ჯიბის სამყაროები“ ასტროფიზიკოსები, რომლებიც დიდ აფეთქებასა და სამყაროს სწრაფ გაფართოებას იკვლევენ, ვარაუდობენ, რომ ჩვენი ხილული სამყარო მხოლოდ ერთი “ბუშტია“ უზარმაზარ მულტივერსში.როგორ მუშაობს: ამ თეორიის მიხედვით, დიდი აფეთქების შემდეგ კოსმოსის სხვადასხვა ნაწილში გაფართოება სხვადასხვა სისწრაფით მიმდინარეობდა. შედეგად, შეიქმნა უთვალავი დამოუკიდებელი “ჯიბის სამყარო“, სადაც ფიზიკური კანონები, შესაძლოა, სრულიად განსხვავებულიც კი იყოს.ეს სამყაროები იმდენად შორსაა ერთმანეთისგან, რომ სინათლის სიჩქარის შეზღუდვის გამო, მათთან კომუნიკაცია ფიზიკურად შეუძლებელია. 3. რას ამბობენ სკეპტიკოსები? მიუხედავად იმისა, რომ მათემატიკური მოდელები ამ თეორიებს უშვებს, ბევრი მეცნიერი მკაცრად აკრიტიკებს მულტივერსის იდეას.მთავარი არგუმენტი სკეპტიკოსებისა არის ის, რომ პარალელური სამყაროები არ ექვემდებარება ექსპერიმენტულ შემოწმებას. მეცნიერების მთავარი პრინციპი კი ისაა, რომ თეორია დამტკიცებისთვის დაკვირვებადი უნდა იყოს.ზოგიერთი ფიზიკოსი თვლის, რომ სანამ რაიმე ფიზიკურ კვალს ვერ ვიპოვით სხვა სამყაროებიდან, მულტივერსი რჩება ლამაზ მათემატიკურ ჰიპოთეზად და არა დამტკიცებულ ფაქტად.წყარო: ambebi.ge



