1789715114
Lion Auctions-ის ერთი წელი - მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში
საქართველოში პირველი ამერიკული სტილის ცოცხალი ავტოაუქციონი, Lion Auctions, უკვე ერთი წელია, რაც ხარისხის სტანდარტს ქმნის ავტოინდუსტრიაში. ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღსანიშნავად 11 სექტემბერს ბათუმში, ანბანის კოშკთან გაიმართა მასშტაბური პირდაპირი ავტოაუქციონი, რომელმაც საზოგადოებისა და განსაკუთრებით ავტომოყვარულების ყურადღება მიიპყრო. ღონისძიებას დაახლოებით 500 სტუმარი დაესწრო. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, აუქციონში მონაწილეობა მიეღოთ სასურველი ავტომობილის დასასაკუთრებლად ან მხოლოდ სტუმრის სტატუსით დაეთვალიერებინათ გამოფენილი მანქანები და შეეგრძნოთ ლაივაუქციონის ემოცია.
წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე ავტომობილები Lion Auctions-მა საგულდაგულოდ შეარჩია. აუქციონამდე ერთი კვირით ადრე, 4-იდან 10 სექტემბრის ჩათვლით, „რადისონის“ პარკინგი ავტომობილების საგამოფენო სივრცედ იქცა. მსურველებს შესაძლებლობა მიეცათ, ადგილზე ენახათ და შეეფასებინათ 10 სხვადასხვა კატეგორიის პრემიუმ, სპორტული და კლასიკური მოდელი.
ქვემოთ მოცემულია ღონისძიებაზე წარმოდგენილი მოდელების მოკლე ჩამონათვალი და საწყისი და საბოლოო ფასები:
- Toyota Camry 2025 — საწყისი ფასი $15 000 — საბოლოო ფასი $20 600
- Lexus RX500h 2023 — საწყისი ფასი $30 000 — საბოლოო ფასი $42 600
- Mercedes-Benz GLE 53 AMG 2021 — საწყისი ფასი $25 000 — საბოლოო ფასი $36 200
- BMW 540 1995 — საწყისი ფასი $9 000 — საბოლოო ფასი $13 600
- Audi Q8 2023 — საწყისი ფასი $25 000 — საბოლოო ფასი $29 000
ღია ცის ქვეშ ზღვისპირას გამართულ ღონისძიებაზე სტუმრებმა ნამდვილი პირდაპირი აუქციონის აზარტი შეიგრძნეს. საუკეთესო შეთავაზებებმა, ხალისიანმა დინამიკამ და წარმატებულმა შენაძენებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ Lion Auctions-მა ბაზარზე ახალი სტანდარტი დაამკვიდრა. ავტომოყვარულებმა გონივრული თამაშის შედეგად სასურველი ავტომობილები დაისაკუთრეს. საღამოს კი სტუმრებმა STEPHANE-ს ენერგიული ცოცხალი შესრულებითაც ისიამოვნეს.
ბათუმში გამართული მასშტაბური აუქციონი Lion Auctions-ისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო, თუმცა კომპანიის გეგმები მხოლოდ ბათუმით არ შემოიფარგლება. სამომავლოდ Lion Auctions ახალი პროექტების განხორციელებას გეგმავს, რათა ავტოაუქციონის გამოცდილება კიდევ უფრო მეტი ადამიანისთვის გახდეს ხელმისაწვდომი.
კომპანია მომხმარებლებს არაერთ სიახლესა და ახალ შესაძლებლობას ჰპირდება.
Lion Auctions-ის შესახებ
Lion Auctions საქართველოში პირველი ამერიკული სტილის ცოცხალი ავტოაუქციონია, სადაც ავტომოყვარულები ავტომობილებს ადგილზე ათვალიერებენ და ღია ბიდინგის პროცესში მონაწილეობენ.
Lion Auctions Lion Group-ის ნაწილია, კომპანიის, რომელიც თითქმის ორი ათწლეულია ბაზარზეა. ამ ჰოლდინგმა ახალი გზები გაკვალა, შექმნა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ეკოსისტემა, დაიმსახურა პარტნიორთა სანდოობა მსოფლიო მასშტაბით და დღეს უკვე 11 ქვეყანაშია წარმოდგენილი. 19 წლის განმავლობაში მისი გუნდი ზრუნავს ახალ-ახალი, უნიკალური, მრავალფეროვანი და გონივრული სერვისების შემუშავებასა და დანერგვაზე პროგრესული ადამიანებისა და ბიზნესისთვის.
Lion Auctions-ის დახმარებით ავტომოყვარულებს შეუძლიათ, შეარჩიონ და შეიძინონ მათთვის სასურველი ავტომობილი ლაივაუქციონით. კომპანია ამერიკის აუქციონებიდან ყოველკვირეულად წეროვნის ავტოსადგომზე საქართველოს ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი ავტომობილების განთავსებას უზრუნველყოფს. ამერიკელი და ქართველი ექსპერტები დეტალურად აფასებენ მანქანის ტექნიკურ მდგომარეობას, ისტორიასა და ხარისხს, რათა მომხმარებლებს მაქსიმალურად სანდო და გამართული შენაძენი ჩააბარონ.
Lion Auctions-ის კიდევ ერთი უპირატესობაა კონკურენტული ფასები, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მიიღოს საუკეთესო შეთავაზება ნებისმიერი ბიუჯეტის ფარგლებში და შეიძინოს მაღალი ხარისხის ავტომობილი ხელმისაწვდომ ფასად.
Lion Auctions მტკიცე, სტაბილური და პასუხისმგებლობიანი პარტნიორია ყველა იმ ადამიანისა და ბიზნესისთვის, რომელსაც სურს ავტომობილის დასაკუთრება.



