1774078980
MAIZEN მომხმარებელს სააღდგომო კოლექციას სთავაზობს, სადაც გემო და ხელოვნება ერთ ისტორიად ერთიანდება
ქართული კონცეპტუალური ბრენდი MAIZEN მომხმარებელს წელსაც განსაკუთრებულ სააღდგომო პროექტს – MAIZEN Easter Collection 2026, ლიმიტირებულ კოლექციას სთავაზობს, რომელიც აერთიანებს კულინარიას, თანამედროვე ხელოვნებასა და დიზაინს.

ქართული კონცეპტუალური ბრენდი MAIZEN წელს მომხმარებელს კვლავ განსაკუთრებულ სააღდგომო პროექტს - MAIZEN Easter Collection 2026 -ლიმიტირებულ კოლექციას სთავაზობს, რომელიც აერთიანებს კულინარიას, თანამედროვე ხელოვნებასა და დიზაინს.
პროექტის მთავარი იდეა არის ტრადიციული სააღდგომო დესერტის - პანეტონეს გადაქცევა არა მხოლოდ გემოვნურ გამოცდილებად, არამედ კულტურულ და ესთეტიკურ ობიექტად, რომელიც აერთიანებს გემოს, ისტორიას და ქართულ შემოქმედებას.
MAIZEN ყოველ წელს ქმნის სააღდგომო კოლექციას, რომელიც აერთიანებს:
- იტალიური ტექნოლოგიით მომზადებულ პრემიუმ პანეტონეს;
- ქართველი მხატვრებისა და დიზაინერების ნამუშევრებს;
- კოლექციურ შეფუთვას, რომელიც პროდუქტს უნიკალურ საჩუქრად აქცევს.

პროექტის ფარგლებში MAIZEN თანამშრომლობს ქართველ დიზაინერ სოფიო გონგლიაშვილთან, რომლის ნამუშევარი კოლექციის ვიზუალურ კონცეფციად იქცა. მის კომპოზიციაში გამოყენებული სიმბოლოები - თეთრი ცხენი, ვარდი და ცისფერი ტონალობა ასახავს აღდგომის მთავარ იდეებს: განახლებას, სიყვარულს და თავისუფლებას.
კოლექციის გასტრონომიული ნაწილი შეიქმნა კონდიტერ ირაკლი კახიძესთან თანამშრომლობით, რომელმაც სპეციალურად MAIZEN-ისთვის შექმნა უნიკალური პანეტონეები, დამზადებული იტალიური ტექნოლოგიით, ბუნებრივი საფუარითა და პრემიუმ ინგრედიენტებით.

MAIZEN-ისთვის ეს პროექტი მხოლოდ პროდუქტის შექმნა არ არის. ბრენდის მიზანია ქართული ხელოვნების და დიზაინის ინტეგრირება თანამედროვე კულტურულ პროდუქტებში, რათა თითოეული კოლექცია იქცეს ისტორიად, რომელიც ინახავს ემოციას, ხელწერას და ტრადიციას.
კოლექცია შექმნილია:
- ოჯახური სააღდგომო სუფრისთვის;
- განსაკუთრებული საჩუქრისთვის;
- კორპორატიული პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის.

ყველა პროდუქტი დამზადებულია საქართველოში და წარმოდგენილია ლიმიტირებული რაოდენობით, რაც კოლექციას კიდევ უფრო განსაკუთრებულს და კოლექციურს ხდის.
MAIZEN - სივრცე, სადაც ხელოვნება და გემო ერთმანეთს ხვდება.
ინფორმაციისთვის, MAIZEN არის კონცეპტუალური ბრენდი, რომელიც აერთიანებს ხელოვნებას, დიზაინს და კულინარიას. მისი პროექტები ხშირად იქმნება ქართველ არტისტებთან კოლაბორაციაში და მიზნად ისახავს თანამედროვე ქართულ კულტურაში ახალი გამოცდილებების შექმნას.
ბრენდის ფილოსოფია სამი სიტყვით გამოიხატება: COLLECT. SHARE. REMEMBER.



