მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წმინდა მოგება გაიზარდა

ბიზნესი 1777543678
მიკროსაფინანსოები

2026 წლის პირველ კვარტალში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წმინდა მოგებამ 51.2 მილიონ ლარი შეადგინა. მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 76%-ით მეტია.

მისოების საკრედიტო პორტფელი 2 მილიარდ ლარს აჭარბებს,  რაც წინა წელთან შედარებით 501 მილიონი ლარით არის გაზრდილი.

საკრედიტო პორტფელში ყველაზე მაღალი ზრდა სალომბარდე სესხებში ფიქსირდება. პირველი კვარტალის მონაცემებით,  1.6 მლრდ ლარის სალომბარდე სესხია გაცემული.

მთლიანობაში, საკრედიტო პორტფელის ძირითადი ნაწილი ფიზიკური პირების დაფინანსებაზე მოდის. იურიდიულ პირებზე კი მხოლოდ 20 მილიონი ლარის სესხებია გაცემული.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ბაზარზე ამ დროისთვის 29 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებს. დასაქმებულთა რაოდენობა 3700-ს აჭარბებს. სექტორი ბაზარზე 380 ფილიალით არის წარმოდგენილი.

bp.ge