„მოჩიკო“ x Mini Melts - ბედნიერების ბურთულები პირველად ქუთაისში

ბიზნესი 1775373000
„მოჩიკო“

ასორტიმენტი გავაფართოვეთ და მომხმარებელს Mini Melts-ის განსხვავებული და მრავალფეროვანი ნაყინი შევთავაზეთ , - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ქუთაისში მდებარე დესერტების მაღაზია Mochiko • მოჩიკო-ს დამფუძნებელმა, თაკო კინწურაშვილმა განუცხადა.

„როგორც მოგეხსენებათ, Mini Melts არის ამერიკელი მეგობრების მიერ შექმნილი ბრენდი, რომლის წარმოებაც შემდგომ ლატვიაში დაიწყო. სწორედ ლატვიიდან ხდება მისი ექსპორტი საქართველოში. გადავწყვიტეთ, მომხმარებლებისთვის ექსკლუზიურად შეგვეთავაზებინა და ახლახან დავამატეთ ასორტიმენტს. ამ ეტაპზე ჩვენთან იყიდება 10 სახეობის ნანო ნაყინი, რომელიც მზადდება თხევადი აზოტით (-197°C). პროდუქტი არ შეიცავს დანამატებს და ქიმიურ საშუალებებს, სწორედ ამიტომ ბავშვებისთვის უნიკალური არჩევანია.

უნდა აღინიშნოს, რომ მომხმარებლების მხრიდან ნაყინმა ძალიან კარგი გამოხმაურება დაიმსახურა. Mini Melts გათვლილია ყველა სეგმენტზე, რადგან რეალიზაციაში წარმოდგენილია ნაყინის სახეობები, მორგებული სხვადასხვა სეგმენტზე.

ინფორმაციისთვის, „მოჩიკოს“ ფილიალი გალაკტიონ ტაბიძის N40 - ში მდებარეობს.