პროდუქციის გაფართოება და რეგიონული ზრდა FantastiClean Georgia სამომავლო გეგმებზე

ბიზნესი 1779515220
FantastiClean Georgia

ბოლო პერიოდში FantastiClean Georgia-მ გააფართოვა პროდუქციის ასორტიმენტი და განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა პრემიუმ ხარისხის ეკომეგობრულ მიკროფიბრის ტილოებზე, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის თანადამფუძნებელმა ირაკლი ზამბახიძემ განუცხადა.

რომელი მნიშვნელოვანი სიახლეები განხორციელდა კომპანიაში ბოლო პერიოდში?

ბოლო პერიოდში FantastiClean Georgia-მ გააფართოვა პროდუქციის ასორტიმენტი და განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა პრემიუმ ხარისხის ეკომეგობრულ მიკროფიბრის ტილოებზე, რომლებიც გამოირჩევა მაღალი მდგრადობით და მრავალფუნქციურობით.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე იყო სპეციალურად „ანტრესთვის" შექმნილი ინდივიდუალურად მორგებული მიკროფიბრის ტილო, რომელიც დამზადდა მათი საჭიროებებისა და მაღალი დატვირთვის სპეციფიკის გათვალისწინებით. „ანტრე" ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დატვირთვის მქონე ობიექტია, ამიტომ მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო გამძლე და ინტენსიური გამოყენებისთვის გათვლილი პროდუქტის შექმნა. აღნიშნული ტილო ამ ეტაპზე ექსკლუზიურად მხოლოდ მათთვის არის ხელმისაწვდომი.

ამასთან ერთად საგრძნობლად შემცირდა ერთჯერადი ხელსახოცების თუ სხვადასხვა უხარისხო ტილოებში დახარჯული მრავალი არა საჭირო ხარჯი.

რა არის FantastiClean Georgia-ს განვითარების მთავარი მიმართულება მომდევნო პერიოდისთვის და როგორ ხედავთ კომპანიის გაფართოების პოტენციალს სამომავლო პერსპექტივაში?

მომდევნო პერიოდისთვის ჩვენი მთავარი მიმართულება იქნება პროდუქციის ხაზის კიდევ უფრო გაფართოება, (ამ წუთისათვის კომპანია ,,მადარტისთვის" ვმუშაობთ სპეციალურად მათ საჭიროებაზე მორგებული ტილოს შესაქმნელად) თანამედროვე cleaning და detailing გადაწყვეტილებების დანერგვა და რეგიონალურ ბაზარზე პოზიციების გაძლიერება.

ვგეგმავთ ახალი პარტნიორობების განვითარებას, ონლაინ გაყიდვების მიმართულების გაძლიერებას და მომხმარებლისთვის უფრო ფართო არჩევანის შეთავაზებას.

სამომავლოდ FantastiClean Georgia-ს ვხედავთ როგორც ინოვაციურ და ლიდერ ბრენდს cleaning & detailing სფეროში, რომელიც მომხმარებელს ხარისხიან, ეკომეგობრულ და თანამედროვე პროდუქტებს სთავაზობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.

ინფორმაციისთვის, FantastiClean Georgia თანამშრომლობს საქართველოს წამყვან კომპანიებთან, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია ბრენდის სახელი, მომხმარებელზე ზრუნვა და სისუფთავის მაღალი სტანდარტები. კომპანიის პარტნიორებს შორის არიან სამედიცინო და საგანმანათლებლო ცენტრები, სასტუმროები, სარესტორნო ქსელები და სხვა.