TOP 5 რესტორანი - ვინ არიან მისი მფლობელები

ბიზნესი 1760165460
რესტორანი

სტუმარმასპინძლობის სექტორი საქართველოში მზარდია. ამ სექტორის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი სარესტორნო ბიზნესია, რომელიც წლიდან წლამდე ტრანსფორმაციას განიცდის. აღნიშნულ სეგმენტში მნიშვნელოვნად გაზრდილია კონკურენცია.

Business Insider Georgia სარესტორნო ბიზნესის ლიდერი კომპანიებით დაინტერესდა და საქსტატიდან გამოითხოვა 2025 წლის II კვარტალის ბრუნვის მოცულობის მიხედვით რესტორნების ტოპ 5 საწარმოს ჩამონათვალი.

მაშ ასე, 2025 წლის II კვარტალში ბრუნვის მიხედვით TOP რესტორნები ასე გამოიყურება:

  • შპს ანტრე
  • სს სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტ ჯგუფი - ემ|გრუპ
  • შპს ბი თი ეი ჯორჯია
  • შპს წისქვილი ჯგუფი
  • შპს ჯი-ემ-თი მთაწმინდა

(სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)

ვინ არიან ამ კომპანიების მფლობელები?

შპს ანტრე - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 04/03/2008. მისი 100%-იანი წილის მფლობელია თამილა მაისურაძე. დირექტორი - თამილა მაისურაძე.

სს სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტ ჯგუფი - ემ|გრუპ - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 30/05/2005. პარტნიორები: ივანე ნიკოლაიშვილი და უჩა უგულავა. გენერალური დირექტორი - უჩა უგულავა.

შპს ბი თი ეი ჯორჯია - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 28/11/2006. მისი 100%-იანი წილის მფლობელია სააქციო საზოგადოება ბი თი ეი ჰავალიმინლარი იესეკ ვე იჩესეკ ჰიზმეთლერი. დირექტორები - ბაჰა ბულბულ და მეჰმეთ ბადემ.

შპს წისქვილი ჯგუფი - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 19/09/2002. მისი 37.99%-იანი წილის მფლობელია ლაშა ჩხაიძე, 17.51%-იანის - ოთარ ლოლაშვილი, 14.5%-ის - ლიდია ბარამია და 30%-ის შოთა საღლიანი.

შპს ჯი-ემ-თი მთაწმინდა - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 26/11/1996. მისი 100%-იანი წილის მფლობელია მთაწმინდა პლატო ჰოლდინგ ქომფანი. დირექტორი - გიორგი თავაძე.