TOP 5 საექსპორტო ბაზარი, სადაც საქართველო ნატურალური წვენების ექსპორტს ახდენს

ბიზნესი 1782368174
წვენები

საქართველოდან ხილისა და ბოსტნეულის წვენების ექსპორტი მზარდ ტრენდზეა. როგორც საქსტატის საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2026 წლის იანვარ-მაისის პერიოდში საქართველომ საექსპორტო ბაზრებზე 14 212.8 ათასი დოლარის ღირებულების 9 011.5 ტონა ხილისა და ბოსტნეულის წვენები გაყიდა. რაც შეეხება 2025 წლის სტატისტიკას, 5 თვეში ექსპორტზე 11 687.1 ათასი დოლარის 6 880.5 ტონა ხილისა და ბოსტნეულის წვენები გავიდა. რაც ღირებულებით ნაწილში 21.61%-ით, ხოლო მოცულობის კუთხით 30.97%-ით არის გაზრდილი.

საქართველოდან ნატურალური წვენების ექსპორტისთვის მთავარი საექსპორტო ბაზარი აშშ-ია.

TOP 5 საექსპორტო ბაზარი, სადაც საქართველო ყველაზე მეტი ღირებულების ნატურალურ წვენებს ყიდის:

  • აშშ - 3 236.2 ათასი დოლარი;
  • ავსტრალია - 2 212.3 ათასი დოლარი;
  • გერმანია - 2 113.2 ათასი დოლარი;
  • რუსეთი - 1 853.0 ათასი დოლარი;
  • იაპონია - 1 040.9 ათასი დოლარი;