2025 წლის პირველ კვარტალში საქართველომ 11,2 მლნ დოლარის ყავა იყიდა

ყავა

2025 წლის პირველ კვარტალში საქართველომ 11 206 230 დოლარის ყავა იყიდა. საქსტატის ინფორმაციით, იანვარ-მარტში საქართველომ 11,206.23 ათასი დოლარის ღირებულების 1,688.90 ტონა ყავა იყიდა. 2024 წლის პირველ კვარტალში კი 1,853.53 ტონა. კლება 9%-ია.

2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოში იმპორტირებული ყავის 45%-ი ინდონეზიაზე მოდიოდა.

TOP-5 ქვეყანა, სადაც საქართველო ყავას ყიდულობს:

  • ინდონეზია - 763.80 ტონა,
  • ვიეტნამი - 288.60 ტონა,
  • რუსეთი - 261.64 ტონა,
  • იტალია - 106.09 ტონა,
  • ბრაზილია - 57.55 ტონა.

საქართველოში ყავის იმპორტმა თავის ისტორიულ მაქსიმუმს 2022 წელს მიარწია, როდესაც ქვეყანამ 7,660.00 ტონა ყავა შეიძინა.

გასულ წელს საქართველოში ყავის იმპორტმა 7,276.63 ტონა შეადგინა, რაც 2023 წლის მაჩვენებლებს 4%-ით ჩამორჩება.