1787555353
ბოლო 7 თვეში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 133 324-ით შემცირდა
სოციალური მომსახურების სააგენტოს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2026 წლის იანვრიდან ივლისამდე საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 710 226-დან 576 902 ადამიანამდე შემცირდა.
შესაბამისად, შვიდ თვეში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 133 324 ადამიანით შემცირდა.
სტატისტიკის მიხედვით, საარსებო შემწეობას იღებდა:
- იანვარში — 710 226 ადამიანი;
- თებერვალში — 709 458;
- მარტში — 667 793;
- აპრილში — 645 920;
- მაისში — 605 033;
- ივნისში — 584 137;
- ივლისში — 576 902.
ამავე პერიოდში საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობა 184 921-დან 145 391-მდე შემცირდა.



