რა ღირს დოლარი და ევრო სავალუტო ჯიხურებში?

ევროს ახალი დიზაინი

ეროვნული ბანკის მიერ 3 აპრილის დადგენილი კურსით, დღეს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6981 ლარი, ხოლო ევროს კურსი 3.1150 ლარია.

ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ თბილისის სხვადასხვა უბნებში მოქმედ სავალუტო ჯიხურებში ლარის გაცვლით კურსს ევროსა და დოლარის მიმართ.

ვალუტის კურსი ჯიხურებში დღეს, 09:30 საათის მდგომარეობით:

ამ მომენტისთვის, (09:30 საათისთვის) საბურთალოზე მდებარე სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.6980 ლარად შეძლებენ, სავალუტო ჯიხურები კი - 2.6930 ლარად ყიდულობენ. ერთი ევროს შეძენა მოქალაქეებს 3.1150 ლარად, გაყიდვა კი 3.1050 ლარად შეუძლიათ.

ჩუღურეთში დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.6980 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.6930 ლარად შეძლებენ. რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს - 3.1150 ლარად, ხოლო გაყიდვა - 3.0970 ლარად შეუძლიათ.

სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ერთი დოლარის ყიდვა მოქალაქეებს - 2.6960 ლარად, გაყიდვა კი - 2.6920 ლარად შეუძლიათ. რაც შეეხება ევროს, ერთ ევროს ყიდვას მოქალაქეები 3.1200 ლარად, გაყიდვას კი - 3.1050 ლარად შეძლებენ.

თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7000 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.6700 ლარად შეძლებენ, რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს 3.1100 ლარად, გაყიდვა კი 3.0700 ლარად შეუძლიათ.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.