რა ღირს დოლარი და ევრო სავალუტო ჯიხურებში?

ვალუტა

ეროვნული ბანკის მიერ 24 ივნისით დადგენილი კურსით, დღეს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6473 ლარი, ხოლო ევროს კურსი 3.0026 ლარია.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ თბილისის სხვადასხვა უბნებში მოქმედ სავალუტო ჯიხურებში ლარის გაცვლით კურსს ევროსა და დოლარის მიმართ.

ვალუტის კურსი ჯიხურებში დღეს, 09:30 საათის მდგომარეობით:

ამ მომენტისთვის, (09:30 საათისთვის) საბურთალოზე მდებარე სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.6470 ლარად შეძლებენ, სავალუტო ჯიხურები კი - 2.6440 ლარად ყიდულობენ. ერთი ევროს შეძენა მოქალაქეებს 3.0150 ლარად, გაყიდვა კი 3.0000 ლარად შეუძლიათ.

ჩუღურეთში დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.6470 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.6430 ლარად შეძლებენ. რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს - 3.0120 ლარად, ხოლო გაყიდვა - 2.9900 ლარად შეუძლიათ.

სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ერთი დოლარის ყიდვა მოქალაქეებს - 2.6480 ლარად, გაყიდვა კი - 2.6440 ლარად შეუძლიათ. რაც შეეხება ევროს, ერთ ევროს ყიდვას მოქალაქეები 3.0150 ლარად, გაყიდვას კი - 3.0000 ლარად შეძლებენ.

თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.6500 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.6200 ლარად შეძლებენ, რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს 3.0200 ლარად, გაყიდვა კი 2.9700 ლარად შეუძლიათ.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.

BPN