რა ღირს დოლარი და ევრო სავალუტო ჯიხურებში?

ვალუტა

ეროვნული ბანკის მიერ 29 აპრილს დადგენილი კურსით, დღეს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7516 ლარი, ხოლო ევროს კურსი 3.1305 ლარია.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ თბილისის სხვადასხვა უბნებში მოქმედ სავალუტო ჯიხურებში ლარის გაცვლით კურსს ევროსა და დოლარის მიმართ.

ვალუტის კურსი ჯიხურებში დღეს, 09:30 საათის მდგომარეობით:

ამ მომენტისთვის, (09:30 საათისთვის) საბურთალოზე მდებარე სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7470 ლარად შეძლებენ, სავალუტო ჯიხურები კი - 2.7450 ლარად ყიდულობენ. ერთი ევროს შეძენა მოქალაქეებს 3.1330 ლარად, გაყიდვა კი 3.1200 ლარად შეუძლიათ.

ჩუღურეთში დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7500 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.7450 ლარად შეძლებენ. რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს - 3.1280 ლარად, ხოლო გაყიდვა - 3.1200 ლარად შეუძლიათ.

სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ერთი დოლარის ყიდვა მოქალაქეებს - 2.7500 ლარად, გაყიდვა კი - 2.7450 ლარად შეუძლიათ. რაც შეეხება ევროს, ერთ ევროს ყიდვას მოქალაქეები 3.1400 ლარად, გაყიდვას კი - 3.1200 ლარად შეძლებენ.

თავისუფლების მოედნების მიმდებარე ტერიტორიაზე, სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7500 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.7250 ლარად შეძლებენ, რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს 3.1350 ლარად, გაყიდვა კი 3.0900 ლარად შეუძლიათ.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.