საქართველოს ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი 8%-ით გაუიაფდა - სად ვყიდულობთ

ნავთობი

საქართველოს ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი 8%-ით გაუიაფდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით 2024 წელს ქვეყანაში 1.303 მლრდ დოლარის ღირებულების 1 595 001 ტონამდე ნავთობპროდუქტები შემოვიდა, 2025 წელს კი 1.358 მლრდ დოლარის ღირებულების 1 809 312 ტონა. გამოდის, რომ 2025 წელს ერთი ტონა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტის ღირებულება ტონაზე 751 დოლარს შეადგენდა, 2024 წელს კი 816 დოლარს.

რაც შეეხება იმპორტიორ ქვეყნებს, როგორც 2024 წელს, ასევე შარშანაც მთავარი იმპორტიორი რუსეთი იყო. ხუთეულში შედიან - ბულგარეთი, რუმინეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი.

ტოპ-5 ქვეყანა, სადაც 2025 წელს საქართველომ ყველაზე დიდი რაოდენობით ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყიდა:

  • რუსეთი - 477.674 მლნ დოლარის 693 645 ტონა
  • რუმინეთი - 230.948 მლნ დოლარის 305 553 ტონა
  • ბულგარეთი - 192.995 მლნ დოლარის 263 583 ტონა
  • აზერბაიჯანი - 117.772 მლნ დოლარის 171 811 ტონა
  • თურქეთი - 107.983 მლნ დოლარის 120 737 ტონა