საწვავი საქართველოშიც გაძვირდა - როგორია ფასები დღეს

საწვავი

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდვების ხანგრძლივი შეფერხების შიშს იწვევს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ნავთობის მომარაგების დაახლოებით მეხუთედი, როგორც წესი, ჰორმუზის სრუტით ხორციელდება. თუმცა, აშშ-ისრაელსა და ირანს შორის ომის დაწყების შემდეგ, სრუტეში გადაადგილება თითქმის შეჩერებულია. ეს კი გავლენას ახდენს ნავთობის გლობალურ ფასებზე. დღეის მდგომარეობით, ბრენტის მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 90-92 დოლარის, ამერიკული ნედლი ნავთობის ღირებულება კი 86-87 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

საერთაშორისო ბირჟებზე მიმდინარე ტენდენცია უკვე საქართველოშიც აისახა და დღეს საწვავის ფასი ზოგ ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურზე უკვე გაზრდილია. საშუალოდ ფასები, საწვავის ტიპის მიხედვით, 2-დან 18 თეთრამდეა გაზრდილი.

უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრესნიუსი”გთავაზობთ მონაცემებს, თუ როგორია საწვავის ფასები დღეს სხვადასხვა ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურზე: (შენიშვნა: ფასები შედარებულია 2026 წლის 7 მარტის მონაცემებთან)

Gulf

  • G-Force სუპერი - 3.53 ლარი;
  • G-Force პრემიუმი - 3.13 ლარი ( 3.07 ლარი იყო):
  • G-Force ევრო რეგულარი - 2.99 ლარი (2.97 ლარი იყო);
  • ევრო რეგულარი - 2.97 ლარი (2.92 ლარი იყო);
  • G-Force ევრო დიზელი - 3.25 (3.13 ლარი იყო);
  • ევრო დიზელი - 3.15 ლარი ( 3.03 ლარი იყო).

Wissol

  • ეკო სუპერი - 3.69 ლარი ( 3.54 ლარი იყო);
  • ეკო პრემიუმი - 3.27 ლარი (3.12 ლარი იყო);
  • ეკო დიზელი - 3.41 ლარი (3.23 ლარი იყო);
  • ევრო დიზელი - 3.36 ლარი (3.18 ლარი იყო);
  • ევრო რეგულარი -3.12 ლარი ( 2.97 ლარი იყო).

Socar

  • ნანო სუპერი - 3.55 ლარი;
  • ნანო პრემიუმი - 3.11 ლარი;
  • ნანო ევრო რეგულარი - 2.95 ლარი;
  • ევრო 5 დიზელი - 2.99 ლარი;
  • ნანო ევრო 5 დიზელი - 3.08 ლარი.

Rompetrol

  • Efix სუპერი - 3.59 ლარი;
  • Efix ევრო პრემიუმი - 3.15 ლარი;
  • ევრო რეგულარი - 3.04 ლარი;
  • Efix ევრო დიზელი - 3.15 ლარი;
  • ევრო დიზელი - 3.10 ლარი.

Portal

  • სუპერი -3.14 ( 2.99 ლარი იყო);
  • პრემიუმი - 2.99 ლარი (2.94 ლარი იყო);
  • ევრო რეგულარი - 2.89 ლარი (2.74 ლარი იყო);
  • ევრო დიზელი - 3.14 ლარი ( 2.99 ლარი იყო);
  • ეფექტური დიზელი - 2.99 ლარი ( 2.84 ლარი იყო).