1789715114
თბილისში პარკირების ჯარიმებიდან ბიუჯეტში 15.7 მლნ ლარი შევიდა - ზრდა 71%-ია
2026 წლის 8 თვეში თბილისში პარკინგის ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობა წლიურად 71%-ით გაიზარდა და 15.7 მლნ ლარი შეადგინა.
უფრო კონკრეტულად, საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, წელს იანვარ-აგვისტოში პარკირების ჯარიმებიდან ბიუჯეტში 15 736 090 ლარი შევიდა, წინა წლის იგივე პერიოდში კი, ეს მაჩვენებელი 9 212 418 ლარი იყო.
რაც შეეხება 2025 წლის სრულ მაჩვენებელს, შარშან ბიუჯეტში აღნიშნული დარღვევიდან ჯამში, 17 527 091 ლარი შევიდა.
ცნობისთვის, 2022 წლის შემოდგომიდან პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა და ნაცვლად 10 ლარისა, 50 ლარი გახდა.
აღსანიშნავია, რომ სტატისტიკის მიხედვით, გაზრდილია ზოგადად საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობაც.
უფრო კონკრეტულად, ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, წელს 8 თვეში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებიდან ხაზინაში 178 053 978 ლარი შევიდა, 2025 წელის ანალოგიურ პერიოდში - 157 246 637 ლარის აკუმულირება მოხდა.



