დღეიდან ჩანაცვლებითი მკურნალობის კერძო ცენტრები უქმდება

ჯანდაცვა 1755237338
მეტადონი

დღეიდან, 15 აგვისტოდან, ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამა სრულად სახელმწიფოს მართვაში გადადის. შესაბამისად, უქმდება ჩანაცვლებითი თერაპიის კერძო ცენტრები და სერვისს, ყველა ბენეფიციარს, სახელმწიფო მიაწვდის.

როგორს ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ გუშინ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნათერაპიის კერძო მიმწოდებლების ბენეფიციარებიდან დიდმა ნაწილმა მიმართა სახელმწიფოს სერვისს და დღეიდან შესაბამისი მომსახურების მიღებას უფასოდ 1 512 პირი შეძლებს.

მისივე ინფორმაციით, სხვადასხვა მიზეზით, 100-მდე ადამიანს ვერ დაერთო ნება მომსახურების გაგრძელებაზე.

ამასთან, მინისტრის განცხადებით, თუკი ვინმეს ჰქონდა სახელმწიფოსთვის მომართვის ობიექტური დამაბრკოლებელი გარემოებები, 22 აგვისტოს ჩათვლით მიმართვის შემთხვევაში გამარტივებული პროცედურების გავლის შედეგად ჩაირიცხება პროგრამაში.

ცნობისთვის, "ოცნების" მთავრობამ კერძო სუბიექტებისთვის ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამის აკრძალვის გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 25 ივნისს მიიღო. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საზოგადოებაში არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ კერძო კომპანიების მიერ გაწეული მომსახურება, ხშირ შემთხვევაში, არა პაციენტის განკურნებას, არამედ მისთვის ნარკოტიკული საშუალების ლეგალურად მიწოდებას ისახავს მიზნად.