კვლევებმა 37.5%-იანი წარმატებით ჩაიარა - იაპონელი მეცნიერები დაუნის სინდრომის პრევენციის ახალ მეთოდზე მუშაობენ

ჯანდაცვა 1753769107
ქრომოსომა

იაპონიის Mie-ს უნივერსიტეტის მეცნიერებმა გენური მედიცინის გამოყენებით, დაუნის სინდრომის პრევენციის უნიკალურ მეთოდს მიაგნეს. საუბარია ტექნოლოგიაზე, რომლითაც მათ დაუნის სინდრომის მქონე პირის კანისა და სისხლის უჯრედებიდან მე-3 დამატებითი ქრომოსომის ამოჭრა შეძლეს.

ლაბორატორიულმა კვლევებმა 37.5%-იანი წარმატებით ჩაიარა. კვლევის მეორე ნაწილი მოდიფიცირებულ გენებზე დაკვირვება იყო. დადგინდა, რომ 23-მა წყვილმა ქრომოსომამ, დამატებითი ქრომოსომის მოშორების შემდგომ ფუნქციონირების რეგენერაცია მარტივად შეძლოს. მეცნიერები განსაკუთრებით ნერვულ სისტემას დააკვირდნენ და დაადგინეს, რომ ცვლილება მასზე უარყოფითად არ მოქმედებს.

უნდა ითქვას, რომ ექსპერიმენტი კვლავ გრძელდება და კიდევ დიდი დროა დარჩენილი იქამდე, ვიდრე ცდები ემბრიონზე დაიწყება. ამისთვის კიდევ არაერთი სამეცნიერო კვლევის ჩატარებაა საჭირო, თუმცა იაპონელი მეცნიერების ლაბორატორიული კვლევები იმედის მომცემად გამოიყურება.

ცნობისთვის, დაუნის სინდრომი ყველაზე გავრცელებული ქრომოსომული გენეტიკური ცვლილებაა, რომლის დროსაც ნაცვლად 46 ქრომოსომისა, გვხვდება დამატებით ერთი ქრომოსომა 21-ე წყვილში. სწორედ ეს დამატებითი ნაწილი იწვევს დაუნის სინდრომს.