5 დარგი საქართველოში, სადაც ყველაზე მაღალი და დაბალი ხელფასებია

ხელფასი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის 1-ელ კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.9%-ით (193.7 ლარით) გაიზარდა და 2 363.8 ლარი შეადგინა.

ამავე სტატისტიკის მიხედვით, მოცემულ საანგარიშო პერიოდში, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი ყველაზე მაღალი - 5 953 ლარი საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სფეროში იყო.

რომელია ყველაზე დაბალ და მაღალანაზღაურებადი საქმიანობები საქართველოში?

უფრო კონკრეტულად, საქმიანობის 5 სფერო, სადაც 2026 წლის 1-ელ კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ყველაზე მაღალი იყო, ასე გამოიყურება:

  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 5 953 ლარი;
  • ინფორმაცია და კომუნიკაცია - 4 291 ლარი;
  • სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება -3 230 ლარი;
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 3 186 ლარი;
  • მშენებლობა - 3164 ლარი.

რაც შეეხება დაბალანაზღაურებად საქმიანობებს, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში ყველაზე დაბალი საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, რომელმაც1 509 ლარით შეადგინა, განათლების სფეროში დაფიქსირდა.

კერძოდ, საქმიანობის 5 სფერო, სადაც 2026 წლის 1-ელ კვარტალში ყველაზე დაბალი ანაზღაურება იყო, ასეთია:

  • ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები - 1 776 ლარი;
  • განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები - 1 751 ლარი;
  • წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები - 1 621 ლარი;
  • სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა - 1 509 ლარი;
  • განათლება - 1 423 ლარი;