აზიის მილიარდერთა დედაქალაქი მუმბაი გახდა

მუმბაი

ჰურუნის კვლევითი ინსტიტუტის მიხედვით, მუმბაი გახდა აზიის დედაქალაქი მილიარდერთა ყველაზე დიდი რაოდენობით. ამ გზით მან უკან პეკინი მოიტოვა.

CNBC წერს, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ინდოეთის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქი აზიაში პირველ ადგილს იკავებს.

2024 წლის გლობალური მდიდარი ქალაქების სიაში პირველ ადგილზეა ნიუ-იორკი (119), შემდეგ მოდის ლონდონი (97), პეკინი (91) და მუმბაი (92). 

ტოპ-10 ქალაქი, სადაც ყვე­ლაზე მეტი მილიარდერია:

🔵 ნიუ-იორკი - 119

🔵 ლონდონი - 97

🔵 მუმბაი - 92

🔵 პეკინი - 91

🔵 შანხაი - 87

🔵 შენჟენი - 84

🔵 ჰონგ კონგი - 65

🔵 მოსკოვი - 59

🔵 ახალი დელი - 57

🔵 სან ფრანცისკო - 52

მოხსენების თანახმად, ამჟამად მსოფლიოში 3 279 მილიარდერია, რაც 5%-ით მეტია 2023 წელთან შედარებით.

ქვეყნების რეიტინგის მიხედვით, ჩინეთი კვლავ ლიდერობს სიაში 814 მილიარდერით, მიუხედავად იმისა, რომ ერთი წლის წინ ქვეყანამ 155 მილიარდერი დაკარგა. მეორე ადგილზე აშშ გავიდა 800 მილიარდერით, ხოლო მესამეზე ინდოეთი 271-ით.

ტოპ-10 ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტი მილიარდერია:

🔵 ჩინეთი - 814

🔵 აშშ - 800

🔵 ინდოეთი - 271

🔵 გაერთიანებული სამეფო - 271

🔵 გერმანია - 140

🔵 შვეიცარია - 106

🔵 რუსეთი - 76

🔵 იტალია - 69

🔵 საფრანგეთი - 69

🔵 ბრაზიალია - 64