დღეიდან Ryanair დიდი ზომის ხელბარგისთვის მგზავრებს 70 ევროთი დააჯარიმებს

ხელბარგი

ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ირლანდიური ავიაკომპანია, Ryanair მაისიდან ხელბარგის წესებს აახლებს და მათი დარღვევისთვის 70-ევროიან ჯარიმას აწესებს.

ინფორმაციას LRT ავრცელებს.

ეს ცვლილებები წელიწადში, თითქმის, 200 მლნ მგზავრს შეეხება.

თვითმფრინავის სალონში მგზავრს უფასოდ მხოლოდ ერთი პატარა ჩანთის ან ზურგჩანთის (40x20x25 სმ-მდე) შეტანის უფლება ექნება, რომელიც სავარძლის ქვეშ უნდა ეტეოდეს. ბარგის ეს ზომები უცვლელი რჩება, თუმცა იცვლება ის, რომ ამ წესის შეუსრულებლობა 70 ევრომდე ჯარიმას გამოიწვევს.

ამასთან, დიდი ზომის, ანუ 55x40x20 სმ-მდე ხელბარგისთვის მგზავრს დამატებითი ბარგის სერვისის შეძენა დასჭირდება. დიდი ზომის ჩემოდნები უნდა დარეგისტრირდეს და თვითმფრინავის საბარგულის განყოფილებაში იქნეს გადატანილი.

ამასთან, როგორც ცნობილი ხდება წელს Ryanair ციფრულ ბილეთებზეც გადადის. კერძოდ, ნოემბრიდან მგზავრებს რეგისტრაციის გავლა Ryanair-ის აპლიკაციის გამოყენებით მოუწევთ ან ავიაბილეთი QR-კოდით ოფიციალური ვებგვერდიდან უნდა ჩამოტვირთონ.

ქაღალდის ბილეთები აღარ დაიბეჭდება.