1713170557
გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულ მეკარეებს შორის მე-7 ადგილზეა
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ესპანური კლუბის, „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულ მეკარეებს შორის მე-7 ადგილზეა.
Transfermarket-ზე გამოქვეყნებული მონაცემით, ქართველი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 5 მილიონით გაიზარდა და ამჟამად, 35 მილიონ ევროს შეადგენს.
1714291800
სად ცხოვრობს ყველაზე მეტი/ცოტა ადამიანი საქართველოშისაქსტატის მონაცემებით, 2024 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 61% საქალაქო დასახლებებში ცხოვრობს. ამასთან, ქ. თბილისის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის მესამედზე მეტს შეადგენს.უფრო კონკრეტულად კი, ყველაზე ბევრი და ყველზე ცოტა ადამიანი საქართველოს შემდეგ რეგიონებში ცხოვრობს:🔵 ქ. თბილისი - 1 258 მლნ🔵 იმერეთი - 442 ათასი🔵 ქვემო ქართლი - 436 ათასი🔵 აჭარის ა.რ. – 363 ათასი🔵 კახეთი - 299 ათასი🔵 სამეგრელო-ზემო სვანეთი - 287 ათასი🔵 შიდა ქართლი - 244 ათასი🔵 სამცხე-ჯავახეთი - 142 ათასი🔵 გურია - 101 ათასი🔵 რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 26 ათასისტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694 600 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1%-ით ნაკლებია.
1714285740
დღეს ბზობის დღესასწაული აღინიშნებამართლმადიდებელი ეკლესია დღეს იერუსალიმში მაცხოვრის დიდებით შესვლას, ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. დიდმარხვის მეექვსე კვირა დღეს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას ზეიმობს, რასაც ბაიაობას, ანუ ბზობას უწოდებენ. იგი ათორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაულია, რომელიც ყოველთვის ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს აღინიშნება.წმინდა სახარების მიხედვით, მაცხოვრის შესვლა იერუსალიმს ძლევამოსილი მეფის სატახტო ქალაქში შესვლას ჰგავდა და მას უბრალო ადამიანებმა საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს. იერუსალიმისკენ მიმავალ მაცხოვარს გზაზე ხალხი სამოსელს უფენდა, ზოგს კი პალმის რტოები ეკავა და ასე ეგებებოდა მას. ყოველი მხრიდან ისმოდა ღაღადისი: "ოსანა ძესა დავითისასა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა! ოსანა, რომელი ხარ მაღალთა შინა!" დღესასწაულთან დაკავშირებით მლოცველები ტაძრებში ბზის რტოებით და სანთლებით მიდიან. ეკლესიებში ბზა იკურთხება, როგორც სიმბოლო უფლისთვის მიგებებისა. ბზობის გამო დიდმარხვის ეს დღე თევზით ხსნილია. შემდეგ ერთი კვირა კი მორწმუნეთათვის მძიმეა, რადგან ვნების შვიდეული აღინიშნება.
1714218480
„მოთხოვნა დიდია, გვიწევს უარის თქმაც“ - ცხოველების სასტუმრო „ციბა“თბილისში ცხოველების სასტუმრო „ციბა“ 2018 წელს გაიხსნა. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას „ციბას“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ალექსანდრა ჯაფარიძე ამბობს, პანდემიის დროს იკლო მოთხოვნამ, მაგრამ შემდეგ ისევ იმატა, მომსახურების ფასი კი დაახლოებით 15%-მდე გაიზარდა. ამჟამად „ციბაში“ შინაური ცხოველების დატოვე 1 დღე-ღამით 15-დან 40 ლარამდე ღირს. „კომერსანტი“ „ციბას“ დამფუძნებელს ცხოველების სასტუმროს შექმნის, პირობებისა და ფასების შესახებ ესაუბრა. როდის გაიხსნა ცხოველების სასტუმრო „ციბა“, რომელ ცხოველებს ემსახურებით და რამდენ სტუმარზეა გათვლილი სასტუმრო?ალექსანდრა ჯაფარიძე, ცხოველების სასტუმრო „ციბას“ ხელმძღვანელი: სასტუმრომ მუშაობა 2018 წლიდან დაიწყო, მაშინ ჯერ კიდევ ვეტერინარიის ფაკულტეტის სტუდენტი ვიყავი. „ციბა“ საოჯახო ტიპის სასტუმროა, სადაც ოჯახთან ერთად ვცხოვრობ. ჩვენს სასტუმროში ცხოველები არ არიან ვოლიერებში, არც გალიებში, არ ვკეტავთ. დიდი ეზო გვაქვს და იმდენ ცხოველს ვიტოვებთ, რამდენსაც შეუძლია, რომ თავისუფლად იყოს. გვყავს ხოლმე 7-8 ძაღლი და 4-5 ფისო. ძირითადად პატარა ზომის ძაღლებს ვიტოვებთ. ვერიდები, რომ ერთდროულად დიდი ზომის რამდენიმე ძაღლი დავიტოვო. კატები სხვადასხვა ოთახებში იზოლირებულად არიან გადანაწილებული.ძაღლებისა და კატების გარდა, კიდევ რომელ ცხოველებს იტოვებთ?ვისაც რა შინაური ცხოველი ჰყავს, შეზღუდვა არ მაქვს, ყველაფერს ვიტოვებთ - თუთიყუშს, თხუნელას, ზღვის გოჭს, თევზებს, წყლის კუს, კურდღელს, ზაზუნას. ერთდროულად მაქსიმუმ 15 ცხოველის დატოვება შეგვიძლია. თითოეული ცხოველის შემთხვევაში სასტუმეროში ფასები როგორია?ძაღლის შემთხვევაში 40 ლარი ღირს დღე-ღამე და საკვები პატრონმა თვითონ უნდა მოიტანოს; კატის შემთხვევაში - 25 ლარი და პლუს საკვები და ქვიშა ტუალეტისთვის; სხვა ცხოველებისთის (კურდღელი, კუ, თუთიყუში, თხუნელა) - 15 ლარი. ესენიც საკვებით უზრუნველყოფილები უნდა იყვნენ.მოთხოვნა როგორია, პანდემიის შემდეგ გაიზარდა?2018 წელს „ციბა“ სტაციონარივით იყო. კლინიკიდან სახლში ვიტოვებდი ცხოველებს, რომელთაც ჯერ პატრონს ვერ ვატანდი და მოვლა სჭირდებოდათ. შემდეგ ავტომატურად განვითარდა სასტუმროდ. პანდემიის პერიოდში, 2020 წლიდან, ნაკლები იყო მოთხოვნა, პანდემიის მერე საკმაოდ გაიზარდა. ჩვენთან რაკი გამოკეტილი არ არიან ცხოველები, ცოტას ვიტოვებ და მოთხოვნა უფრო დიდია, ვიდრე შემიძლია მიღება. ამიტომ, უარის თქმაც მიწევს ხოლმე. მუდმივი და სტაბილური სტუმრები გვყავს და მირჩევნია ამ მუდმივ სტუმრებს უარი არ ვუთხრა, რაკი უკვე შეჩვეულები არიან გარემოს და ახალი არ მივიღო.პანდემიის შემდეგ ფასი გაიზარდა? პანდემიის შემდეგ ფასი დიდად არ გაზრდილა, მხოლოდ 5 ლარით. მანამდე 35 ლარი ღირდა დღე-ღამე, ახლა - 40 ღირს.დამატებითი სერვისი თუ გაქვთ, მაგალითად - დაბანა?შემიძლია, თუ აქვთ სურვილი. პატარა ზომის ძაღლის დაბანა თუა საჭირო, 20 ლარი ღირს, დიდი ზომის ძაღლის - 50 ლარი. ფისოებს ხშირად დაბანა არ სჭირდება და ეს მომსახურება 15 ლარი ღირს.გაფართოებას ხომ არ გეგმავთ?გაფართოებას ჯერ არ ვფიქრობ. არ მინდა უფრო მეტი ცხოველი მყავდეს, არ მინდა დაისტრესონ. მირჩევნია, ცოტა იყვნენ და თავი კომფორტულად იგრძნონ. 30 და 40 ძაღლის დატოვება, ჩემთვის მისაღები არ არის.
1714209720
ქართველი ემიგრანტების რაოდენობა 62.2%-ით გაიზარდა - მაჩვენებელი ბოლო 12 წლის მაქსიმუმზეა2023 წელს ქართველი ემიგრანტების რაოდენობა 62.2%-ით გაიზარდა. აღნიშნულს მოწმობს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები.კერძოდ, საქსტატის ცნობით, 2023 წელს საქართველოდან ემიგრანტების რაოდენობამ ჯამში 245 064 კაცი შეადგინა, რაც 2012 წლიდან მოყოლებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ზოგადად, ემიგრანტების რაოდენობა 2022 წელთან შედარებით, 95.6%-ით არის გაზრდილი. 2022 წელს საქართველოდან 125 269 კაცი წავიდა ემიგრაციაში.აღსანიშნავია, რომ 2023 წელს ემიგრანტების ძირითადი ნაწილი - 66.7% საქართველოს მოქალაქე იყო. უფრო კონკრეტულად, საქსტატის ცნობით, გასულ წელს ქვეყანიდან ემიგრაციაში 163 480 საქართველოს მოქალაქე წავიდა. 2022 წელს ეს მაჩვენებელი 100 802 კაცი იყო. შესაბამისად, წლიურად 62.2%-იანი ზრდა გვაქვს. 2023 წელს წინა წელთან შედარებით ემიგრაციაში 62 678 კაცით მეტი საქართველოს მოქალაქე წავიდა.
1714136395
საქართველოში შესაძლოა, UBER-ის ტაქსები გამოჩნდესსაქართველოში შესაძლოა, UBER-ის ტაქსები გამოჩნდეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღეა ვრცელდება სოციალურ ქსელში.როგორც ტაქსისტების ნაწილი „ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს, აპლიკაცია გამოწერეს და რაღაც ეტაპზე რეგისტრაციაც გაიარეს. მათივე ცნობით, ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა UBER-ის შემოსვლაზე საუბარი მიმდინარეობს. ამასთანავე, ისინი აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში ქართულ ბაზარზე კიდევ ერთი ახალი ტაქსის პლატფორმა „ლაინი“ გამოჩნდა.ტაქსის გამოძახების მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი პლატფორმის აპლიკაცია ქართულ ბაზარზე უკვე დაემატა. Google Play-სა და App Store-ში აპლიკაცია Uber Ge-ის სახელით იძებნება. ამავე მონაცემებიდან ირკვევა, რომ ხელმისაწვდომი იქნება Uber Black-ი, რაც პრემიუმ კლასის მგზავრობის სერვისს სთავაზობს მოქალაქეებს.