იუსტიციის სამინისტრო 9 მარტიდან 20 მარტის ჩათვლით შესაძლებლობას აძლევს მეწარმე სუბიექტებს ისარგებლონ სპეციალური შეთავაზებით, განახევრებული საფასურით და გაიარონ რეგისტრაცია

 იუსტიციის ხიდი

იუსტიციის სამინისტრო 9 მარტიდან 20 მარტის ჩათვლით შესაძლებლობას აძლევს მეწარმე სუბიექტებს ისარგებლონ სპეციალური შეთავაზებით, განახევრებული საფასურით და გაიარონ რეგისტრაცია - აღნიშნულის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, თამარ ზოდელავამ იმედის დილაში გადაცემა ,,ბიზნეს ინსაიდერ საქართველოში" სტუმრობისას განაცხადა.

,,იუსტიციის სამინისტრო მეწარმე სუბიექტებს 9 მარტიდან 20 მარტის ჩათვლით შესაძლებლობას აძლევს ისარგებლონ სპეციალური შეთავაზებით და გაიარონ რეგისტრაცია. საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემების კანონთან შესაბამისობაში მოყვანის საფასური განახევრდა ასევე რეგისტრაციისას სუბიექტები ისარგებლებენ წინასწარ დამტკიცებული სტანდარტული წესდებით. ”მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი ამარტივებს ბიზნესპროცედურებს, იცავს ბიზნესსუბიექტების უფლებებს და ხელს უწყობს მეწარმეთა ერთიანი ბაზის სისტემატიზაციას. იუსტიციის სამინისტრო 9 მარტიდან 20 მარტის ჩათვლით შესაძლებლობას აძლევს მეწარმე სუბიექტებს ისარგებლონ სპეციალური შეთავაზებით, განახევრებული საფასურით და გაიარონ რეგისტრაცია", - აცხადებს თამარ ზოდელავა.