რა ქონებას ფლობენ პარლამენტის წევრი ეკა ჭიჭინაძე და მხატვარი ნიკუშა შენგელაია

ეკა ჭიჭინაძე

პარლამენტის წევრმა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ეკა ჭიჭინაძემ დეკლარაცია წელს, 31 იანვარს შევასო. ცნობისთვის, ეკა ჭიჭინაძის მეუღლე, მხატვარი ნიკუშა შენგელაიაა.

დეპუტატის მიერ შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში, ასახულია მათი ოჯახის უძრავ-მოძრავი ქონება, ასევე ფინანსური მაჩვენებლები, 2025 წლის მდგომარეობით.

როგორია ეკა ჭიჭინაძის და ნიკუშა შენგელაიას ქონებრივი და ფინანსური მდგომარეობა

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, წყვილს ეკუთვნის ოთხი უძრავი ქონების 50%-იანი წილი, ერთი ბინა და 3 ძვირად ღირებული ავტომობილი.

უფრო კონკრეტულად, ეკა ჭიჭინაძის სახელზეა 129,16 კვ.მ. ფართობის ბინა თბილისში, რომელიც 2012 წელს 26 000 აშშ დოლარად შეიძინა. ხოლო ნიკუშა შენგელაიას საკუთრებაშია ბათუმში მდებარე ბინისა და თბილისში 3 საცხოვრებელი სახლის 50%-იანი წილები, რომელიც მემკვიდრეობითა და ჩუქებით აქვს მიღებული.

ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ეკა ჭიჭინაძემ 2003 წელს შეიძინა მსუბუქი ავტომობილი Mercedes GLC 200, რომელშიც 70 000 ევრო გადაიხადა.

ნიკუშა შენგელაიამ კი 2021 წელს 91 000 აშშ დოლარად შეიძინა Mercedes GLE 450, ხოლო 2015 წელს Mercedes Benz ML 400-ი 80 000 აშშ დოლარად.

რაც შეეხება მათ ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში, ეკა ჭიჭინაძე სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე ფლობდა 4 337 ლარს, 5 115 აშშ დოლარსა და 76 ევროს. მის მეუღლეს ნიკუშა შენგელაიას ანგარიშებზე 19 908 ლარი, 290 614 აშშ დოლარი და 9 509 ევრო უფიქსირდებოდა, მასვე საანგარიშო პერიოდში დეპოზიტზე 480 000 აშშ დოლარი ჰქონდა.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, წყვილი რამდენიმე კომპანიის მეწილეა. კერძოდ, ნიკუშას შენგელაიას ეკუთვნის, შპს „ჭიაურელი ბრაზერს არტ სტუდიო“-ს 50% და შპს „კედარი 2008“-ის 25%, ამ უკანასკნელის საქმიანობის შედეგად შენგელაიამ წინა წლის განმავლობაში, 17 008 ლარის შემოსავალი მიიღო.

გარდა ამისა, დეკლარაციაში მითითებულია, რომ ეკა ჭიჭინაძე ფლობს შპს „ფერო მეტალის“ 33%-ს, თუმცა, დოკუმენტის თანახმად, საწარმო აღარ ფუნქციონირებს, ასევე საწარმოო პროცესი შეჩერებული აქვს სამ კომპანიას, რომლებშიც ნიკუშა შენგელაია 20% და 50%-იან წილებს ფლობს.

დეკლარაციის თანახმად, ეკა ჭიჭინაძეს, გასულ წელს პარლამენტში ხელფასის სახით აღებული აქვს 116 526 ლარი; ნიკუშა შენგელაიას კი პროფესორის სტატუსით, 4 სხვადასხვა დაწესებულებაში მიღებული აქვს ჯამში, 34 483 ლარი.

ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, ნიკუშა შენგელაიას „საქართველოს ბანკში“ 480 000 აშშ ღირებულების სადეპოზიტო სერტიფიკატიდან შემოსავლის სახით მიღებული აქვს 179 999 აშშ დოლარი; 2 250 576 აშშ დოლარის პრემიუმ ანაბრიდან 190 086 აშშ დოლარი, 20 000 დოლარის ანაბრიდან - 20 000 აშშ დოლარი. ეკა ჭიჭინაძეს კი, 346 000 ლარის დეპოზიტიდან მიღებული აქვს 25 357 ლარის შემოსავალი.

გარდა ამისა, ეკა ჭიჭინაძეს დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ გარკვეული მომსახურებიდან მიიღო 4 700 ლარის ანაზღაურება. თუმცა, რა მომსახურებაზეა საუბარი. დაკონკრეტებული არ არის.

BPN