რაზე უჩივიან სესხის გამცემ სუბიექტებს მომხმარებლები

სესხი

2026 წლის მაისში სესხის გამცემი სუბიექტების მიმართ 52 საჩივარი დაიწერა, რაც წლიურად 33%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. სებ-ის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკით, 2025 წლის მაისში მათ მიმართ 39 პრეტენზია დაფიქსირდა.

ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით, 2026 წლის მაისში შესული საჩივრიდან 49 სამომხმარებლო სესხებს ეხებოდა, ხოლო 3 - საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს.

რაც შეეხება პრეტენზიებს ხასიათის მიხედვით, აღნიშნული საჩივრებიდან 45 ეთიკის კოდექსთან დაკავშირებულ საკითხებზე მოდის, 4 - ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებულ პრეტენზიებზე, ხოლო 3-სხვა გადასახდელებზე.

ამავე მონაცემების მიხედვით, აღნიშნული პრეტენზიებიდან 51-ის (98%) განხილვა ფინანსური ორგანიზაციის შიგნით უკვე დასრულდა და მომხმარებლის საჩივარი უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული, 1-ის შემთხვევაში პრეტენზიასთან დაკავშირებით განხილვა არ არის დასრულებული.

ცნობისთვის, სესხის გამცემ სუბიექტებს რეგისტრაციის ვალდებულება 2019 წელს დაეკისრათ.

BPN