რომელია საუკეთესო საოჯახო ავტომობილი

Honda CR-V (Mk3)

საავტომობილო ექსპერტი ლუკ ჩილინგსვორთი Daily Express-ისთვის ხელმისაწვდომ საოჯახო ავტომობილზე საუბრობს და Honda-ს ყველაზე პოპულარულ მოდელზე წერს.

მისი თქმით, ჯიპები (კროსოვერები) საუკეთესო საოჯახო მანქანებია მათი ფართო სალონის წყალობით. ეს მანქანები ამჟამად ძალიან პოპულარულია და ევროპაში გაყიდული ახალი მანქანების დაახლოებით ნახევარს შეადგენს.

კროსოვერები შეიძლება ძვირი იყოს და ხშირად მიუწვდომელი აღმოჩნდეს იმ მძღოლებისთვის, რომლებიც ხელმისაწვდომ მანქანას ეძებენ. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მისი პოვნა შეუძლებელია. ექსპერტის აზრით, ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტი მესამე თაობის Honda CR-V (Mk3)-ია.

„Honda-ს შეძენისას, მძღოლები, პირველ რიგში, უკიდურესად საიმედო მანქანას ყიდულობენ. მისი ძრავები ცნობილია მაღალი საიმედოობითა და გამძლეობით.

Honda CR-V-ის დამატებითი უპირატესობა მისი მაღალი დონის უსაფრთხოებაა“ - აცხადებს ავტოექსპერტი.