1788509700
სესხის გამცემი სუბიექტების მიმართ საჩივრები 70%-ით გაიზარდა
2026 წლის ივლისში სესხის გამცემი სუბიექტების მიმართ 46 საჩივარი დაიწერა, რაც წლიურად 70%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. სებ-ის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკით, 2025 წლის ივლისში მათ მიმართ 27 პრეტენზია დაფიქსირდა.
ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით, 2026 წლის ივლისში შესული საჩივრიდან 44 სამომხმარებლო სესხებს ეხებოდა, 1 - სალომბარდე, ხოლო 1 - სხვა სესხებს.
რაც შეეხება პრეტენზიებს ხასიათის მიხედვით, აღნიშნული საჩივრებიდან 42 ეთიკის კოდექსთან დაკავშირებულ საკითხებზე მოდის, 2 - ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებულ პრეტენზიებზე, 1 - ადმინისტრაცია/მომსახურებაზე, ხოლო 1 სხვა ტიპის მომსახურებაზე.
ამავე მონაცემების მიხედვით, აღნიშნული პრეტენზიებიდან 44-ის (96%) განხილვა ფინანსური ორგანიზაციის შიგნით უკვე დასრულდა და მომხმარებლის საჩივარი უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული, 2 -ის შემთხვევაში საფუძვლიანად მიჩნეული პრეტენზიის პრობლემა გადაწყვეტილი იქნა მომხმარებლის სასარგებლოდ და მიღწეული იქნა პრეტენზიით გამოხატული პრობლემის აღმოფხვრა.
ცნობისთვის, სესხის გამცემ სუბიექტებს რეგისტრაციის ვალდებულება 2019 წელს დაეკისრათ.



