ცნობილია სასკოლო ფორმების დიზაინი და ესკიზები - განათლების სამინისტრომ ბაზრის კვლევა გამოაცხადა

სასკოლო ფორმების დიზაინი

პირ­ვე­ლი­დან მე-6 კლა­სის ჩათ­ვლით მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის სას­კო­ლო ფორ­მე­ბის შე­სას­ყი­დი რა­ო­დე­ნო­ბა და ეს­კი­ზე­ბი ცნო­ბი­ლია.

2026–2027 სას­წავ­ლო წლის­თვის და­წყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის მოს­წავ­ლე­ე­ბის სას­კო­ლო ფორ­მე­ბის­თვის გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს შპს “სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­სებ­მა“ ბაზ­რის კვლე­ვა გა­მო­ა­ცხა­და.

სა­ტენ­დერო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ი­დან ირ­კვე­ვა, რომ მი­წო­დე­ბა ორ ეტა­პად უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს. პირ­ვე­ლი ეტა­პი მო­ი­ცავს სა­ქონ­ლის არა­ნაკ­ლებ 30%-ის მო­წო­დე­ბას არა­უგ­ვი­ა­ნეს 2026 წლის 31 ივ­ლი­სი­სა, მე­ო­რე ეტა­პი კი სა­ქონ­ლის დარ­ჩე­ნი­ლი რა­ო­დე­ნო­ბის მი­წო­დე­ბას არა­უგ­ვი­ა­ნეს 2026 წლის 20 აგ­ვის­ტოს ჩათ­ვლით.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტი­დან ირ­კვე­ვა ისიც, რომ სა­მი­ნის­ტროს ბაზ­რის კვლე­ვა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი აქვს კოს­ტი­უ­მე­ბის­თვის, ქვე­და­ტა­ნე­ბი­სა და შარ­ვლე­ბის­თვის.

რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ რა­ო­დე­ნო­ბას, სა­ტენ­დერო დო­კუ­მენ­ტის მი­ხედ­ვით, “სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­სე­ბის“ დაკ­ვე­თით შე­სას­ყი­დი ოდე­ნო­ბა უნდა იყოს 292 ათა­სი გო­გო­ნას პი­ჯა­კი, 308 ათა­სი ბი­ჭის პი­ჯა­კი, 438 ათა­სი გო­გო­ნას შარ­ვა­ლი, 616 ათა­სი ბი­ჭის შარ­ვა­ლი, 146 ათა­სი მუხ­ლამ­დე ქვე­და­კა­ბა და 1000 გრძე­ლი ქვე­და­კა­ბა.

ცნო­ბის­თვის, ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, 2026-2027 სას­წავ­ლო წლი­დან ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის და­წყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე, მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის სას­კო­ლო ფორ­მის ტა­რე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო გახ­დე­ბა, რომ­ლის ნი­მუშ­საც სა­მი­ნის­ტრო და­ამ­ტკი­ცებს.