24 თებერვლის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

ამინდი

 24 თებერვალი - სამშაბათი

დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან შესაძლებელია წვიმა, ღამით მთაში თოვლი. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +4, +9°, დღისით +11, +16°; მთაში ღამით -1, +4°, დღისით +9, +14°; მაღალმთაში ღამით -7, -2°, დღისით  +4, +9°.

აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან წვიმა, ღამით მთაში  თოვლი. ღამით დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან შესაძლებელია  ძლიერი 17-22 მ/წმ.  ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +1, +6°, ზოგან-2°-მდე, დღისით +8, +13°;  მთაში ღამით -4, +1°, დღისით +3, +8°, ზოგან +12°-მდე,  მაღალმთაში ღამით -7, -2°,  ზოგან -12°-მდე, დღისით -2, +3°, ზოგან +7°-მდე;