მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანია გამოვლინდა - Skytrax Airline Awards 2026-ის რეიტინგი

აეროპორტი

Singapore Airlines-ი მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიად დასახელდა. ამის შესახებ Business Insider-მა მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური მგზავრთა გამოკითხვის, Skytrax Airline Awards 2026-ის შედეგებზე დაყრდნობით განაცხადა.

გამოკითხვა 2025 წლის სექტემბრიდან 2026 წლის აგვისტომდე ჩატარდა. მონაწილეობა მიიღო 100-ზე მეტი ეროვნების მგზავრმა, რომლებმაც ავიაკომპანიები თვითმფრინავის სისუფთავის, ბორტზე Wi-Fi-ის, აეროპორტისა და ლაუნჯის მომსახურების, ასევე ეკონომ, ბიზნეს და პირველ კლასში მომსახურების ხარისხის მიხედვით შეაფასეს. რეიტინგში სულ 325-ზე მეტმა ავიაკომპანიამ მიიღო მონაწილეობა.

„სინგაპურის ავიახაზები“ „სკაიტრაქსის“ გლობალურ რეიტინგში მეექვსედ ლიდერობს. მთავარი ჯილდოს გარდა, ავიაკომპანია ასევე დასახელდა მსოფლიოში საუკეთესო ავიაკომპანიად ეკონომ კლასში ბორტზე კვების მომსახურების მხრივ.

თავად კომპანიამ აღნიშნა, რომ დიდად აფასებს მგზავრების მხარდაჭერას.

რეიტინგში მეორე ადგილი Qatar Airways-მა დაიკავა. გადამზიდავმა პირველად მიიღო ჯილდო საუკეთესო ფრენის დროს Wi-Fi-სთვის და ასევე კვლავ გაიმარჯვა საუკეთესო ბიზნეს კლასის კატეგორიაში.

მესამე ადგილი ჰონგ-კონგის „Cathay Pacific“-მა დაიკავა და ბორტგამცილებლის საუკეთესო შესრულების ჯილდო მიიღო.

საუკეთესო ევროპულმა ავიაკომპანიამ მხოლოდ მე-7 ადგილი დაიკავა. Air France-მა რამდენიმე ჯილდო მიიღო, მათ შორის საუკეთესო პირველი კლასის, პირველი კლასის ლაუნჯის კვებისა და პირველი კლასის კეთილმოწყობისთვის.

ტოპ-10 საუკეთესო ავიაკომპანიის რეიტინგი ასეთია:

  • სინგაპურის ავიახაზები, სინგაპური.
  • კატარის ავიახაზები, კატარი.
  • Cathay Pacific Airways, ჰონგ-კონგი.
  • All Nippon Airways (ANA), იაპონია.
  • თურქეთის ავიახაზები, თურქეთი.
  • ემირატები, UAE (დუბაი).
  • Air France, საფრანგეთი.
  • ჰაინანის ავიახაზები, ჩინეთი.
  • იაპონიის ავიახაზები, იაპონია.
  • კორეის ავიახაზები, სამხრეთ კორეა.
  • EVA Air, ტაივანი.