1755237725
„რაც მეტად გრძელი ყურები აქვს, მასზე მეტი მოთხოვნაა - დეკორატიული მიზნებისთვისაც უნდათ, რომ შემდეგ გაყიდონ“ - ფერმერი

ჩვენი ინტერესის სფერო ამჯერად ბოცვერია, კერძოდ, გერმანული რიზენი, იგივე გერმანული გიგანტი. პირველი გიგანტური ბოცვერი ფლანდრიაში XVI საუკუნეში გამოჩნდა. იყო ზომით დიდი, ძლიერი თათებით. მასიური სხეული ხშირი, მკვრივი ნაცრისფერი ბეწვით იყო დაფარული. XIX საუკუნეში ჩამოიყვანეს გერმანიაში და დაიწყო მახასიათებლების გაუმჯობესება. ადგილობრივმა სელექციონერებმა ყურადღება გაამახვილეს ჯიშის ხორციანობასა და სხეულის დიდ მასაზე. 1937 წელს მათ ოფიციალურად დაარეგისტრირეს ახალი ჯიში, სახელწოდებით 'გერმანული რიზენი" (D ეუტსცჰე ღიესენ), ანუ გერმანული გიგანტი.
ამ თემაზე სასაუბროდ ცნობილი მებოცვრე და წარსულში სახელმწიფო კაპელის მომღერალი ზაზა ბურნაძე მოვიწვიეთ. ბოლო 20 წელია, მებოცვრეობა მისი საქმიანობაა. დიღომში, ტურბაზის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს, ის სამაჩაბლოდან გახლავთ. გიგანტურ რიზენსაც ამრავლებს და ამ ჯიშზე სწორედ ის გვესაუბრება.
- გერმანული რიზენი ნიშნავს გერმანულ დიდს. ამ ჯიშის ბოცვრის ძირი ფლანდრიის ბელგიური ნაწილიდან მოდის, იქ გამოიყვანეს და შემდგომ გერმანელებმაც გაითავისეს. ბელგიურ გიგანტს ანუ ფლანდრს აქვს სოლისებური, მოგრძო თავი და ყურებს შუა ორი თითი ჩადის. გერმანელმა სელექციონერებმა კი მას თავი დაუმსხვილეს, უფრო მრგვალი გაუხადეს. ყურები ერთად ეწყებათ, მაგრამ მათ შორის ორი თითი აღარ ჩადის. დანარჩენი - ტანი, ზომა, შეფერილობა ერთნაირი აქვთ და დაარქვეს გერმანული დიდი. მიუხედავად იმისა, რომ ძირი ბელგიურიდან მოდის, გერმანული დიდის სახელით არის დარეგისტრირებული.
- ფაქტია, რომ დიდი ბოცვერია.
- გინესის რეკორდების წიგნში თავის დროზე 15-კილოგრამიანი გერმანული რიზენია შეყვანილი. ამ წონისა მსოფლიოს მასშტაბით ეს ერთადერთი გამოვიდა. ჩვეულებრივი სახორცე ჯიშები, ბურგუნდიული და კალიფორნიული, 5-დან 6 კილოგრამამდეა. არის კიდევ ერთი ჯიში - გერმანული პიოსი, რომელიც 5-ნახევრიდან 7-8 კილომდე იზრდება, მაგრამ გერმანული რიზენი მართლაც გიგანტია. გამონაკლისებიც არის, როცა 12-13 კილოგრამს აღწევს ხოლმე.
- რიზენის მაღალი და სახასიათო ყურები მართლაც თვალში საცემია... გააგრძელეთ კითხვა