1765452041
3 ქართველი ფეხბურთელი, რომელთა ღირებულება კიდევ გაიზარდა
Transfermarkt-ის ბოლო მონაცემებით საქართველოს ეროვნული ნაკრების 3 ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება კიდევ გაიზარდა.
საუბარია, გიორგი მიქაუტაძეზე, გიორგი ქოჩორაშვილსა და ლუკა ლოჩოშვილზე.
უფრო კონკრეტულად, Transfermarkt-ის მიხედვით, გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო ღირებულება 22 მლნ ევროდან, 30 მლნ ევრომდე გაიზარდა, გიორგი ქოჩორაშვილის 5 მლნ ევროდან 6 მლნ ევრომდე, ხოლო ლუკა ლოჩოშვილის - 500 000 ევროდან 1.5 მლნ ევრომდე.
გთავაზობთ, transfermarkt-ის მონაცემებს, დღეის მდგომარეობით, 10 ყველაზე ძვირად ღირებული ქართველი ფეხბურთელის შესახებ:
- ხვიჩა კვარაცხელია - 90 მლნ ევრო;
- გიორგი მამარდაშვილი - 30 მლნ ევრო;
- გიორგი მიქაუტაძე - 30 მლნ ევრო;
- ზურიკო დავითაშვილი - 10 მლნ ევრო;
- ოთარ კიტეიშვილი - 6 მლნ ევრო;
- გიორგი ქოჩორაშვილი - 6 მლნ ევრო;
- საბა გოგლიჩიძე - 6 მლნ ევრო;
- საბა ლობჟანიძე - 4 მლნ ევრო;
- ირაკლი აზაროვი 4 მლნ ევრო
- გიორგი გოჩოლეიშვილი - 2.5 მლნ ევრო.
bpn.ge



