10 ქვეყანა, სადაც 2031 წლისთვის მილიარდერების რაოდენობა ყველაზე სწრაფად გაიზრდება

მსოფლიო 1780726860
მილიარდერი

2031 წლისთვის საუდის არაბეთი მილიარდერების რაოდენობის ზრდის დინამიკით მსოფლიოში ლიდერი იქნება - ამას აჩვენებს Visual Capitalist-ის ანალიზი, რომელიც Knight Frank-ის Wealth Report-ის პროგნოზებზე დაყრდნობით მომზადდა.

მონაცემები აჩვენებს, რომ მომდევნო 5 წლის განმავლობაში მილიარდერების რაოდენობის ზრდის ტემპით საუდის არაბეთს პოლონეთი, შვედეთი, ავსტრალია და დანია მოსდევს. ამასთანავე, კვლევის თანახმად, 2031 წლისთვის აზიისა და ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ეკონომიკა გლობალური სიმდიდრის ახალ ცენტრად იქცევა.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ და ჩინეთი მილიარდერთა საერთო რაოდენობითა და სიმდიდრით კვლავ ლიდერ პოზიციებს ინარჩუნებენ, ყველაზე სწრაფად მზარდი მილიარდერთა ცენტრები სულ უფრო მეტად ყალიბდება ახლო აღმოსავლეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და აღმოსავლეთ ევროპის ნაწილებში.

კვლევის მიხედვით, აღნიშნულ ტენდენციას მნიშვნელოვნად განაპირობებს სახელმწიფო საინვესტიციო პროგრამები, ინდუსტრიული გაფართოება და „სტარტაპ“ ეკოსისტემების სწრაფი განვითარება, რაც მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში კერძო სიმდიდრის ახალი ცენტრების ფორმირებას უწყობს ხელს.

10 ქვეყანა, სადაც მილიარდერების რაოდენობა ყველაზე სწრაფად გაიზრდება ასე გამოიყურება:

  • საუდის არაბეთი - 183%-ით გაიზრდება და მიაღწევს 65-ს;
  • პოლონეთი - გაიზრდება 123%-ით მიაღწევს 29-ს;
  • შვედეთი - გაიზრდება 81%-ით მიაღწევს 58-ს;
  • ავსტრალია - გაიზრდება 77%-ით მიაღწევს 85-ს;
  • დანია - გაიზრდება 75%-ით მიაღწევს 21-ს;
  • იაპონია - გაიზრდება 65%-ით მიაღწევს 71-ს;
  • მექსიკა - გაიზრდება 63%-ით მიაღწევს 39-ს;
  • ფილიპინები - გაიზრდება 63%-ით მიაღწევს 26-ს;
  • ნორვეგია - გაიზრდება 53%-ით მიაღწევს 26-ს;
  • ინდოეთი - გაიზრდება 51%-ით მიაღწევს 313-ს.